ფრაზა „ჩვენ არ გვაქვს ფული პროტოტიპის გასაკეთებლად" მაშინვე ამჟღავნებს წარუმატებელ მაძიებელს. „თუ მათ არ შეუძლიათ იმის მოფიქრებაც კი, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან, როგორ შეძლებენ ისინი დიდი ბიზნენის მართვას, როცა გაიზრდება?" - კითხავს საკუთარ თავს ბიზნეს-ანგელოზი.
სიტყვები „ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები რეკლამისათვის, რათა მოვიზიდოთ მომხმარებლები მათთვის რეკლამის მისაყიდად" უჩვენებენ არჩეული ბიზნეს-მოდელის მანკიერებას, დოლარის 95 ცენტად გაყიდვის მცდელობას.
„ჩვენ არ შეგვიძლია დეტალების გამჟღავნება, რადგან ჩვენი იდეა სუპერსაიდუმლოა. სანამ ხელს არ მოაწერთ რამეს ან არ მოგვცემთ ფულს, ჩვენ თქვენ არაფერს არ გეტყვით". ასეთი მიდგომა ანადგურებს ერთობლივად მუშაობის ყველა პერსპექტივას.
ინვესტორს ასევე ძალზე აშფოთებს ისეთი პროექტების აღწერა, რომლებიც აგებულია ფორმულით „ჩვენი პროექტი ვიღაცას მოკლავს". ფრაზა „მოკლავს" კლავს სწორედ თვით შეხვედრის იდეას. ეს ნიშნავს, რომ სტარტაპერს არ გააჩნია საკუთარი იდეები და ის სხვის ხარჯზე ცდილობს თვითრეალიზებას. გაიგებს რა სიტყვებს „ჩვენ გვაქვს სირთულეები აქციონერთა შორის", ინვესტორის კრეფავს თავის ნივთებს და გასასვლელისაკენ მიემართება.
ძალზე ადვილია დადებითი შთაბეჭდილების გაფუჭება შეხვედროს ბოლოს ნათქვანი ფრაზით „ისე, მე კიდევ მაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი".
ინვესტორებს გული უცრუვდებათ, როდესაც საინტერესო განხილვის შემდეგ პროექტის ავტორი იტყვის ამის მსგავსს „ხომ გესმით, რომ მე თვითონ არ შემიძლია ამ ბიზნესით დაკავება. მე მხოლოდ დამფუძნებელი ვარ. ჩვენ შემდეგ დავიქირავებთ პროფესიონალ დირექტორს, რომელიც სწორედ ამით დაკავდება".