ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშიGoogle AdWords: უპირატესობები და პრობლემები

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

Google AdWords: უპირატესობები და პრობლემები
 | რეიტინგი 3 

საძიებო გიგანტმა Google ცოტა ხბის წინ განაცხადა, რომ მისი რეკლამებიდან შემოსავლების უმეტეს ნაწილს პატარა კომპანიები უზრუნველყოფენ.

 

შარშან, სექტემბრის თვეში, პოლი ლიუს გაუჩნდა ეჭვები მის ბიზნესთან  - საჩუქრების ინტერნეტ- მაღაზია  Beau-coup.com-თან დაკავშირებით. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში 36 წლის წლის ლიუს ბიზნესი გაიზარდა 30 თანამშრომლამდე და 10 მილიონ წლიურ ბრუნვამდე. მაგრამ მას დიდი ეჭვი ჰქონდა, შეძლებდა თუ არა მისი საწარმო მომავალშიც საქმიანობას (კრიზისი). ლიუ დიდხან ფიქრობდა შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ მაინც ვერ გადაწყვიტა პროდუქტების ხაზის ან პერსონალის შემცირება. ამის მაგივრად მან გადადგა საკმაოდ რადიკალური ნაბიჯი - გაზარდა თავისი დაბანდებები ინტერნეტ-რეკლამაში Google AdWords-ის საშუალებით (შეგახსენებთ, რომ
AdWords - ეს არის კომპანია Google-ს საძიებო რეკლამა)

შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში კომპანია Beau-coup-მა გაზარდა თავისი ყოველთვიური ხარჯები AdWords-ში რეკლამაზე  25 ათას დოლარზე მეტად, დაახლოებით ორჯერ. და როგორია შედეგები? ამავე პერიოდში Beau-coup-ის მოგება გაიზარდა ორჯერ, ხოლო კომპანიის ზრდამ 50% შეადგინა. ლი თვლის, მისი ბიზნესის გაფართოების ძირითადი მიზეზი სწორედ Google-ა.

Google-ს საძიები რეკლამის ასეთი დიდი წარმატება პატარა ბიზნესში გახდა სწორედ ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ბიზნენის განვითარების ერთერთი ძირითადი ფაქტორი (ბევრი თვლის, რომ Google წარმოადგენს ისტორიაში ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიას). „მათ ჩვენ შგვქმნეს" - ამბობს ფრედ ვალეისი, Google AdWords-ის იდეოლოგი. „ჩვენ გვინდა მათვის მხარის დაჭერა. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც ეხმარება მათ დიდ ბიჭებთან კონკურენციაში". Google-მ გასულ წელს 21 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო, საიდანაც 95% AdWords-ზე მოდის.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების დიდი ნაწილი с AdWords-სათვის მოაქვთ მცირე ბიზნესის მესაკუთრებს: ტაქსოკომპანიას ნიუ ჯერსიდან, რესტორანს ლონდონიდან, ბუღალტერიის პროგრამას რუსეთიდან, კონსალტინგურ მომსახურებას მაიამიში - ეს არის ბიზნესები, რომელიც წარმოადგენენ AdWords-ის - პირდაპირი გაყიდვების შენამიშნავი ნიმუშის წარმატების საფუძველს,. ეს არ არის იმიჯზე ორიენტირებული რეკლამა, ან იმაზე, რომ ადამიანი დაინტერესდება განცხადებით და ოდესმე მიაქცევს ყურადღებას პროდუქტს. არა, ეს უფრო წერილების დაგზავნას ჰგავს, ნამდვილ პირდაპირ მარკეტინგს.  მაგრამ ამ კონტექსტში AdWords გაცილებით ახლოსაა იმასთან, რისი დანახვაც სურს კლიენტს.

Google-სათვის  AdWords დღეს მთავარ პროდუქტს წარმოადგენს და მხოლოდ ის არის მომგების მომტანი. Adsens-ც კი (კონტექსტური რეკლამების განთავსება სხვა საიტებზე) საიძიებო გიგანტისათვის ზარალი მომტანია, ხოლო სერვისების უმრავლესობას ან საერთოდ არ შემოაქვს ფული, ან უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს, მაგალითად, YouTube-ს. და გამოდის, რომ Google ეყრდნობა ერთ ვეშაპს, რომელიც დღეს საძიებო ტრაფიკის 63% უჭირავს (ამ მაჩვენებლებით კომპანიის მთავარი კონკურენტები მას  მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან - Yahoo! კმაყოფილდება ბაზრის 20,6%-ით, ხოლო Microsoft თავისი Live-თ -  8,2%-ით).

 

რეკლამების მიმცემებისათვის AdWords წარმოადგენს საუკეთესო ინსტრუმენტს შემდეგ მიზეზთა გამო:

- ის საშუალებას იძლევა მომხმარებელს აჩვენოს ის რეკლამა, რომელიც თემატიკის მიხედვით დაკავშირებულია საძიებო სისტემაში მოსაძებნ საგანთან;

- გადახდა საჭიროა მხოლოდ გადასვლებისათვის;

- შეიძლება არა საიტისა ან ბრენდის რეკლამირება, არამედ რაღაც კონკრეტული საქონლის (მისი გვერდის მიითებით), იმ შემთხვევაში, თუ ლაპარაკია ინტერნეტ-მაღაზიის რეკლამაზე;

- შეიძლება განაცხადების სერიოზულად დაპატარავება, არასაჭირო ხალხოს განთესვა ადგილმდებარეობის ან თვითონ განაცხადის მიხედვით. მაგალითად, თუ ჩვენ საქმე გვაქვს „Microsoft Office"-ს განაცხადთან, მაშინ მას შეიძლება დაემატის სიტყვა „ყიდვა", რათა თქვენი რეკლამა ნახონ არა მხოლოდ იმ მომხმარებლებმა, რომლებიც აპირებენ პროდუქტის ყიდვას კომპანია Microsoft-ისაგან. ყველა ამ უპირატესობებთან ერთად, AdWords რასაკვირველია, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა ადამიანი, რომლებიც გაყვებიან თქვენს მითითებებს, იყიდიან საქონელს. ცოტაა მხოლოდ პატარა განცხადების მიცემა და აუდიტორიის სეგმენტირება. უნდა წაიმუშაოთ საკუთარ საიტზეც, შექმნათ გვერდი ისეთი საქონლით, რომელიც ნამდვილად გაიყიდება. ეს დიდი სამუშაოა და ამავდროულად ხიფათიანიც  Google-სათვის  და პატარა ბიზნესის წარმომადგენლებისათვის.

გამოდის საკმაოდ საინტერესო სიტუაცია. ერთი მხრივ, კომპანია Google-ს ყველაფერი კარგად მისდის, მეორეს მხრივ  - თუ ინტერნეტის ქსელში მოხდება სერიოზული ცვლილებები და AdWords აღარ იქნება ისეთი აქტუალური, როგორც დღეს, მაშინ კომპანიას ნამდვილი კრახი ელოდება. ქსელშე რევოლუციები ხშირია. ბევრის აზრით, საძიებო სისტემები დღეისათვის თავისი განვითარების საწყის სტადიაზე არიან. ეს კი ნიშნავს, რომ პეიჯისა და ბრინის მსგავსი რაინდებს შეუძლიათ ადრე თუ გვიან შეუძლიათ წარმოადგინონ ისეთი სისტემა, რომელიც გააცამტვერებს დღეისათვის წარმატებულად მიჩნეულ ძიებას.

AdWords-ზე ხალი პრობლემა ჩნდება. უკვე ძალიან ბევრი რამაა ჩამოკიდებული ერთ კომპანიაზე. თუ Google-ს რაიმე დაემართება ან შემოიღებს   რაიმე საკამათო მოთხოვნებს, მაშინ თქვენი ბიზნესი შეიძლება მოკვდეს. და მხოლოდ იმის გამო, რომ დამოკიდებული იქნებით გაყიდვების მხოლოდ ერთ არხზე.

საერთოდ, მსოფლიოში არ არის ყველაფერი ასე მარტივი. და ყველა ინსტრუმენტს გააჩნია როგორც უპირატესობები, ისე ნაკლოვანებები. მაგრამ ჯერჯერობით AdWords წარმოადგენს გაყიდვების გაზრდის საუკეთესო ინტრუმენტს და და ამიტომ არ ღირს ძალიან აღელვება. Google სიკვდილს ჯერჯერობით არ აპირებს, უბრალოდ, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge