მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშისარეკლამო საიტები. მიმოხილვა. ნაწილი 1
სარეკლამო საიტები. მიმოხილვა. ნაწილი 1
| რეიტინგი 3
დიდი ხანია, რაც ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე არ გამოჩენილა სარეკლამო საიტების მიმოხილვა დ გადავწყვიტე ამ სიტუაციის გამოსწორება. ამიტომ მოვამზადე ორ ნაწილად გაყოფილი საკმაოდ ვრცელი მიმოხილვა. ქვემოთ სწორედ პირველს ნაწილს გაეცნობით.
Dove ბლოგერებსა და ყველა მსურველს აძლევს ახალი ანტირესპირანტის ტესტირების საშუალებას.
არც ისე დიდი ხნის წინ კომპანია Dove-მ Rambler-ან ერთად ჩაუშვა საინტერესო ინტერაქტიური რესურსი „პროგრამა Dove ნდობა". ამ სარეკლამო კამპანიის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ Dove საშუალებას აძლევდა ყველა მსურველს მოესინჯა თავისი ახალი ანტირესპირანტი., რომელთა შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც და უბრალო ბლოგერებიც. ბნებრივია, რომ ამ ხალხს უნდა გამოეთქვა საკუთარი აზრი და საიტზე გამოექვეყნებინა. სიტყვა „ნდობა" სრულებითაც არ ახლავს შემთხვევით ამ კამპანიას. მთელი საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნით ადრე Dove-მ ჩაატარა გამოკითხვათა მთელი რიგი, რომლის დროსაც გაარკვია, რომ ბრენდის დაპირებებებს ენდობა რესპონდენტთა მხოლოდ 12%. ამავე დროს, ინტერნეტში გამოქვეყნებულ შეფასებებს ენდობა გამოკითხულთა 20%, 25% ენდობა ცნობილ ადამიანებს, ხოლო 55% მხოლოდ საკუთარ თავს. Dove-მ გადაწყვიტა ამ მონაცემებთან გაჯიბრება. სწორედ ამიტომ საიტზე თავის აზრს ტოვებენ უბრალოდ ცნობილი ადამიანები, ბლოგერები და სრულიად ჩვეულებრივი მომხმარებლები, რომელთაც რეგისტრაციის შემდეგ შუძლიათ თავისი აზის დამატება. ხოლო საკუთარ შეგრძნებებზე ადამიანს შეიძლია დაეყრდნოს მხოლოდ სასინჯი ნიმუშის მიღების შემდეგ (კამპანია ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა).
ამავე დროს, საინტერესოა, რომ Dove-მ არ დაიწყო არასასურველი შეფასებების მოდელირება და წაშლა. საიტზე არის კიდევ საშუალებაც, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე დადებითი და ყველაზე უარყოფითი შეფასებები. საერთოდ, ისინი იყოფა პოზიტიურად და ნეგატიურად, მომხმარებელს შეუძლია აწონ-დაწონოს ამ პროდუქტის გამოყენების „კი" და „არა". ასე რომ, საიტზე ხელმისაწვდომია ყველა აზრი, რომლმაც უნდა მიაღწიოს თავისი აუდიტორიის ნდობას. ვარსკვლავების დღიურები. რომლებიც რესურზე ცალკეა გამოყოფილი, რასაკვირველია, ეძღვნება Dove-ს. მაგრამ შენიშვნები განყენებულ თემებზე, რომლებიც ასე აღელვებენ ყველა ქალს, ასევე არანაკლები რაოდენობით იყო წარმოდგენილი. იმავდროულად, ცნობილი ადამიანების შეფასებები არ მოდელირდებოდა და მათ შეეძლოთ საკმაოდ თავისუფლად გამოეხატათ თავისი აზრი ამა თუ იმ საკითხზე.
ძირითადი კონტიგენტის გარდა, საიტზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე დამატებითი ტესტი, რომელთა ჩამატებაც შეიძლებოდა საკუთარ ბლოგში (ეს კი საიტის წინ წაწევის საუკეთესო საშუალებაა), ასევე, სხვადასხვანაირი მოსაწვევი სურათები. ქსელში „პროგრამა Dove ნდობა" რეკლამირდებოდა ბანერებისა და ვარსკვლავების საშუალებით, რომლებმაც პროექტს კარგი პიარი გაუკეთეს.
McDonald's გიწვევთ ვირტუალურ ექსკურსიაზე.
სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა McDonald's-მა ცოტა ხნის გადაწყვიტა უფრო ახლოს გაეცნო კლიენტებისათვის კომპანიის „შიდა სამზარეულო". ამისათვის McDonald's-ში გადაწყვიტეს მოეწყოთ ექსკურსია ქსელის რესტორანში. აქ არსებობდა ერთი პრობლემა - რეალობაში ამის გაკეთება ძალზე ძვირი დაუჯდებოდათ როგორც მომხმარებლებს, ასევე თვითონ კომპანიასაც. ასე რომ, გადაწყდა ვირტუალური ექსკურსიის მოწყობა, რომლის დროსაც ყველა მსურველს ეძლეოდა ნება შესულიყო რესტორანში სპეციალური ვებ-საიტის საშუალებით.
ამ რესურსზე შესაძლებელი იყო ცალკე აღებული McDonald's-ის რესტორნის ყველა ნაგებობის ნახვა, ამა თუ იმ ადგილის აღწერილობის წაკითხვა, მენიუს გაცნობა, ყველა კერძზე დეტალური ინფორმაციის გაგება კი შეიძლებოდა უკვე კომპანიის უკვე ოფიციალურ საიტზე. თვითონ ექსკურსია სარეკლამოდ სტატიკურად იყო ორგანიზებული, ე. ი. რესტორნის ინტერიერის ნახვა შეიძლებოდა მხოლოდ სურათებით, მაგრამ ისინი ინტერაქტიურები იყო. სურვილის შემთხვევაში ყველა გამოსახულების შემობრუნება შეიძლებოდა 360 გრადუსით.
McDonald's ამ კომპანიას წინ სწევდა სხვადასხვა პოპულარულ საიტევზე განთავსებული ბანერების საშუალებით (მათ შორის იანდექსის მთავარ გვერდზე). ბანერებზე ლაპარაკი იყო სწორედ ამ ვირტუალურ ექსკურსიაზე. ამ კამპანიამ საშუალება მისცა McDonald's-ის არსებულ კლიენტებს შეეხედათ რესტორნის შიგნით და გაეგოთ,თუ როგორ მიდიოდა საქმეები. დამეთანხმეთ, რომ ეს ძალიან საინტერესოა.
კოდაკი ცდილობს გოლფის მოყვარულებთან დამეგობრებას.
კომპანია Kodak რამდენიმე ხნის გახდა გოლფის PGA Tour-ის ტურნირის სპონსორი და ეს სპონსორობა გადაიზარდა არა მხოლოდ გოლფის მოედნებზე განთავსებულ სტანდარტულ რეკლამებში, არამედ ინტერაქტიურ პროექტში The Kodak Challenge, რომელიც წარმოადგენს გოლფის სრულფასოვან ვირტუალურ ლიგას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ თამაშის მოყვარულთა კლუბს.
ამ კამპანიის ორგანიზებით Kodak საკმაოდ მკაფიო მიზნებს ისახავს - მას სურს საკუთარი თავის, როგორც ციფრული ტექნიკის მწარმოებლის ჩვენება. ისე მოხდა, რომ საზოგადოების თვალში Kodak აქამდე მხოლოდ ფოტოფირებთან ასოცირდება. მაგრამ ეს დრო გავიდა. დღეს კომპანია უშვებს საქონლის მთელ რიგს, რომელთა შორისაა ციფრული ფოტოაპარატები, პრონტერები და ციფრული ფოტოჩარჩოები. კომპანიის პროდუქცია შეიცვალა, მაგრამ იმიჯი მას ჯერჯერობით ვერ ეწევა.
The Kodak Challenge-ს შექმნა ეს ერთი ნაბიჯია, რომელმაც Kodak იმ ახალ იმიჯს უნდა მიუახლოვოს, რომელიც შეესატყვისება კომპანიის დღევანდელ ციფრულ პროდუქციას. და რა არის წარმოდგენილი საიტზე? თავისი არსით, ეს არის ვირტუალური ტურნირი, რომელიც გოლფის მოყვარულებს საშუალებას აძლევს შეამოწმოს თავისი ნათელმხილველის შესაძლებლობები. რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ თამაშში, რომლის მიზანია PGA Tour-ს ტურნირის ამა თუ იმ ეტაპის გამარჯვებულების გამოცნობა. ყოველი კვირის გამარჯვებული საჩუქრად იღებს პრიზებს - Kodak-ის ფოტოაპარატს, ციფრულ ჩარჩოს ან ფოტოპრინტერს. სეზონის დამთავრების შემდეგ მოყვარულთა შორის გათამაშდება ლატარია, არჩეული იქნება იღბლიანი, რომელიც გაემგზავრება Disneyland-ის ე. წ. გოლფის კურორტზე.
ნოუთბუქები ქალებისათვის.
8 მარტისათვის კომპანია HP-მ რუნეტში ჩაუშვა საკმაოდ საინტერესო რესურსი სახლეწოდებით „ჩემი კომპანიონი" ეს საიტი წარმოადგენს მორიგ რესურსს, სადაც ტექნიკისაგან შორს მდგომ ქალებს უყვებიან, თუ როგორ უნდა იმუშაონ კომპიუტერზე. ამავე დროს, აქვეა უკანასკნელი სიახლეები მაღალი ტექნოლოგიების სამყაროდან სასარგებლო სტატიები (მიზნობრივი აუდიტორიის პროექტისათვის), ნოუთბუქების კატალოგი, რომელთა მახასიათებლები აღწერილია მაქსიმალურად მარტივად, რაიმე ტექნიკური დეტალების, მაგალითად, პროცესორის სიმძლავრის ხსენების გარეშე და ა. შ.
საიტზე ასევე განთავსებულია ზოგიერთი ინტერაქტიური სერვისი, რომლებიც მის სტუმრებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ამ მხრივ ძირითადია ბლოგი, რომელშიც უბრალო გოგონა (პროფესიონალი კოპირაიტერი?) უზიარებს საკუთარ აზრებს და ხანდახან ეხემა ნოუთბუქების თემას. საინტერესოდ გამოიყურება განყოფილება, რომელშიც მომავლის ნოუთბუქებია წარმოდგენილი და ამ გვერდის თითოეულ სტუმარ ქალბატონს შეუძლია შესთავაზოს საკუთარო იდეები მათ შესახებ. HP-ში პირობას დებენ, რომ მათ აუცილებლად განიხილავენ. საერთო ჯამში, გამოდის საკმაოდ კარგი რესურსი, რომელმაც, შესაძლოა, არაერთ ლამაზ გოგონას გადააწყვეტინა HP-ის ნოუთბუქის შეძენა.
მათთვის, ვისაც კომპიუტერთანაც უყვარს სპორტის ექსტრემალური სახეობები. ცნობილია, რომ სპორტის ისეთი ექსტრემალური სახეობების მოყვარულებს შორის, როგორიცაა სნოუბორდონგიც, უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდები არიან. ამის შესახებ იცის კომპანია Oregon Scientific-მა, რომელიც უშვებს სხვადასხვა გაჯეტებს სპორტის ექსტრემალურ სახეობებზე. შესაძლებელია, რომ კომპანიაში სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს თავისი პროდუქციის წინ წაწევა ონლაინ-რესურსის «Active Boarding» -ის საშუალებით, რომელიც წარმოადგენს სნოუბორდზე სრიალისადმი მიძღვნილ პატარა ონლაინ-თამაშს.
წინ წაწეული ახალგაზრდობა არა მარტო სრიალებს სნოუბორდზე, არამედ აქტიურად იყენებს ინტერნეტის ქსელსაც. ასე რომ, აუდიტორიის დაპყრობა მათი საყვარელი სპორტული თამაშის თამაშის საშუალებით სავსებით შესაძლებელია. ეს ხომ ლოგიკურად გამოიყურება. Oregon Scientific-მა თავისი პროექტი შექმნა არა მხოლოდ საკმაოდ საინტერესოდ, არამედ ჩართო მასში საკუთარი პროდუქციაც, რომლის ამორჩევა შეიძლება უშუალოდ თამაშის წინ.
რასაკვირველია, რომ პროექტში ყველგან ჩადებულია რეკლამა. და ასევე არის გარკვეული საკონკურსო საფუძველი, სადაც ყველა მოთამაშე ეჯიბრება ერთმანეთს. ის ვინც აჩვენებს საუკეთესო დროს, ჯილდოვდება კომპანიის პრიზებით.