სანამ შექმნით საკუთარ საიტს, უნდა იცოდეთ:
- რას ნიშნავს გქონდეთ კარგი საიტი?
- რა ჯდება საიტების დამზადება საქართველოში?
- როგორი უნდა იყოს საიტი?
- როგორ შემოვიყვანოთ საიტზე ბევრი მომხმარებელი, რომ ის გახდეს კარგი საიტი თქვენი ბიზნესისთვის;
- რა კრიტერიუმები უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვიტავთ ვის შეუკვეთოთ საიტის დამზადება;
- როგორ შევარჩიოთ ვებ სტუდია, ვინც დაგიმზადებთ საიტს.
რას ნიშნავს გქონდეთ კარგი საიტი ?
საიტებს ძირითადად ამზადებენ ბიზნესისთვის, პირადი საიტებიც კი იგივე მიზანს ემსახურება, რადგან ამ შემთხვევაშიც საიტების დამზადება რაღაცის პოპულარიზაციის მიზნით ხდება.
საიტი ეს არაა მარტო ლამაზად გაწყობილი ინფორმაცია ინტერნეტში, მას აქვს თვალით უხილავი ელემენტები. სწორედ ამ ელემენტების კარგი ცოდნა გახდის თქვენს საიტს წარმატებულს და მაშასადამე თქვენს ბიზნესსაც, რომლისთვისაც არის ეს საიტი შექმნილი. თუ აპირებთ საიტის დამზადებას, გთხოვთ, არ დაიზაროთ და აუცილებლად წაიკითხეთ აღნიშნული სტატია ბოლომდე, რა თქმა უნდა თუ გინდათ ჩაწვდეთ ამ წარმატების უხილავ ელემენტებს. მე გთავაზობთ, სანამ შექმნით საკუთარ თუ კომპანიის საიტს აუცილებლად მიიღეთ ეს ცოდნა, რომ ტყუილად არ დახარჯოთ დრო და არც ზედმეტი თანხა.
სავარაუდოდ ამ სტატიას წაიკითხავს სხვადასხვა ტიპის მკითხველი, ზოგი მეტად ერკვევა საიტის დამზადების საითხებში და ზოგი ნაკლებად, ამიტომ არ მიწყინოთ, თუ ამ თემას ბევრად მარტივი ენით შევეხები, ვიდრე მას პროფესიონალური ლექსიკა მოითხოვს. ასევე შევეცდები შედარებით მარტივი ელემენტებიდან დავიწყო იმის ახსნა, რასაც ქვია ვებ საიტების დამზადება, ანუ ვებ გვერდის შექმნა.
უკვე აქტუალური არაა ლაპარაკი იმაზე, რომ ყველა კომპანიას და ბიზნესს უნდა ჰქონდეს საკუთარი საიტი, ანუ ვებ გვერდი ინტერნეტში. ყველაზე კონსერვატულ მეწარმესაც ესმის, რომ მომავალი ციფრულ ტექნოლოგიებს აქვს. რაც მეტად გაუწევს ვინმე ამ ფაქტს იგნორირებას, მით მეტი იქნება უფსკრული მას და მის მომხმარებლებს შორის. რა უნდა ვიცოდეთ და რა ეტაპები უნდა გავიაროთ, რომ შევქმნათ ისეთი საიტი, რომელიც დაგიჯდებათ მისაღები ფასი და ასევე ბიზნესსაც მოუტანს საგრძნობ შემოსავალს? საერთოდ, რას უნდა აკეთებდეს კარგი საიტი? ამაზე პასუხი უმარტივესია: ვებ საიტმა შემოსავლის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი. ამისათვის მან უნდა გაზარდოს კომპანიის მომხმარებლები. მაშასადამე ვებ საიტის მიზანი უნდა იყოს ინტერნეტ მომხმარებლების მოზიდვა და კომპანიის მომსახურებით ან საქონლით დაინტერესება. ვებ საიტმა ამ მიზანს, რომ უპასუხოს საკმარისი არაა უბრალოდ გქონდეთ ვებ საიტი ინტერნეტში, რაც არ უნდა კარგი იყოს ის ვიზუალურად. თუ საიტზე არ შემოვიდა შესაბამისი რაოდენობის მომხმარებელი მის კარგ დიზაინსაც და მასზე განთავსებულ ინფორმაციასაც ვერავინ შეაფასებს. მხოლოდ ლამაზი საიტის დამზადება ნიშნავს ტყეში გქონდეთ ლამაზი სასტუმრო, სადაც არავინ ჩამოდის, რადგან არავინ იცის მის შესახებ და არც გზა არსებობს იქამდე მისასვლელი. ასე გამოიყურება საიტები, როლებზეც მომხმარებლები შედიან მხოლოდ ნაცნობის ნათქვამით ან სავიზიტო ბარათის წარწერიდან. ამ შემთხვევაში ვებ საიტი ასრულებს მხოლოდ აქსესუარის როლს და ვერ მოიზიდავს მომხმარებელს. ბევრი კომპანიის საიტი არის სწორედ ასეთი აქსესუარის როლში, დარწმუნებული ვარ ამ დღეშია ქართული კომპანიების დიდი უმრავლესობა.
სტუდია (http://studio.spar.ge), რომელიც არა მარტო დაგიმზადებთ საუკეთესო
საიტს, არამედ დაგიგეგმავთ თუ როგორი უნდა იყოს თქვენი კომპანიის საიტი
რა ღირს საიტების დამზადება საქართველოში
1. ვებ საიტების დამზადების ღირებულება. საიტების დამზადების ღირებულება დამოკიდებულია პროქტის ინდივიდუალორობაზე, შესასრულებელი სამუშოს სირთულეზე და მოცულობაზე, რა თქმა უნდა ვებ სტუდიაზეც. ამ მხრივ ვებ გვერდებს ყოფენ ტიპებად. კერძოდ შემიძლია ჩამოვთვალო შემდეგი ტიპის საიტები:
v პირადი საიტის დამზადება. ფასი 300.00 ლ - დან : საიტი, რომელიც მოგვითხრობს ერთ ადამიანზე, მის ინტერესებზე თუ საქმიანობაზე. ასეთ საიტებს ძირითადად უწერიათ "შემოდი ჩემს საიტზე".
v სავიზიტო საიტის დამზადება. ფასი 400.00 ლ - დან: ვიწრო ინფორმაცია კომპანიის და მისი სერვისების შესახებ;
v კორპორატიული საიტის დამზადება. ფასი 700.00 ლ - დან: გაფართოებული ინფორმაცია კომპანიის შესახებ, სიახლეები, მომსახურებების ჩამონათვალი, მენეჯმენტი და სხვა. ასეთ საიტებს აქვთ იმიჯის შექმნის და სარეკლამო პოტენციალი. რეკლამას უწევენ მომსახურებას და გასაყიდ საქონელს. მაგალითად ბანკების საიტები.
v ინტერნეტ მაღაზიის საიტის დამზადება. ფასი 1200.00 ლ - დან: ეს არის საიტების განსაკუთრებული ტიპი, საიდანაც ხდება საქონლის ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტით. უკვე საკმაოდ ბევრია ასეთი მაღაზიები ინტერნეტში, კერძოდ საქართველოშიც. ონლაინ მაღაზიის ფასი არაა სტანდარტული, რადგან სხვადასხვა ფუნქციის და დეტალის მიხედვით ის განსხვავდება. ეს უკვე არის არა საიტი, არამედ ინტერნეტ ბიზნესის წარმოების პროგრამა. მსოფლიოში არსებობს მილიარდიანი ღირებულების ბიზნეს პლატფორმები. საკმაოდ იაფად მოხერხებული ინტერნეტ მაღაზიების შექმნის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე: ონლაინ მაღაზიების შექმნა
v ინდივიდუალური პროექტის საიტის დამზადება. 1500.00 ლ - დან: ასეთი სატები წარმოადგენს გარკვეულ პროგრამას ინტერნეტში, რომელიც დამკვეთის მიერ მოფიქრებული ალგორითმით ურთიერთობს მომხმარებელთან და/ან თანამშრომლებთან ინტერნეტით და ამით ხელს უწყობენ მომხმარებლების უკეთეს მომსახურებას. საბოლოოდ ასეთი საიტები მიზნად ისახავენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის განვითარებას და შემოსავლების მკვეთრ ზრდას.
საიტების დამზადების ფასები კორექტირდება ასევე გამოყენებული ტექნოლოგიების და მობილურ ვერსიებზე ოპტიმიზირების შესაძლებლობების გათვალისწინებით.
v კიდევ რა დამატებითი ხარჯები არსებობს საიტების დამზადების შემდეგ.:
i. დომენი www ...? საიტის მისამართი ინტერნეტში. ყოველწლიური გადასახადი 30.00 ლარი. ძალიან მნიშვნლოვანია კარგი დომენური სახელის შერჩევა. დომენის სახელის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი კრიტერიუმები: 1). შინაარსით უნდა პასუხობდეს შესაბამის საქმიანობას ინტერნეტრესურსის შემთხვევაში, კომპანიის შემთხვევაში შეიძლება იყოს კომპანიის სახელწოდება; 2). დაასმახსოვრებლად და დასაწერად უნდა იყოს მარტივი; 3). უნდა იყოს ლაკონური და არა გრძელი; ნებისმიერი ქართული თუ უცხოური დომენის შეძენა შესაძლებელია პორტალზე: FindDomain.ge;
ii. ჰოსტინგი. ეს არის საიტების სივრცე, სადაც უნდა განთავსდეს დამზადებული საიტი, რომ იყოს ინტერნეტში. ჰოსტინგი ეს არის გარკვეული სივრცე სპეციალურ კომპიუტერში (სერვერზე), რომელიც მუდმივად არის ჩართული ინტერნეტში. ჰოსტინგს აქვს თავისი პარამეტრები, ასევე ელ-ფოსტის შექმნის და სხვა მომსახურების შესაძლებლობა. ჰოსტინგის გადასახადი ჩვეულებრი კომპანიის საიტისთვის არაა ძვირი და მისი გადახდა ძირითადად ხდება ყოველთვიურად დაახლოებით 5-დან - 15-მდე ლარის ფარგლებში, ან ყოველწლიურად დაახლოებით 50.00-დან - 250.00-მდე ლარი. ჰოსტინგს სავარაუდოდ შეგირჩევთ თქვენი პარტნიორი ვებ სტუდია, კერძოდ ვინც განახორციელებს საიტის დამზადებას. კარგი ჰოსტინგის მომსახურება შეღავათიან ფასებში შეგიძლიათ შეიძინოთ ასევე იგივე პორტალზე: FindDomain.ge თუ საიტი შექნილია ინტერნეტ ბიზნესისთვის და მასზე დატვირთვა იზრდება მომხმარებლების ზრდასთან ერთად, მაშინ ყოველთვის შესაძლებელია პერიოდულად გაიზარდოს ჰოსტინგის / სერვერის პარამეტრები (სიმძლავრე) უფრო ნაკლები პაკეტიდან უფრო დიდი პაკეტზე გადასვლით. საერთოდ დიდი კომპანიები საკუთარ სერვერებს იძენენ, მაგრამ თუ ამ დონემდე მივიდა თქვენი ბიზნესი ე.ი. თქვენს კომპანიას წესით უკვე უნდა ყავდეს აყვანილი საკუთარი სპეციალისტი ამ სფეროში.
iii. კიდევ ერთი დამატებითი ხარჯი, რაც თან სდევს საიტების დამზადებას, ეს არის მისი განვითარების ხარჯი. კერძოდ, საქმიანობიდან გამომდინარე ბიზნესი ვითარდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები თუ პრობლემები და მაშასადამე ვებ საიტი უნდა პასუხობდეს ამ ცვლილებებს. პერიოდულად შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული პროგრამული თუ დიზაინერული ცვლილებების და დამატებების გაკეთების აუცილებლობა, რომ საიტმა კომპანიას მისცეს მაქსიმალური შედეგი. მაგალითად: ჩნდება საჭიროება საიტს დაემატოს რეგისტრაციის სისტემა; საჭიროა მომხმარებლებთან უკუკავშირის უფრო ძლიერი საშუალების შექმნა საიტზე; საიტის რედიზაინი სა სხვა. ვერასოდეს შეიქმნება წინასწარი გათვლით ისეთი ბიზნეს საიტი, რომელსაც არ დასჭირდება განვითარება, თუ ლაპარაკია ინტერნეტში წარმატებულ საქმიანობაზე.
როგორი უნდა იყოს საიტი ?
ვებ საიტი უნდა დამზადდეს ისეთი, რომ შეესაბამებოდეს თქვენს ბიზნესს. საკუთარი გემოვნება კარგია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ და მოვუსმინოთ პროფესიონალებსაც ამ სფეროში. ბევრი დამკვეთი ვებ საიტის გარეგნულ მხარეს ქმნის საკუთარი ოჯახის წევრების, მეგობრების და სხვათა შეხედულებით თუ რჩევით, რაც არასწორია. ვებ საიტის გარეგნული სახის დასადგენად გირჩევთ შემდეგს: ინტერნეტში იპოვეთ თქვენი ტიპის წარმატებული კომპანიების ვებ საიტები (საქართველოში, საზღვარგარეთ) და გულდასმით დაათვალიერეთ ისინი, წაიკითხეთ მათი ტექსტები, გაეცანით მათი ვებ საიტების შესაძლებლობებს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილას და იგრძენით, თუ როგორც იზიდავენ ეს ვებ საიტები კლიენტებს, როგორც წარმოაჩენენ კომპანიის სახეს და ქმნიან მის იმიჯს. ამ ყველაფრის ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია სანამ შეუკვეთავთ რომელიმე ვებ სტუდიას ვებ საიტის დამზადებას. წარმატებული კომპანიები არასოდეს თაკილობენ სხვისი გამოცდილების აღებას, რომ არ მოუწიოთ ველოსიპედის თავიდან გამოგონება. გამოცდილი ვებ სტუდიაც ბევრ შემთხვევაში ამ გზით სთავაზობს თავის დამკვეთებს მათთვის საუკეთესო იდეებს და საიტის ვიზუალურ მხარეს. თუ თქვენ არ გაქვთ ამის დრო ან გამოცდილება, ენდეთ ამ სფეროში დაკავებულ პროფესიონალებს და გაითვალისწინეთ მათი შენიშვნები. არაპროფესიონალი ვებ სტუდიები დამკვეთის არასწორი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი არ ცდილობენ გადაარწმუნონ ისინი, ამით ცდილობენ მაქსიმალურად ასიამოვნონ დამკვეთებს და მათ ნებას ბოლომდე მიყვნენ, საბოლოოდ კი სწორედ დამკეთი ზარალობს ამის გამო, რადგან ასეთი საიტი ადეკვატურად ვერ პასუხობს მათი ბიზნესის მოთხოვნებს.
როგორ შემოვიყვანოთ საიტზე ბევრი მომხმარებელი,
რომ ის გახდეს კარგი საიტი თქვენი ბიზნესისათვის.
საერთოდ ყველაზე მთავარი არის მომხმარებლების გაზრდა საიტზე, რასაც არ აკეთებენ საიტების 95%. ამისათვის საჭიროა ისეთი მუშაობა, რომელიც შედეგად გამოიწვევს რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის შესვლას საიტზე. უმეტესი კომპანიები კმაყოფილდებიან ლამაზი საიტით და გონიათ, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა, არადა ამით იწყება ყველაფერი. როგორც ზევით ავღნიშნე ახალი საიტი ჩათვალეთ განთავსებულია "ტყეში", რადგან მის შესახებ არავინ იცის, როგორც ახალი სასტუმრო "ტყეში". მაგრამ ხომ უნდა მიიღოთ შედეგი, რისთვისაც ააშენეთ ის? იგივე შეიძლება ითქვას საიტზეც. როგორ უნდა დავიწყოთ საიტიდან შედეგის მიღება? ამ შედეგამდე მისასვლელ გზას პირობითად დავყოფდი ორად: მარტივ და შედარებით რთულ გზად. მარტივი თავიდანვე უნდა გაკეთდეს და ეს შეუძლია თავად საიტის მფლობელებს, კერძოდ დაავალოს თავის თანამშრომელს შემდეგი:
v მარტივი გზა:
1). იქონიეთ კარგი კონტენტი. პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება საიტზე განთავსებულ ტექსტებს და მასალებს, ვგულისხმობ ფორმას და შინაარსს. ის უნდა იყოს გამართული, კარგად აღქმადი საიტის მომხმარებლისთვის და უნდა შეეფერებოდეს თქვენს ბიზნესს. ტექსტებში უნდა ჩანდეს თქვენი პროფესიონალიზმი და ასევე პატივისცემა მომხმარებლის მიმართ. არაა საკმარისი დადოთ ის ტექსტი, რაც პირველი ფიქრისთანავე მოგივათ თავში. მას უნდა ჰქონდეს მარკეტინგული დატვირთვა, რომ მისი წაკითხვის შემდეგ მომხმარებელი დაინტერესდეს თქვენი კომპანიით, მინიმუმ დაიმახსოვროს ეს კომპანია შემდგომი საჭიროებისათვის.
2). საიტის რეგისტრაცია კატალოგებში. მიეცით საშუალება თქვენს მომხმარებელს მოგძებნოთ ინტერნეტში. კეძოდ, ინტერნეტში არსებობს უამრავი საიტი-კატალოგი, სადაც მარტივი რეგისტრაციების გავლით თქვენ დაარეგისტრირებთ თქვენს საიტს: დასახელება, საქმიანობის სფერო, მოკლე დახასიათება, საკონტაქტო ინფორმაცია, საიტის მისამართი და სხვა. რა თქმა უნდა ზოგიერთ ასეთ საიტზე რეგისტრაცია შეიძლება ფასიანიც იყოს, მაგრამ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირველ ეტაპზე ყველა უფასო კაატლოგი გამოიყენოთ. ასეთი საიტების შერჩევისათვის მიაქციეთ ყურადღება რამდენად პოპულარულია ის, შეაფასეთ მომხმარებლების რაოდენობით. ეს პროცედურა არის მუდმივი პროცესი, კვირიდან კვირამდე დაამატეთ თქვენი საიტი ახალ კატალოგებში, რადგან ბევრი ასეთი საიტი მომავალშიც შეიქმნება. თუ ვარაუდობთ, რომ მოემსახურებით უცხოურ ბაზრებს, მაგალითად, თუ ხართ ტურისტული სააგენტო, მაშინ განათავსეთ თქვენი საიტი უცხოურ კატალოგებშიც, ინტერნეტში ასეთი არსებობს ასობით.
3). განცხადებების განთავსება საიტებზე, რომლემსაც მეორენაირად უწოდებენ "ინტერნეტ დაფებს". აქ შესაძლებელია განთავსდეს განცხადებები თქვენი მომსახურებების შესახებ. ასეთ განცხადებებში თუ მიუთითებთ თქვენი საიტის მისამართსაც, მომხმარებელს საშუალება ექნება შემოვიდეს თქვენი კომპანიის საიტზე და განცხადების წაკითხვის შემდეგ უფრო ვრცლად გაეცნოს თქვენს საიტს. ამ საშუალებით თქვენ შეუწყობთ თქვენ მომხმარებელს ადვილად მოგძებნოთ ინტერნეტში და დაგიკავშირდეს.
4). ფასიანი რეკლამა. თუ საიტის რეკლამისათვის გამოყოფილი გაქვთ გარკვეული ბიუჯეტი, შეგიძლიათ პოპულარულ საიტებზე განათავსოთ სარეკლამო ბანერი, საიდანაც მომხმარებელი დაწკაპუნებით გადავა თქვენს საიტზე. ასეთი სარეკლამო საიტების შერჩევისათვის გაითვალისწინეთ ორი პარამეტრი: პირველი - მომხმარებლების რაოდენობა; მეორე - შემოდის თუ არა ამ საიტზე თქვენი მიზნობრივი სეგმეტი. გაითვალისწინეთ ის, რომ ინტერნეტში ცნობადობის და მუდმივი მომხმარებლების მოპოვება დროს მოითხოვს. მოთმინებით უნდა გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები და თქვენი საიტი აუცილებლად მოგიტანთ შედეგს. ვისაც ძალიან ეჩქარება მოუწევს დიდი ფინანსების დახარჯვა რეკლამაში, მაგრამ ასეთი რეკლამის შეწყვეტისთანავე ყველაფერი ქრება. ფასოანი რეკლამის საშუალება იძლევა კარგ შედეგს, მაგრამ მხოლოდ დროის აქტიურ შუალედში. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ უფასო საშუალებებს, მათ აქვს შედეგის მიღების ხანგრძლივი სტაბილური ხასიათი. ამ ყველაფერს ეძახიან საიტის წინ წაწევას ინტერნეტში.
v რთული გზა. საიტის წინ წაწევა პროფესიონალურად.
ამ ნაწილს ვერანაირად ვერ ავხსნი ისეთი ენით, რომ აქედან შევძლო თქვენი სწავლება, რადგან სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ ის ითხოვს გარვეულ პროფესიულ ცოდნას ინტერნეტ სფეროში. მაგრამ შევეცდები ჩამოვთავალო და პატარა განმარტებები გავუკეთო თითოეულ მათგანს:
1). ტექსტების SEO ოპტომიზაცია საძიებო სისტემებში. ამის შედეგი იქნება ის, რომ თქვენი სატი Google-ს ან სხვა საძიებო სისტემებში დაიკავებს ზედა პოზიციებს შესაბამისი საკვანძო სიყვებით ძებნისას;
2). Pagerank. სპეციალური მარკეტინგული და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ინტერნეტში, რომ გაიზარდოს თქვენი საიტის რანგი (Pagerank http://www.prchecker.info/). ეს პარამეტრი არის ერთ-ერთი, რაც ასევე მოქმედებს საძიებო სისტემებში ზედა პოზიციების დაკავებაზე;
3). სოციალურ საიტებზე კომპანიის პირადი გვერდის შექმნა და მისი მართვა მომხმარებლების მოზიდვის მიზნით;
4). ads.google.com-ის სიტემაში თქვენი საიტის რეგისტრაცია და ფასიანი რეკლამის გაკეთება google-ს სისტემაში, რაც ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე რომელიმე საიტზე ფასიანი ბანერის დადება. ამის მაგვარი პროექტები უკვე არსებობს ქართულ ბაზარზეც;
5). ფასიანი რეკლამის გაკეთება სოციალურ ქსელებში, ეს სამუშაო გარკვეულ პროფესიონალურ ცოდნას მოითხოვს;
6). მარკეტინგი სტატიების მეშვებოთ. ძლიან კარგი საშუალებაა იმიჯის და ცნობადოს გაზრდისთვის. მოითხოვს ინტელექტუალურ მუშაობას და შედეგის მიღება გაწელილია დროში;
7). მარკეტინგი ფორუმების მეშვეობით;
8). მარკეტინგი ელ-ფოსტების მეშვეობით;
რა თქმა უნდა ასეთი პროფესიული მომსახურება მოითხოვს დიდ ცოდნას და შრომას და/ან ფინანსებს, ამიტომ მისი განხორციელება ბევრ კომპანიას არ შეუძლია, მაგრამ ყველას შეუძლია გააკეთოს საიტის წინ წაწევის მარტივი გზა, მითუმეტეს, რომ ამ მარტივგზასაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე, საიტების 95% არ აკეთებს. ამის ფონზე თქვენი საიტი მაინც მიიღებს საკმაოდ მაღალ რეიტინგს თავის სეგმენტში (კონკურენთებთან მიმართებაში) გარკვეული დროის შემდეგ.
კრიტერიუმები, რომელიც უნდა იცოდეთ
სანამ გადაწყვიტავთ ვის შეუკვეთოთ
საიტის დამზადება
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად საჭიროა ზევით მოცემული საკითხების კარგი გაანალიზება. ბუნებრივია ყველა დამკვეთი იბრძვის, რომ მიიღოს რაც შეიძლება ხარისხიანი პროდუქტი იაფად, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. არსებობს რეალური საბაზრო შეფარდება ფასსა და ხარისხს შორის. ჩამოვთვლი რამდენიმე კრიტერიუმს, რითაც უნდა შეფასდეს ვებ სტუდია ვინც განახორციელებს თქვენი საიტის დამზადებას:
v საიტის დამზადების ფასი. პირველ რიგში ყველა დამკვეთს აინტერესებს ღირებულება. რა თქმა უნდა საიტი არ უნდა ღირდეს ძვირი თავის შესაბამის კატეგორიაში (პირადი, სავიზიტო, კორპორატიული . . .). გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ღირებულებით სავიზიტო საიტი შეუდარდეს ინტერნეტ მაღაზიის ან სხვა კატეგორიის საიტს. ზოგადად ინტერნეტში ყველაფერს საიტი ჰქვია, როგორც მანქანა ჰქვია საერთოდ ყველაფერს, რაც გზაზე მოძრაობს. აქედან გამომდინარე ყველა მანქანის ერთმანეთთან შედარება არაა სწორი;
v პროფესიონალიზმი საიტის დამზადებაში. გასათვალისწინებელია შემსრულებლის გამოცდილება და პროფესიონალიზმი. დაათვალიერეთ მისი შესრულებული საიტები. თუ შესაძლებელია გაესაუბრეთ მის ყოფილ "დამკვეთებს". გაესაუბრეთ პირადად ვებ სტუდიასაც და გაითვალისწინეთ საუბრიდან მიღებული შთაბეჭდილება.
v პარტნიორობა საიტის დამზადების შემდგომ. აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენად მზარდი და მყარია ვებ სტუდია. არის თუ არა შანსი იმისა, რომ შერჩეული კერძო ვებ მასტერი ან ვებ სტუდია მომავალში შეწყვეტს საქმიანობას და თქვენ მომავალში მოგიწევთ სხვასთან ურთიერთობა, რაც ძალიან ცუდია ამ სფეროში. რადგან ყველა ვებ სტუდია საიტებს ამზადებს თავის მიერ შექმნილ პროგრამულ "ძრავზე" (CMS) და მომავალში სხვა ვებ სტუდიას არანაირი სურვილი არა აქვს განახორციელოს სხვის მიერ დაწერილი ძრავის განვითარება თუ რედაქტირება. ვებ სტუდიისთვის ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ დისკომფორტთან და ზედმეტ შრომასთან. ამ შემთხვევაში სხვა ვებ სტუდიები პირველ რიგში შემოგთავაზებენ ამ საიტის გადატანს საკუთარ პროგრამულ "ძრავზე", რაც გარკვეულ ღირებულებაში გამოიხატება. ნებისმიერ შემთხვევაში გამოდი თქვენ გიწევთ დამატებით გადახდა, ვიდრე ამას გააკეთებდა პირველი კომპანია, ვინც თავიდანვე საიტი დაგიმზადათ.
v კონსულტაციები და ინოვაციური მიდგომა საიტის დამზადების დროს. ვებ სტუდიის შერჩევისას გაითვალისწინეთ თუ როგორ ესმის ვებ სტუდიას თქვენი. ცდილობს თუ არა მაქსიმალურად ჩაწვდეს თქვენს ბიზნესს, რომ სრულად შეირგრძნოს თუ როგორი საიტი იქნება თქვენთვის შედეგიანი. რამდენად შეძლებს შერჩეული ვებ სტუდია თქვენს გაოცებას თავისი შემოთავაზებით, რომ თქვენი საიტი იყოს წარმატებული. დამერწმუნეთ საიტი არაა მარტო სავიზიტო ბარათზე მიწერილი მისამართი, ეს არის თქვენი ვირტუალური ოფისმენეჯერი კლიენტებთან ურთიერთობაში და როგორც აირჩევდით თქვენს ოფის მენეჯერს, ისე უნდა შეარჩიოთ პარტნიორი ვებ სტუდია, რადგან მან უნდა შექმნას თქვენი კომპანიის ღირსეული ოფისი ინტერნეტში.
სტუდია, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება შექმნას კარგი საიტი
როგორ შევარჩიოთ ვებ სტუდია,
ვინც დაგიმზადებთ საიტს?
ვებ საიტი შეიძლება დაგიმზადოთ როგორც კერძო ფიზიკურმა პირმა, ასევე პროფესიონალმა სტუდიებმაც (კომპანიებმა). როგორც ზევით განვიხილეთ ვებ საიტი არაა მარტო ერჯრადად გაკეთებული ინფორმაცია წყარო ინტერნეტში, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც წარმოადგენს თქვენს ვირტუალურ ოფისს და აქედან გამომდინარე ამ ოფისის შეძენა თუ ფლობა ბევრ ელემენტებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ ჩვენი საიტის შემსრულებლები და არ გადავწყვიტოთ ყველაფერი მზოლოდ ფასით, ან დიზაინით, ან სხვა ელემენტით გამოყოფილად. ეს გადაწყვეტილება მისაღებია ელემენტების კომპლექსურად ანალიზის შემდეგ. გავაკეთოთ ეს ანალიზი კონკრეტული ტიპის შემსრულებლის მიხედვით:
v ფიზიკური პირი (ვებ მასტერი) - ისინი საკმაოდ იაფად ამზადებენ საიტებს, რადგან არ აქვთ ბიზნესის ხარჯი (ოფისის იჯარა, გადასახადები და სხვა), მაგრამ ეს იაფი ფასი არის მოჩვენებითი და დროებითი, რადგან ასეთ ე.წ. ვებ მასტერებს მომავალში უმეტესად არანაირი დამოკიდებულება არ უნდათ მათ მიერ დამზადებულ საიტებთან, ისინი ასეთ დამოკიდებულებას დამატებით პრობლემებად აღიქვამენ, ზოგი შესაძლებელია უცხოეთშიც წავიდეს მომავალში და "დამკვეთ" კომპანიას ამ შემთხვევაში რჩება იაფად დამზადებული საიტი, ამიტომ საიტის განვითარების შესაძლებლობისათვის მან უნდა მიმართოს სხვა ვებ სტუდიას, რაც როგორც ზევით ავღნიშნე არასასურველი ფაქტია. ასეთი მდგომარეობა შემდგომში სხვა ვებ სტუდიებთან მომსახურების გაგრძელების შემთხვევაში ორმაგი ხარჯი უჯდებათ და უამრავი დაკარგული დრო და ნერვები. უმეტეს შემთხვევაში ხდება სწორედ ასე: დამზადდა საიტი, ყველაფერი მუშაობს კარგად, ვებ მასტერმა მიიღო თავისი გასამრჯელო და ამით დასრულდა ურთიერთობა. პრინციპში ყველაფერი ნორმალურია, თუ არ ვიცით ის, რაც ავღნიშნე ზედა თავებში. კერძო პირთან ურთიერთობა თუ მარტივი სავიზიტო საიტის დამზადების შემთხვევაში კიდევ საპატიოა ასეთი შეცდომა "დამკვეთისგან", არანაირად არ ეპატიება მას, თუ უფრო რთული საიტის დამზადება განახორციელა მასთან. ეს უკიდურესად სარისკოა. სარისკოა იმითაც, რომ რთული პროექტები მოითხოვენ პროგრამისტების კომბინირებულ მუშაობას და ბევრი ცოდნის კომპლექსურ შეთავსებას, რაც უმეტეს შემთხვევაში ვერ ექნება მხოლოდ ერთ ვებ მასტერ ფიზიკურ პირს. ამას რეალუად დამკვეთი გაიგებს პრობლემების დაწყების შემდეგ: საიტი ისე ვერ მუშაობს, საიტი არ არის ოპტიმიზირებული სერვერის რესურსებთან, აქვს სუსტი დაცვა და სხვა. ვიზუალურად ასეთი საიტი შეიძლება უმწიკლოდაც გამოიყურებოდეს და გულს უხარებდეს მის მფლობელს.
v მცირე სიდიდის ვებ სტუდია. აღნიშნული ვებ სტუდიები საკმაოდ მისაღები ფასებით მუშაობენ, რადგან ერთმანეთში აქვთ კონკურენციის განცდა. ცდილობენ კლიენტებთან კარგი და ხარისხიანი თანამშრომლობით დაიმკვიდრონ კარგი იმიჯი და ღირსეული ადგილი ბაზარზე. არიან ინოვაციურად მზარდი. ახალ ცოდნას გზადაგზა სწრაფად იძენენ, მუშაობენ ბიზნესის წესებით. მიუხედავად ამისა ასეთი ვებ სტუდიები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად, სამომავლო პარტნიორობითვის სანდო და სარისკო. თუ ვებ სტუდია შექმნილია პროგრამისტების მეგობრულ საწყისებზე, რაც საკმაოდ ხშირია, ბიზნეს ინტერესების გაჩენისთანავე დაიშლება და გაქრება, ვინაიდან მათ არა აქვთ ერთიანი ძლიერი ბიზნეს მოტივაცია, რომელიც აჯობებს მათ ამბიციებს. ასეთი კატეგორიის ვებ სტუდიის არჩევისას წინასწარ გაიკითხეთ თუ რამდენად ახალგაზრდაა აღნიშნული ვებ სტუდია, რამდენი წელი მოღვაწეობს ამ სფეროში და ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გაადწყვეტილება. ჩემი აზრით 4-5 და მეტი წლის მოღვაწეობა საკმაოდ მისაღები პერიოდია ამ შეფასებისთვის. უფრო მეტი ნდობა და პარტნიორობის განცდა აქვთ გამოცდილ ძველ ვებ სტუდიებს, გირჩევთ "იყიდეთ ისეთი მანქანა, რომლის ნაწილების გამოცვლას უფრო სწრაფად და იაფად შეძლებთ", შეეცადეთ არ მოგიწიოთ პარტნიორი ვებ სტუდიის გამოცვლა, თორემ ნაწილების გამოცვლა ძვირი დაგიჯდებათ. დიდი გამოცდილების მცირე ვებ სტუდიები საკმაოდ კარგი არჩევანია დამკვეთებისთვის.
v ცნობილი ბრენდული ვებ სტუდიები. ასეთ ვებ სტუდიებს გააჩნიათ კარგი გამოცდილება, ცოდნა, კლიენტებთად ურთიერთობის სტილი. ისინი ცდიობენ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ თავისი კლიენტი, რომ არ დაკარგონ მიღწეული ადგილი ბაზარზე, მაგრამ როგორც იცით ასეთი მომსახურება მათ თავად საკმაოდ ძვირი უჯდებათ (დიდი ხელფასები, კარგი ოფისი, დამატებითი შტატი და სხვა), ამ ყველაფრის გადახდას ისინი "დამკვეთების" გადახდილი თანხებით ახდენენ და შესაბამისადაც მათი საიტების დამზადების ფასები საგნძნობლად აღებატება ზემოთ განხილული მცირე ვებ სტუდიების ფასებს. ასეთი ბრენდული ვებ სტუდიების მიერ შეთავაზებული საიტის დამზადების ფასი იდენტური პროდუქტის შემთხვევაში შესაძლებელია რამდენჯერმეც კი აღმატებოდეს ზემოთ ჩამოთვლილი მცირე ვებ სტუდიების ფასებს. აღნიშნული დიდი ფასი ეკონომიკურად მოიცავს შემდეგ ელემენტებს: პროდუქტი + კომპანიის გუდვილი (იმიჯი). გუდვილი ამ შემთხვევაში შეიძლება ბევრად ძვირი იყოს პროდუქტის ღირებულებაზეც კი. შეძლებული დამკვეთი კომპანიები ადვილად თანხმდებიან საიტის დამზადების ამ ფასზე, რადგან მათ აქვთ დიდი შემოსავლები, არ უღირთ და დროც არა აქვთ შეაფასონ უფრო მცირე ვებ სტუდიების მომავალი პარტნიორობის საიმედოობა, მიუხედავად იმისა, რომ იციან იგივე ხარისხის პროდუქტს იქ შესთავაზებენ ბევრად ნაკლებ ფასად და ეს მართლა იგივე დონის პროდუქტი იქნება უმეტეს შემთხვევაში.
ამ სტატიით შევეცადე გარკვეული ინფორმაციული ვაკუუმი ამომევსო, რაც არსებობს ქართულ ინტერნეტ სივრცეში საიტების დამზადების კუთხით და ამით ჩემი რჩევები მიმეცა მათთვის, ვინც გადაწყვეტს მომავალში შექმნას თავისი საკუთარი საიტი. იმედია არ გადაგღალეთ მოცულობითი სტატიით და კმაყოფილი დავრჩები თუ გამოგადგბად გადაწყვეტილების მიღებისას.
საიტის დამზადება, საიტების დამზადება, ვებ სტუდია, ვებ სტუდიები, web studio, ვებ მასტერი, საიტის შექმნა, ინტერნეტ მაღაზია, , saitis damzadeba, saitebis damzadeba, saitis sheqmna, web masteri
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.