ონლაინ მაღაზიის იგივე ინტერნეტ მაღაზიის შექმნა სულ უფრო პოპულარული სერვისი ხდება. უახლესი მონაცემების თანახმად, ინტერნეტ აუდიტორია სწრაფად იზრდება და დიდ ქალაქებში ინტერნეტის საშუალებით გაყიდვები 25%-ზე მეტს აღწევს, ხოლო ექსპერტები ხაზს უსვამენ ინტერნეტის საშუალებით გაყიდვების ზრდის ტენდენციას. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მზარდი გახდება covid-19 პანდემიის შემდეგ.
ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდი ეს არის თანამედროვე სავაჭრო არხი. ონლაინ მაღაზიის დახმარებით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაყიდოთ თქვენი საქონელი ან მომსახურება უზარმაზარი აუდიტორიისთვის ინტერნეტის საშუალებით. მყიდველისთვის ონლაინ მაღაზია ნიშნავს: დაზოგო დროს, ფული და ძალისხმევა. სწორედ ამიტომ, სტატისტიკის თანახმად სულ უფრო მეტი ადამიანი ახორციელებს შესყიდვებს ონლაინ მაღაზიის საშუალებით მთელს მსოფლიფლიოში და ახლა უკვე საქართველოშიც.
ყოველწლიურად იზრდება ონლაინ მაღაზიების რაოდენობა, რადგან ის ნამდვილად მომგებიანია ბიზნესისთვის და მოსახერხებელია მყიდველისთვის, ასევე ონლაინ მაღაზია დაზოგავს თქვენს ბიუჯეტს და დროს! ონლაინ მაღაზია მუშაობს 24/7 საათის განმავლობაში და შესაძლებელია პროდუქტის ავტომატურად გაყიდვა გამყიდველის მონაწილეობის გარეშე. თქვენ ასევე არ გჭირდებათ საქონლის შეძენა წინასწარ, რაც მნიშვნელოვანი დანაზოგია საწყობის ხარჯების მხრივ. საკმარისია თქვენ მოაწესრიგოთ ურთიერთობა მომწოდებლებთან და შესაბამის დროს მიიღოთ ის საქობნელი, რაც თქვენ შეგიკვეთათ კლიენტმა. ჩვეულებრივ მაღაზიასთან შედარებით, რომლის გაყიდვების არეალი შემოიფარგლება მხოლოდ ქალაქის, ან მისი უბნის ან რეგიონის მოსახლეობით, ონლაინ მაღაზიის დაფარვის ზონა მოიცავს მთელ ქვეყანას და სხვა ქვეყნების აუდიტორიასაც, რადგან საქონლის მიწოდება შესაძლებელია არა მხოლოდ კურიერის მეშვეობით, არამედ ფოსტით. მთავარია მოაწესრიგოთ მიწოდების სერვისი.
ონლაინ მაღაზიის შექმნა თქვენს კომპანიას დაეხმარება გააძლიეროს თავისი პოზიცია ტრადიციულ ბაზრებში და შევიდეს ახალში. ონლაინ მაღაზიის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაზარდოთ თქვენი გაყიდვები და, შესაბამისად, გაზარდოთ ბრუნვა და მოგება. განსაკუთრებით ონლაინ მაღაზიის შექმნა სასარგებლოა თუ ხართ დამწყები მეწარმე. შეგიძლიათ მინიმალური ხარჯებით მოაწყოთ საკუთარი ბიზნესი, ხოლო ონლაინ მაღაზია ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას და ახალი ბაზრების გახსნას საქონლისთვის.
კომპანია „სპარ (SPAR.GE)" გთავაზობთ მართლაც მაღალი ხარისხის ონლაინ მაღაზის შექმნას, რომელიც მოსახერხებელი იქნება თქვენი კლიენტებისთვის, რომელიც მოიცავს მოსახერხებელ დეტალური პროდუქციის კატალოგს და თანამედროვე დიზაინს. ონლაინ მაღაზიის ერთ-ერთი უპირატესობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, არის ის, რომ მისი პროგრამული და ინფორმაციული მართვა მარტივად შესაძლებელია „მართვის პანელის მეშვეობით (CMS)". მართვას განახორციელებს თქვენივე თანამშრომელი განსაკუთრებული ცოდნის გარეშე, საკმარისია მხოლოდ კომპიუტერის რიგითი მომხმარებლის ცოდნის დონე. ჩვენი კომპანია თქვენს თანამშრომელს ჩაუტარებს რამდენიმე საათიან ტრენინგს მართვის პანელის (CMS) შესასწავლად. მართვის მოსახერხებელი სისტემა დაგეხმარებათ სწრაფად შეცვალოთ მაღაზიის ასორტიმენტი და განაახლოთ ფასები. მაღაზიას ექნება შემდეგი შესაძლებლობები:
- პროდუქციის კატალოგი, ქვეკატალოგი, პროდუქცია (შეუზღუდავად)
- პროდუქტის დახასიათება: ტექსტი, ატვირთული ფაილები, ფოტო გალერეა, ვიდეო, ძველი ფასი, ახალი ფასი;
- პროდუქციას მიეთითება რაოდენობა, საწყობიდან მიწოდების შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც საშუალებას იძლება საიტიდან შეიზღუდოს იმაზე მეტი პროდუქციის გაყიდვა ვიდრე მისი მარაგია საწყობში;
- საიტის სხვა გვერდები, სიახლეები, ფოტო გალერეები, ვიდეო გალერეები (შეუზღუდავად);
- საიტის მაქსიმალური ინტერგრირება სოციალურ ქსელებში, რაც ხელს შეუწყობს ინტერნეტ მაღაზიის რეკლამირებას სოციალურ ქსელებში;
- ენების რაოდენობა - სამი (ქართული, ინგლისური, რუსული). შესაძლებელია გაზრდა.
- ინტერნეტ მაღაზიის ყველა გვერდს ექნება SEO ოპტიმიზაციის ფარული ველები Google და სხვა საძიებო სისტემებში წინ წაწევისთვის, რომელსაც მართვას თავად საიტის ადმინისტრატორი. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ონლაინ მაღაზიის რეკლამირების ხარჯებს მომავალში.
- პროდუქტის შეძენის ვარიანტები:
Ø ინტერნეტით გადახდის შესაძლებლობა: VISA, Mastercar. შესაძლებელია სხვა გადახდების მიბმაც;
Ø პროდუქციის შეძენისას ასევე პარალელურად შესაძლებელია გადახდა სტანდარტული საბანკო გადარიცხვის მეშვებით, რისთვისაც საიტი ავტომატურად გამოუწერს დამკვეთს #ინვოისს;
Ø შესაძლებელია პროდუქტის წინასწარი შეკვეთის განხორციელება, რის შემდეგაც მაღაზიის ადმინისტრაცია თავად დაუკავშირდება დამკვეთს მიწოდების და გადახდის დეტალებზე.
რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ კითხვა, ზოგადად რა ღირს ონლაინ მაღაზიის შექმნა? ზემოთ მოცემული ონლაინ მაღაზიის ღირებულება შეადგენს 2000.00 ლარს. ონლაინ მაღაზიის ფასში, უკვე შედის სტანდარტული ჰოსტინგი ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს საკუთარი სერვერი და ეს საკმაოდ მოსახერხებელია, როცა საიტის შექმნაც და მისი ინტერნეტში განთავსებაც ხდება ერთი კომპანიის ბაზაზე.
ინტერნეტ მაღაზიის ქონა ეს აუცილებელია ნებისმიერი სავაჭრო ბიზნესისთვის, ამაში თქვენს თავს არასოდეს შეეკამათოთ, რადგან ეს აქსიომად დადგინდა უკვე სპეციალისტების მიერ. აქედან გამომდინარე თქვენ მას ადრე თუ გვიან მაინც შექმნით. მაგრამ დაფიქრდით, რაც უფრო გვიან გადაწყვიტავთ ამას, მით მეტ ზარალს მიიღებთ და ბევრად ცუდ პოზიციას დაიკავებთ კონკურენტებთან შედარებით.
ჩვენს კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება სხვადასხვა სირთულის ვებ პროექტების და ასევე ონლაინ მაღაზიების შექმნაში და 15 წელზე მეტი ხანია მოღვაწეობს ამ სფეროში. მაშინაც კი, თუ თქვენ არ იმყოფებით თბილისში, არ იქნება პრობლემა, რომ შექმნათ ონლაინ მაღაზია, ჩვენ ასევე ვმუშაობთ დისტანციურად. ჩავატარებთ წინასწარ ონლაინ გასაუბრებას და განვიხილავთ თქვენი ბიზნესის და გასაკეტებელი საიტის ყველა დეტალს. თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ უკუკავშირის ფორმით.