ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშისაქართველოში მომხმარებლების მობილურ მოწყობილობებზე მავნე პროგრამების შეტევები

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

საქართველოში მომხმარებლების მობილურ მოწყობილობებზე მავნე პროგრამების შეტევები
 | რეიტინგი 3 


საქართველოში მომხმარებლების მობილურ მოწყობილობებზე მავნე პროგრამების შეტევები გახშირდა

პრეს-რელიზი 

 

თბილისი, 11 მარტი.  2020 წელს საქართველოში მომხმარებელთა 2,25%-მა განიცადა   მავნე მობილური პროგრამების შეტევები, ასეთი შეტევების რიცხვმა სომხეთში შეადგინა 2,80%, ხოლო  აზერბაიჯანში - 5,19%.

„კასპერსკის ლაბორატორიის"  მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში მომხმარებელთა 1,78%-ს   თავს დაესხნენ მობილური მავნე პროგრამებით, სომხეთში - 2.57%-ს  და აზერბაიჯანში კი - 5,05%-ს.

კომპანიის მონაცემებით, 2020 წელს მობილური მავნე პროგრამები მომხმარებლებს ყველაზე მეტად თავს ესხმოდნენ ირანში (67,78%), ალჟირში (31,29%) და ბანგლადეშში (26,18%).

2020 წელს კომპანიამ იპოვა  5 683 694 მავნე მობილური ინსტალაციის პაკეტი, რაც 2,1 მილიონით მეტია, ვიდრე წინა წელზე. 2020 წელს მათი უმეტესობა (57,26%) მიეკუთვნოდა სარეკლამო პროგრამების კლასს, მაშინ როცა,  ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 21,81%-ს  ადგენდა. შესაბამისად, 2020 წელს შემცირდა სხვადასხვა ტროიანული პაკეტების წილი, მათ შორის, საბანკო პროგრამებისა.

მობილური მოწყობილობების ინფექციის თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ მომხმარებლებს, ჩამოტვირთონ პროგრამები მხოლოდ სანდო წყაროებიდან და გათიშონ პროგრამის დაინსტალირება მოწყობილობის პარამეტრებში  მესამე მხარის წყაროებიდან. თქვენ ასევე უნდა განაახლოთ თქვენი სისტემა და მნიშვნელოვანი პროგრამები. უსაფრთხოების მრავალი პრობლემის მოგვარება ხდება მათი თანამედროვე  ვერსიების ინსტალაციით. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ SMS გზავნილებს, ელ.ფოსტას, მყისიერ მესენჯერებსა  და სოციალურ ქსელებს.  არ გადახვიდეთ  ბრაუზერში გადაუმოწმებელ ბმულებზე, რათა არ მოხვდეთ ფიშინგურ გვერდზე. თქვენს მობილურ მოწყობილობაზე  დააყენეთ ეფექტური ანტივირუსი.  

 

 


ეს საინფორმაციო სტატია სარეკლამო ხასიათის არ არის და შეიცავს მხოლოდ საქართველოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს

ავტორი:  სამველ სარგსიანი



 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge