მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება7 უბრალო რჩევა, თუ როგორ უნდა ააგოთ ურთიერთგაგება ადამიანებს შორის
7 უბრალო რჩევა, თუ როგორ უნდა ააგოთ ურთიერთგაგება ადამიანებს შორის
| რეიტინგი 3
თუ თქვენ ხშირად გიწევთ ბევრ ადამიანთან მუშაობა და ამასთანავე გსურთ იმის კეთება, რასაც ახლა საქმიანობთ უკეთესი შედეგითა და დროის ნაკლები დანაკარგით, შეეცადეთ გამოიყენოთ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი რჩევებიდან.
ეს რჩევები ნამდვილად მუშაობს და დაგეხმარებათ ადამიანთა „პროვოცირებაში", რათა მათ აკეთონ ის, რაც თქვენ გჭირდებათ. ყველა ამ ხერხს ყოველდღიურად იყენებენ პოლიტიკოსები, მარკეტოლოგები, ბანკირები და მასწავლებლებიც კი. რასაკვირველია, მათ გამოსაყენებლად საჭიროა გარკვეული უნარ-ჩვევები და აგრეთვე იმის გაგებაც, რომ ყველა და ერთბაშად არ იმუშავებს. მაგრამ მცდელობა კი ნამდვილად ღირს.
რჩევა პირველი. ეცადეთ სწორად გააკრიტიკოთ სხვისი შრომა - თავს კი ნუ დაესხმებით, არამედ ურჩიეთ. დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანი, რომლესაც აკრიტიკებენ, თავს იცავს და ცოტა რამ თუ იქნება აღქმული „კრიტიკოსის" გამონათქვამებიდან. ძალზე სასურველია საკუთარი თავის შეკავებისა და სხვათა შეცდომების არაპირდაპირი გზით ჩვენების სწავლა. უმჯობესია მეგობრულად (ან უბრალოდ კონსტრუქციულად) განიხილოთ, თუ რაში შეცდა თქვენი სამეურვეო პიროვნება. გარდა ამისა, თუ ეს თქვენ არ გამოგდით, უმჯობესია, რომ არ გაჩუმდეთ და ჰკითხოთ რჩევა უფრო გამოცდილ ადამიანს.
რჩევა მეორე. გააკეთეთ რაიმე სხვებისათვის. მართლაც, განა შეიძლება ეფექტიანი მუშაობის მოლოდინი ისეთი გუნდისაგან, რომელიც არაფერს არ ელის თქვენგან? არსებობს შესანიშნავი პრინციპი: თუ გინდათ ვინმესგან რაიმეს მიღება, ჯერ გააკეთეთ რაიმე ამ ადამიანისათვის. იყოს ეს თუნდაც მხოლოდ მეგობრული საუბარი, რომელიც დაგეხმარებათ ურთიერთობის შესაფერისი ფორმატის მოძებნაში - მომავალში გაცილებით ადვილი იქნება ასეთ ადამიანთან მუშაობა.
რჩევა მესამე. მოახდინეთ თქვენი მოვალეობების დელეგირება. ნუ გააკეთებთ ყველაფერს თქვენ თვითონ, დაყავით მოვალეობები და სცადეთ დაინიშნოთ თქვენი მთავარი კრიტიკოსი პასუხისმგებელ თანაშემწედ. მეტად სავარაუდოა, რომ თქვენი ურთიერთობები დანორმალურდება. გარდა ამისა, დიდ კომპანიებში, პოლიტიკურ პარტიებში პრობლემას წარმოადგენს ბევრი ისეთი ხალხის ყოფნა, რომლებსაც საკუთარი აზრი ერთადერთ სწორად მიაჩნიათ და სხვებს ანგარიშს არ უწევენ. ბუნებრივია, რომ ასეთ „გუნდთან" მუშაობა პრაქტიკულად შეძლებელია. ნუ გაუკეთებთ იგნორირებას სხვა ადამიანებს, რეგულარულად ჩაატარეთ შეხვედრები, სადაც ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან და რაც მთავარია, ეცადეთ ცხოვრებაში განახორციელოთ რაციონალური აზრები, თუნდაც თქვენ მართალი არ აღმოჩნდეთ.
რჩევა მეოთხე. იყავით პირველი. ჯგუფში მუშაობა ხშირად იმიტომ არ არის ეფექტიანი, რომ დიდ ჯგუფებში ცოტა ვინმეს თუ უნდა საკუთარ თავზე ინიციატივის აღება. იყავით პირველი, ვინც დაიწყებს მოქმედებას და სხვა ადამიანებიც წამოგყვებიან. ეს არის მუშაობის ცნობილი და ამასთანავე ძალზედ ეფექტიანი საშუალება. აღნიშნული რჩევა სასარგებლოა როგორც ხელმძღვანელებისათვის, ასევე „რუხი კარდინალებისათვისაც".
რჩევა მეხუთე. ხანდახან რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა ჩიხში შედის და თქვენს მიერ შეთავაზებული რაციონალური მსჯელობები არ მოქმედებენ. შედეგად მძაფრდება ემოციები, განხილვა ძალიან დიდხანს და უშედეგოდ გრძელდება. ასეთ შემთხვევაში სცადეთ დაეთანხმოთ თქვენს ოპონენტებს, მაგრამ შეასრულოთ ის, რაც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ. არ არის სასურველი ყველასთვის წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი სიმართლის მტკიცება - როდესაც საქმეში ემოციები ერთვება, შედეგი ნულისკენ სვება. თუ არის საშუალება, გააკეთეთ მაინც თქვენებურად და თქვით, რომ „ასე გამოვიდა". შეიძლება, რომ ეს არ არის სავსებით კორექტული, მაგრამ ქმედითია.
რჩება მეექვსე. ნუ იმუშავებთ „ვარსკვლავებთან" ერთად. ყველა კოლექტივში ადრე თუ გვიან მოიძებნება ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ჯგუფში მუშაობაზე. ასეთი ადამიანები ნებისემირი სახით გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას, მაგრამ, სინამდვილეში მათ არ სურთ ჯგუფთან ერთად მუშაობა. თუ თქვენ ხართ ასეთი ჯგუფის ლიდერი და საშუალებას მისცემთ „ვარსკვლავს" ისე მოიქცეს, როგორც მოეპრიანება, ადრე თუ გვიან კოლექტივის სხვა წევრებიც ასევე დაიწყებენ მოქცევას. ბოლოს და ბოლოს, კოლექტივიც დაიშლება. ყველაზე უმჯობესია ასეთი „ვარსკვლავების" გარეშე არსებობა, რაოდენ ც უსიამოვნო არ უნდა იყოს მათი გუნდიდან მოშორება. ნუ დაუშვებთ გამონაკლისებს.
რჩევა მეშვიდე. ნუ გამოიყენებთ „მბრძანებლურ" ტონს. არაფერი ისე არ აღიზიანებთ ადამიანებს, როგორც უფროსი, რომელიც ყოველთვის მფარველობითი ტონით ლაპარაკობს. თუ თქვენ ხართ უფროსი, მაშინ სცადეთ ჩვეულებრივი ტონით ურიერთობა, საკუთარი უპირატესობის გამოხატვის გარეშე. ამის შედეგად ადამიანები ასეთ ჯგუფში უფრო ეფექტიანად იმუშავებენ, ვიდრე ისეთში, სადაც არის ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც ყველგან, სადაც არის და არ არის საჭირო, ხაზს უსვამს საკუთარ უფროსობას.