მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაახალგაზრდა ბიზნესის დაკრედიტების 10 საკითხი
ახალგაზრდა ბიზნესის დაკრედიტების 10 საკითხი
| რეიტინგი 3
არსებობს მარტივი წესი:ეძიეთ ისეთი ბანკი, რომელიც მზად არის თქვენს ბიზნესთან ერთად გაიზარდოს. ბანკების მოთხოვნები იცვლება მათი პოლიტიკის მიხედვით. კერძოდ, სესხის მსურველთათვის დგინდება ბაზარზე საქმიანობის მინიმალური, თუნდაც სამთვიანი სტაჟი.
1. როგორ შევარჩიოთ ბანკი? აქ მარტივი წესია: ეძებეთ ბანკი, რომელიც მზად არის გაიზარდოს თქვენს ბიზნესთან ერთად. ბაზარზე დაკავებული მდგომარეობისა და პოლიტიკის მიხედვით შეიძლება ბანკების 2 კატეგორიად დაყოფა. ეს არის მსხვილი სტრუქტურები, რომლებიც თავდაპირველად ორიენტურებულნი არიან მსხვილი კომპანიების მომსახურებაზე, ან მასობრივ მსესხებლებზე სტანდარტიზებული საკრედიტო პროდუქტის რეალიზაციით. არის კიდევ საშუალო და წვრილი ბანკები, რომლებიც უფრო მოქნილად მუშაობენ და შეუძლიათ კლიენტებისათვის ინდივიდუალური პირობების შეთავაზება.
2. რით განსხვავდება კრედიტები მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის განსაზღვრული კრედიტები კორპორატიული კრედიტებისაგან? პირველ რიგში, ბანკის მიერ გამოყენებული რისკის შეფასების პრინციპებით. მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტება, ჩვეულებრივ, კონვეიერულად მიდის. თუ თქვენ წარადგენთ დოკუმენტების აუცილებელ პაკეტს და თქვენი ბიზნესი პასუხობს აღნიშნული ბანკის მიერ შემუშავებულ სტანდარტულ მოთხოვნებს, მაშინ ყველაფერი რიგზეა. ასეთი კრედიტის გაფორმება სულ 1-2 დღეშია შესაძლებელი (მაგალითად, როდესაც პატარა სესხი გაიცემა ფირმის ხელმძღვანელზე, როგორც ფიზიკურ პირზე). მაგრამ, თუ თქვენი კომპანია ვერ თავსდება სტანდარტულ სქემაში, კორპორატიული კლიენტებისაგან განსხვავებით, შეუძლებელია ყოველგვარი „ექსლკუზიური" შეთანხმებები. აქედან გამომდინარეობენ ყველა დანარჩენი განსხვავებები.
3. როგორი კრედიტია უფრო მომგებიანი? მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის გაცემული სესხები არ არის დიდი (გირაოს გარეშე გაცემული მიკრო-კრედიტების ზედა ზღვარი 15-20 ათასი დოლარია, ხოლო გირაოთი გამყარებული სესხებისათვის - 500 ათასი დოლარი). და, ამასთანავე, რისკის საფასურად ბანკი ფულს გასცემს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით. თუმცა, ყველა კლიენტს როდი შეუძლია კორპორატიულის სტატუსის მიღება. ამისთვის საჭიროა, რომ მისი ბიზნესის წლიური ბრუნვა 2-3 მილიონს და მეტს შეადგენდეს (ეს ზღვარიც ბანკის პოლიტიკაზეა დამოკიდებული).
4. ვის შეუძლია ჰქონდეს კრედიტის მიღების იმედი? მოთხოვნები მერყეობს ბანკის პოლიტიკის მიხედვით. კერძოდ, მსესხებლებისათვის დგინდება ბაზარზე საქმიანობის მინიმალური სტაჟი - თუნდაც 3-თვიანი, ხოლო უმეტეს შემთხვევებში არანაკლებ 1 წელიწადი. მნიშვნელობა აქვს კაპიტალის სტრუქტურასაც: სახელმწიფოს ან არარეზიდენტების წილი არ უნდა აღემატებოდეს გარკვეულ ზღვარს, მაგალითად, 50%-ს. ჩვეულებრივ, ბანკები თანხმდებიან მხოლოდ მომგებიანი კომპანიების დაკრედიტებას, ამასთან, კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის რაოდენობა უნდა იყოს კომპანიის მიერ მიღებულ მოგებაზე ნაკლები. და შემთხვევათა უმეტესობაში ბანკები ითხოვენ, რომ სესხის ამღებ საწარმოს გააჩნდეს „ბიზნესის ლეგიტიმურობის" გარკვეული დონე - მაგალითად, ოფიციალურ ანგარიშში ასახული უნდა იყოს მმართველობითი აღრიცხვის მაჩვენებლების არანაკლებ 10%-ისა. ჩვეულებრივ, კრედიტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს საკუთარი სახსრების მოცულობას (ე. ი. მესაკუთრის მიერ ბიზნესში ჩადებულ ფულს).
5. რატომ არ აკრედიტებენ ბანკები სტარტაპებს? იმიტომ, რომ ფულის ჩადება ჯერ კიდევ არარსებულ ბიზნესში არის არა დაკრედიტება, არამედ ინვესტიცია, რაც გაცილებით უფრო მეტი რისკის შემცველია და მოითხოვს საქმიანობის სხვა ტექნოლოგიებს.
6. შეიძლება თუ არა შევაჭრება საკრედიტო განაკვეთის მოცულობაზე? ბანკირებს შეუძლიათ გაუწიონ შეღავათი კლიენტებს შემდეგ შემთხვევებში: კრედიტის დიდი მოცულობისას; დაკრედიტების მოკლე ვადისას; თუ მსესხებელს აქვს კარგი საკრედიტო ისტორია და მყარი გარანტიები (გირაო და სხვ.).
7. შესაძლებელია თუ არა კრედიტის აღება გირაოს გარეშე? შეიძლება, თუ კრედიტის რაოდენობა არ არის დიდი (მიკრო-კრედიტი), ხოლო ზოგ შემთხვევაში საკმარისია თავდებობაც. თუ თქვენ გაქვთ სტაბილური ბიზნესი, დაკრედიტება შესაძლებელია კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშის ბრუნვის ქვეშ. ზოგიერთი ბანკი სთავაზობს სპეციალურ საკრედიტო პროგრამებს, რომელთა პრინციპი სალიზინგო გარიგების მსგავსია: სესხი გაიცემა ქონების შესაძენად (სამრეწველო ან სავაჭრო მოწყობილობის, ავტოტრანსპორტის და ა. შ.), რომელიც თვითონვე ხდება გირაოს საგანი. გირაოს გარეშე შესაძლებელია ოვერდრაფტის მიღებაც, მაგრამ ყველა ბანკი როდი სთავაზობს მცირე კლიენტებს ასეთ მომსახურებას. სქემები შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული. მთავარია, რომ ბანკი მზად უნდა იყოს თქვენთან თანამშრომლობისათვის.
8. როგორი ბანკები მიდიან ინდივიდუალურ შეთანხმებებზე? ისეთები, რომელთა პრაქტიკაშია არა „კოლოფის" გადაწყვეტილებები, არამედ დაკრედიტებისადმი კლიენტურული მიდგომა. მაგალითად, მოსკოვში ასეთებია „ზენიტი", „მასტერ-ბანკი", „ნომოს-ბანკი" და სხვ. ეს სია საკმაოდ გრძელია.
9. როგორ შეიძლება ინდივიდუალური მიდგომის მიღწევა? ამისათვის აუცილებელია თქვენი მხრიდანაც ნაბიჯის გადადგმა ბანკის ინტერესების მიმართულებით. არსებითი პლუსია საანგარიშსწორებო ანგარიშის კრედიტის გამცემ ბანკში გადატანა, მისი პლასტიკური ბარათების გამოყენება თანამშრომლებისათვის ხელფასების გასაცემად. ძლზედ მნიშვნელოვანია ბანკის ხელმძღვანელების პირადად გაცნობა (უმჯობესია მისი მფლობელის). არ აუნდა დაივიწყოთ ასევე ურთიერთობების დამყარება დღესასწაულების მილოცვების, არც ისე ძვირი საჩუქრებისა და სხვა პიარ-მეთოდების გამოყენებით.
10. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გიჩნდებათ პრობლემები კრედიტის დროულ დაფარვასთან დაკავშირებით? თუ თქვენ გრძნობთ, რომ არსებობს გრაფიკიდან ამოვარდნის საშიშროება, უმჯობესია ბანკთან ასეთი სიტუაციის წინასწარ განხილვა. თუ გადაცილებას ობიექტური მიზეზები აქვს, მაშინ რეალურია ბანკის დარწმუნება დავალიანების რესტრუქტურიზაციის აუცილებლობაში.