მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება„პატარა“ კლიენტების დიდი პრობლემები
„პატარა“ კლიენტების დიდი პრობლემები
| რეიტინგი 3
ბანკირები ამტკიცებენ, რომ მათი კარები ღიაა მცირე ბიზნესისათვის, მაგრამ ბინესმენთა წარმომადგენლები ამას უარყოფენ და ჩივიან, რომ იმდენად რთულია ბანკში კრედიტის მიღება, რომ უმჯობესია ფულის „შავ" ბაზარზე სესხება.
უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში 80%-ით გაიზარდა მცირე ბიზნესის დაკრედიტება. ამავე დროს, აღნიშნული დარგის სესხებზე მოთხოვნებიდან კმაყოფილდება არა უმეტეს 15-17%-ისა. უფრო ოპტიმისტურად განწყობილი ფინანსისტები ლაპარაკობენ ბაზრის 20%-იან გაჯერებაზე. რა უშლის ხელს მის განვითარებას?. მაგალითად, რუსეთში და პოსტსაბჭოტა ქვეყნებში ბანკირები ამის მთავარ მიზეზად ასახელებენ მცირე ბიზნესის გაუმჭვირვალობას. მეორე პრობლემა მდგომარეობს სანდო გირაოების არარსებობაში, რადგანაც მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა უმრავლესობა არ არიან ლიკვიდური ქონების მფლობელები.
მესამე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ბანკების უნდობლობა განსაკუთრებით მცირე ბიზნესთან მიმართებაში. მცირე საწარმოები, როგორც წესი, უფრო მცირე ხნით არსებობენ ბაზარზე მსხვილ საწარმოებთან შედარებით და მათმა უმეტესობამ ვერ გადაიტანა უკანასკნელი კრიზისი. ამიტომაც, ბაზარზე ძალზე მცირე რაოდენობით არსებობენ მდგრადი და წარმატებული, კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე მცირე საწარმოები.
მეორეს მხრივ, დღეისათვის ყველა საკრედიტო ორგანიზაციას აქვს აწყობილი ერთობლივი მუშაობა მცირე ბიზნესთან. მთავარი პრობლემები მდგომარეობს საბანკო ტექნოლოგიების განუვითარებლობაში, რომლებიც ხშირ შემთხევებში არ იძლევიან ცალკეული კლიენტის დამუშავების ხარჯების შემცირების საშუალებას, პრობლემაა ასევე დაკრედიტების შედარებით ცოტა სტატისტიკური მონაცემები, რაც აძნელებენ მცირე ბიზნესის დაკრედიტებასთან დაკავშირებული რისკების სკორინგულ შეფასებას. როგორც შედეგი, ბანკს რომც გააჩნდეს შესაბამისი პროგრამები მცირე ბიზნესისათვის, ამ პროგრამებით გაცემული სესხები ძალზე ხშირად მიუწვდომელია მეწარმეებისათვის მათი მაღალი ფასების გამო.
ამასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ანეკდოტიც: ბანკი, საკრედიტო განყოფილება. მენეჯერი ეუბნება კლიენტს: „მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ შეგიძლიათ ასეთი პროცენტების გადახდა, იქნებ კრედიტიც აღარ გჭირდებათ?"
სიტუაცია ამ ანეკდოტში, რასაკვირველია, უტრირებულია, მაგრამ სიმართლის მარცვალი მასში ნამდვილად არის. დღესაც სიტუაცია ბაზარზე მცირედ თუ განსხვავდება იმისგან, რაც იყო 8-10 წლის წინ, როდესაც სესხების ფასი მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის წლიურად .200%-ს აღწევდა. თუ რუსეთში, მაგალითად, მსხვილ ბიზნესს შეეძლო კრედიტის 12%-ში აღება, მცირე საწარმოებისათვის განაკვეთები იწყებოდა 16%-დან და ისიც ძალიან იშვიათად. როგორც წესი „პატარა" მეწარმეებს შეუძლიათ იქონიონ წლიურად 20-24%-იანი კრედიტის იმედი და ისიც მხოლოდ ბანკისათვის მისაღები ოქროსა ან საიმედო თავმდებების შემთხვევებში. და მაინც, ასეთი კრედიტები უფრო მომგებიანია, ვიდრე სამომხმარებლო კოოპერატივებში (24-36% წლიურად) ან მევახშეებთან (როგორც წესი, 60%) აღებული სესხები.
კრედიტის მიღების ძალზე მცირე შანსი აქვთ ისეთ წარმოებებს, რომლებიც ბაზარზე ერთ წელზე ნაკლებ დროს მუშაობენ, არ წარმოადგენენ რეზიდენტებს, აწარმოებენ გამარტივებულ ბუღალტერიას (ას საერთოდ არ აწარმოებენ), ასევე მათაც, ვისაც არ გააჩნია გირაოს საშუალება ან არ ყავს თავმდები. თუმცა, ზოგიერთი ბანკი კი გასცემს უგირავნო სესხებს სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით, მაგრამ ისეთი პირობებით, რომლებიც ნამდვილად არ არის მიმზიდველი: პატარა თანხებს - 50 ათას დოლარამდე (მიკროკრედიტებს), რომელთა ეფექტიანი განაკვეთი საკმაოდ მაღალია (28-30% წლიურად), და შეზღუდული ვადებით - როგორც წესი, არაუმეტეს 1,5 წლით. თუმცა, ამ კრედიტებს მაინც შეუძლიათ გადაუწყვიტონ მეწარმეს ზოგიერთი პრობლემა. მაგალითად, შეიძლება საკასო წყვეტების ლიკვიდირება, როდესაც სალაროში არ არის საკმარისი თანხა მიმდინარე ფინანსური საქმიანობისათვის.
თუ ვილაპარაკებთ უფრო გრძელ ვადებზე ან დიდ თანხებზე (მაგალითად, 15 ათასი 5 წლით), მაშინ ბანკები ძალზე იშვიათად იყენებენ გირავნობით დაკრედიტებას. ამავდროულად, გირაოს შეფასებითი ღირებულება ორჯერ უნდა აღემატებოდეს კრედიტის მოცულობას.
მაგრამ მცირე ბიზნესს ხშირად არა აქვს გირაოდ გასაფორმებელი ქონება. და თვითონ ეს ბიზნესიც სუსტადაა განვითარებული. ასე, მაგალითად, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობა ამ მხრივ ძალზე ჩამორჩება განვითარებულ ქყვეყნებს, სადაც მცირე ბიზნესის წილი 85%-ს აღწევს, რომელშიც დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 70%.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აღინიშნება ძალზე მკვეთრი სხვაობა ბანკებისა და მცირე ბიზნესის ინტერესებსა და შესაძლებლობებს შორის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ წამყვანი საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ მიუღწევიათ დასავლური ბანკების სიმძლავრეებამდე, უკვე დიდი ხანია მათი წესებით მუშაობენ და ცდილობენ ცივილიზებულ ბიზნესში მიღებული საქმიანი ურთიერთობების დანერგვას,
მცირე ბიზნესის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა მის გაუმჭირვალობაშია და არც ის არის დასამალი, რომ ის ყოველთვის ზისტად არ ასრულებს საგადასახადო კანონმდებლობას, ყოველთვის არ ჰყოფნის ცოდნა ბიზნესის დაგეგმვასა და საბანკო საქმეში. ხოლო არც ერთი ბანკი არ გასცემს ფულს ბრმად, თუ არ ექნება წარმოდგენა კლიენტის ბიზნესსა და კრედიტის დაფარვის წყაროებზე. სწორედ ამის გამო მიმართავენ მეწარმეები დაკრედიტების „შავ" ბაზარს, სადაც გადაყვეტილებები მიიღება ძალიან სწრაფად, განაკვეთები უმაღლესია, რეგულირება კი საკუთარი „კანონებით".
კრედიტების „შავი" ბაზრის მოცულობა იგივე რუსეთში შეფასებულია 6-8 მილიარდ დოლარად წელიწადში. ამასთან, მისი ტემპები მიესადაგება ლეგალური კრედიტების ბაზარს და შეადგენს 15-25%-ს წელიწადში, რასაც რეალური საფუძველი გააჩნია.
მეწარმეთა სიტყვებით, ზოგ შემთხვევაში უფრო მომგებიანია სესხის აღება მევახშესთან 5-7%-ად თვეში, ვიდრე ბანკებში ფუწად სიარული კანონიერი კრედიტის მიღების მცდელობისათვის, რომელთა რეალური ფასი ორჯერ ნაკლებია მევახშის ფასთან შედარებით. ყოველ შემთხვევაში, მევახშეები სესხს მომენტალურად და ზედმეტი კითხვების გარეშე იძლევიან, ხოლო თუ ვის წინაშე აგოს პასუხი საკუთარი ქონებით, ამას მეწარმისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ის ვერ აღიქვამს საკრედიტო ორგანიზაციას საკუთარ მოკავშირედ და სესხის არდაბრუნების შემთხვევაში მათგანაც მევახშეზე არანაკლებ მკაცრი მოქმედებებია მოსალოდნელი. „წამებით არ მაწამებენ, მაგრამ გაკოტრებით კი გამაკოტრებენ!" - ასე აღწერა ბანკებთან დამოკიდებულება ერთმა ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველმა ბიზნესმენმა. გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არსებობს. თუმცა, ბაზარზე მცირე ბიზნესის დაკრედიტების ნორმალიზება დაკავშირებულია როგორც ბანკირების, ასევე სახელმწიფოს მიერ გაწეულ გარკვეულ ძალისხმევებთან. ბანკირებისა და ჩინოსნების მთავარი ოცნებაა მცირე ბიზნესის „ჩრდილიდან" გამოსვლა.
პრინციპში, მცირე ბიზნესი არ ეწინააღმდეგება თავის ლეგალიზაციას. უფრო მეტიც, ყოვეწლიურად იზრდება ისეთი პატარა კომპანიების რაოდენობა, რომელთა ბრუნვაშიც „თეთრი" შემადგენელი 50%-ს აჭარბებს. მაგრამ, ამავდროულად, მცირე ბიზნესს ესაჭიროება შემხვედრი ნაბიჯები ბანკებისა და სახელმწიფოს მხრიდან.
თუმცა, დღეისათვის არსებული საგადასახადო კანონმდებლობა და მცირე ბიზნესის განვითარებისა და სტიმულირების რეალური პროგრამების არარსებობა არ განაწყობს „მცირე" მეწარმეებს საჯაროობისაკენ და არ უჩენს „წილის გაყოფის" სურვილს, რადგან ლოიალობის სანაცვლოდ ისინი ვერაფერსაც ვერ იღებენ. ადრე თუ გვიან სახელმწიფოს მოუწევს ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა, რადგანაც მისი გადამწყვეტი მოქმედებების გარეშე მცირე ბიზნესის მდგომარეობა ისევ დღევანდელივით უღიმღამო დარჩება.