სიტყვა ფრანჩაიზინგი (ფრანშიზირება) წარმოდგება ფრანგული franchir-იდან, რაც „განთავისუფლებას" ნიშნავს. დღეს მას დარგებზე დამოკიდებულებით რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია. ზოგი ფრანჩაიზინგს ცალკე დარგადაც მოიხსენიებს, იქნება ეს საქონელი თუ მომსახურება. თუმცა, ტიპიური ფრანშიზა წარმოადგენს შეთანხმებას გამყიდველსა და მყიდველს შორის, რომელიც ამ უკანასკნელს (ფრანჩაიზს, ფრანშიზის მფლობელს, ფრანშიზიარს) აძლევს გამყიდველის (ფრანშიზერი, ფრანშიზის გამცემი) საქონლის ან მომსახურების გაყიდვის უფლებას. ფრანშიზის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Franchise Association) შემდეგნაირ განმარტებას იძლევა:
ფრანშიზა წარმოადგენს უწყვეტ ურთიერთობას ფრანშიზერსა და ფრანჩაიზს შორის, რომლის დროსაც ყველა ცოდნა, წარმოებისა და მარკეტინგული მეთოდები გადაეცემა ფრანჩაიზს ინტერესების შემხვედრი დაკმაყოფილების სანაცვლოდ. ასეთნაირად ფრანჩაიზები იღებენ გამზადებულ საწარმოს და სწორედ ამაშია ფრანჩაიზინგის მთავარი მიმზიდველობა. ფრანჩაიზს არ სჭირდება საწარმოს ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნა, როგორც ამას ნულიდან დამწყები მეწარმე აკეთებს. და, სავარაუდოდ, ის იქნება ფრანშიზული ჯაჭვის ყველა სხვა საწარმოს ზუსტი ასლი.
ფიქსირებული ფასის სანაცლოდ, ტიპიური ფრანჩაიზი იღებს კვალიფიციურ დახმარებას, რომელიც სხვა შემთხვევაში აღმოჩნდებოდა ძალიან ძვირი მისი ცალკეული საწარმოსათვის სხვადასხვა მიმართულებით:
მარკეტინგის სტრატეგია აქცენტით რეკლამაზე
მუშაკთა თავდაპირველი სწავლება და მომზადება მართვის სფეროში
მაღაზიის დიზაინი და მოწყობილობის ყიდვა
უნიფიცირებული პოლიტიკა და პროცედურები
ცენტრალიზებული შეძენა ფასდაკლებით
მუდმივი კონსულტირება მართვის საკითხებში
საწარმოს ადგილის შერჩევა და რეკომენდაციები მისი განლაგების შესახებ
საიჯარად გაცემა
დაფინანსება.
მართლაც, ფრანჩაიზინგი იმიტომაც ვითარდება, რომ აერთიანებს მცირე საწარმოს მართვის სტიმულსა და მსხვილი ბიზნესის მართვის ოსტატობას. ხოლო პირადი საკუთრება წარმოადგენს მუშაობის საუკეთესო სტიმულს დღემდე ყველა არსებულებს შორის. უეჭველია, რომ ფრანჩაიზინგიდან მოგებას ნახულობენ არა მხოლოდ ფრანჩაიზები, არამედ ფრანშიზერიც, რომელიც სწრაფად იზრდება სხვა ადამიანების (ფრანჩაიზები) ფულადი სახსრების გამოყენებით ხარჯზე. ისეთი გიგანტები, როგორებიცაა „მაკდონალდსი" და „ბასკინ-რობინსი" უპირატესად სწორედ ამ გზით გადაიქცნენ უმსხვილეს საწარმოებად შედარებით მოკლე დროში. ფრანშიზერის სწრაფად გაფართოების გარდა, ფრანჩაიზინგი ფრანშიზერსაც აძლევს საშუალებას დამკვიდრდეს ახალ გეოგრაფიულ რეგიონებში, რომლებიც სხვა შემთხვევებში არ იქნებოდნენ გაფართოებისათვის შესაფერისნი. რადგანაც ფრანშიზერს ესაჭიროება მმართველთა ნაკლები რაოდენობა, მცირდება დანახარჯები ხელფასზე და პერსონალთან დაკავშირებული პრობლემები. გარდა ამისა, ფრანჩაიზებს გააჩნიათ კომპანიის დაქირავებულ მმართველ მუშაკებზე უფრო ძლიერი მოტივაცია. საერთაშორისო ფრანჩაიზინგული ასოციაცია ვარაუდობს, რომ სულ მალე ფრანჩაიზინგი უპირატეს ადგილს დაიკავებს საცალო ვაჭრობაში. მას უკავია ასევე ძლიერი პოზიციები მომსახურების სფეროში და შედარებით ნაკლები წარმოებაში.
უკანასკნელ დრომდე სიტყვა ფრანჩაიზინგი იყო „მაკდონალდსის" ტიპის საჭმლის სწრაფად მომზადების საზოგადოებრივი კვების საწარმოს სინონიმი. მაგრამ ახლა ფრანჩაიზინგმა მრავალ დარგში შეაღწია. დაასახელეთ რაიმე საქონელი ან მომსახურება და არ არის გამორიცხული, რომ მხედველობაში იქნება მისთვის ფრანშიზის მიმნიჭებელი.
ფრანშიზები არსებობს ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორებიცაა სამხატვრო გალერეები და ფეხსაცმლის შემკეთებელი სახელოსნოები, ბარები და პერსონალური კომპიუტერები. ფრანჩაიზინგმა შეაღწია მომსახურებების ისეთ სფეროშიც, როგორიცაა წონის დასაკლები გამაჯანსაღებელი ცენტრები.
ფრნაჩაიზინგი ხშირად მეწარმის მომავალი წარმატების საუკეთესო გზას წარმოადგენს. გაკოტრებების რიცხვი შეფარდებები დაბალია, რადგანაც ფრანჩაიზებს იცავს უფრო მსხვილი ორგანიზაცია რეკომენდაციების მიცემისა დ სტანდარტების დადგენის გზით. აშშ-ში რასებობა შეწყვიტა ფრანშიზირებულ საწარმოთა მხოლოდ 4%-მა. თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ფრანშიზა არ წარმოადგენს წარმატების უეჭველ გზას. ფრანშიზული შეთანხმების შესაძლებლობების ანალიზისათვის თქვენ უნდა დაამუშაოთ კითხვების საკონტროლო ჩამონათვალი:
ფრანშიზის შესაძლებლობასთან მიმართებაში:
1. თუ მოიწონა თქვენმა იურისტკონსულტმა ფრანშიზული ხელშეკრულება მისი შესწავლის შემდეგ?
2. ფრანშიზის პირობებით საჭიროა თუ არა თქვენი მხრიდან რაიმე ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც, თქვენი იურისტკონსულტის აზრით, უაზრო ან არაკანონიერია თქვენს ქალაქში?
3. განიჭებთ თუ არა ფრანშიზა მოცემულ ტერიტორიაზე საქმიანობის განსაკუთრებულ უფლებას ფრანშიზული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თუ ფრანშიზერს შეუძლია მეორე ან მესამე ფრანშიზის გაყიდვა თქვენს ტერიტორიაზე სამუშაოდ?
4. დაკავშირებულია თუ არა ფრანშიზერი რაიმე სახით სხვა ფრანშიზულ კომპანიებთან, რომლებიც ყიდიან ანალოგიურ საქონელს ან მომსახურებას?
5. უკანასკნელ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში - როგორია თქვენი დაცვის მექანიზმი სხვა ფრანშიზული ორგანიზაციისაგან?
6. რა გარემოებებში და რა ფასად შეგიძლიათ ფრანშიზული ხელშეკრულებიდან გასვლა?
7. ფრანშიზის გაყიდვის შემთხვევაში, გადაგიხდიან თუ არა თქვენი რეპუტაციის საფასურს, თუ დაკარგული იქნება თქვენს მიერ შექმნილი საწარმოს რეპუტაცია?
ფრანშიზერთან მიმართებაში:
1. რამდენი წელი საქმიანობდა ფრანშიზერი ბიზნესში?
2. გააჩნია თუ არა ფრანშიზერს პატიოსანი და წესიერი მეწარმის რეპუტაცია მისი ფრანშიზის მფლობელ მეწარმეთა შორის?
3. წარმოგიდგინათ თუ არა ფრანშიზერმა ერთი ან მეტი ფრანშიზირებული საწარმოს წმინდა მოგების დამოწმებული მაჩვენებლები?
4. გაგიწიათ თუ არა დახმარება ფრანშიზერმა დახმარება შემდეგ საქმეებში:
ა) მმართველი პერსონალის მომზადების პროგრამაში;
ბ) მუშაკთა მომზადების პროგრამაში:
გ) რეკლამის პროგრამაში:
დ) კომერციული დაგეგმვის იდეით;
ე) დაფინანსებით.
5. დაგეხმარათ თუ არა ფრანშიზერი საწარმოს გასანლაგებლად კარგი ადგილის მოძებნაში?
6. უზრუნველყოფილია თუ არა ფრანშიზერი საკმარისი სახსრებით ფინანსური დახმარებისა და გაფართოების საკუთარი გეგმის შესასრულებლად?
7. თუ წარმოადგენს ფრანშიზერი კერძო ან მსხვილ კომპანიას ხელმძღვანელთა კვალიფიციური და გამოცდილი კოლექტივით?
8. თუ შეუძლია ფრანშიზერს იმის გაკეთება, რაც თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ?
9. საკმარისად თუ არის ფრანშიზერი დარწმუნებული იმაში, რომ თქვენ წარმატებით შეძლებთ რომელიმე ფრანშიზის მართავას მისთვის და თქვენთვის მოგების მისაღებად?
თქვენთან მიმართებაში - ფრანჩაიზი
1. რა მოცულობის საკუთარი კაპიტალი გესაჭიროებათ ფრანშიზის შესაძენად და ფრანშიზირებული საწარმოს წარმართვისათვის, სანამ თქვენი შემოსავალი ხარჯებს არ გაუთანაბრდება?
2. სად აპირებთ საჭირო კაპიტალის მოძიებას?
3. მზად ხართ თუ არა თქვათ უარი მოქმედების გარკვეულ დამოუკიდებლობაზე ფრანშიზით მონიჭებული უპირატესობების სანაცვლოდ?
4. გაგაჩნიათ თუ არა საკმარისი გამოცდილება ფრანშიზერთან, თანამშრომლებთან და კლიენტებთან სამუშაოდ?
5. მზად ხართ თუ არა ამ საქონლის ან მომსახურების გასაყიდად?
ბაზართან მიმართებაში
1. ჩაატარეთ თუ არა ბაზარზე იმ საქონლის ან მომსახურების არსებობის გამოკვლევა, რომლის გაყიდვასაც თქვენ აპირებთ თქვენს ტერიტორიაზე ფრანშიზული შეთანხმების თანახმად?
2. გაიზრდება თუ არა მომხმარებელთა რაოდენობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში?
3. როგორი იქნება მოთხოვნა საქონელზე ან მომსახურებაზე 5 წელზე ნაკლები ან მეტი დროის შემდეგ?
4. როგორია კონკურენცია მოცემულ საქონელთან ან მომსახურებასთან მიმართებაში ფრანშიზული ან არაფრანშიზული ფირმების მხრიდან?
ამ კითხვების ჩამონათვალი დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ არასწორი გადაწყვეტილებები და არ დაზარალდეთ შეუსრულებელი დაპირებების შედეგად.