ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება10 მიზეზი, რის გამოც უნდა შეიძინოთ ფრანჩიზა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

10 მიზეზი, რის გამოც უნდა შეიძინოთ ფრანჩიზა
 | რეიტინგი 3 

ფრანჩაიზის ირგვლივ მუდმივად მიდის კამათი. ერთნი აფრთხილებენ მისი მძიმე „ბორკილების" შესახებ, მეორენი კი აქცენტს. მის დადებით მხარეებზე აკეთებენ. ქვემოთ ლაპარაკი იქნება სწორედ ამ უკანასკნელთა შესახებ.

შემოწმებული ბიზნესი.

  • თქვენ იწყებთ ფრანჩაიზინგული საწარმოს გახსნას, და იცით, რომ ეს ბიზნესი წარმატებულია სხვა ადგილებში. იდეა და ოპერაციების მართვის პროცესი უკვე დადასტურებულია. ამიტომაც გაუქმებული იქნება ბიზნესის მართვის სწავლების გრაფიკი.
  • უფრო ნაკლები რისკი. წარუმატებლობის რისკი ფრანჩაიზინგით უფრო დაბალია, ვიდრე ახალი ბიზნესის გახსნისას. წარმატების ალბათობა ძალზე მაღალია, თუ ასეთი ბიზნესი უკვე იყო წარმატებული რომელიმე სხვა ადგილზე.
  • კლიენტების დადგენილი ბაზა. მფლობელი კომპანიის ბრენდი უკვე აღიარებულია კლიენტების მიერ, და ამიტომაც კომპანია-ფრანჩაიზერს არ სჭირდება დიდძალი ფულადი თანხა ახალი ბრენდის შესაქმნელად. მფლობელი კომპანიის ბრენდი უზრუნველყოფს მყიდველის დაცვასა და ნდობას, რომელიც ელოდება ხარისხიანი საქონლის მიღებას.
  • მარკეტინგი. კომპანია-ფრანჩაიზერი ღებულობს უპირატესობას მფლობელი კომპანიის ნებისმიერი მარკეტინგული საქმიანობიდან. ამავდროულად, კომპანია-ფრანჩაიზერი ამაზე საკუთარ ფულს არ ხარჯავს. მფლობელ კომპანიას ასევე შეუძლია დახმარების გაწევა ადგილობრივი ბიზნეს-გეგმის შედგენაში.
  • თავდაპირველი და შემდგომი მხარდაჭერა. ტრენინგი და მხარდაჭერა გარიგების შემადგენლებია, რადგანაც კომპანია-ფრანჩაიზერი იზიარებს მფლობელი კომპანიის გამოცდილებას ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაში, შტატისა და დანადგარების მართვაში, ასევე ბიზნესის დაგეგმვაში.
  • ცალკე ტერიტორია. ანუ, თქვენი ქსელის სხვა კომპანია-ფრანჩაიზერებს არა აქვთ უფლება გაგიწიონ კონკურენცია მოცემულ ტერიტორიაზე.
  • მარტივი დაფინანსება. ხშირად ფრანჩაიზიგისათვის უფრო ადვილია ფულის მიღება, რადგანაც მფლობელი კომპანიის სახელი ცნობილია სესხების გამცემთა შორის. ამიტომაც, ბანკები უფრო მეტად ფრანჩაიზინგის დაფინანსებას მოინდომებენ.
  • მსყიდველობითი უნარიანობა. უკვე დადგენილია ურთიერთობები მომწოდებლებათან, რაც დიდი პარტიების ყიდვისა და დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.
  • გაყიდვამდე მიღებული ინფორმაცია და გამოკვლევა. პოტენციურ ფრანჩაიზერს შეუძლია მიიღოს მოფიქრებული გადაწყვეტილება, რადგანაც მფლობელი კომპანია ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ფინანსებზე, მუშაკებზე, საფრანშიზო შეთანხმების პირობებზე, ყველა კომპანია-ფრანჩაიზერზე და ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
  • მდგრადი ეკონომიკური ნიშა. ფრანჩაიზნგი გათვლილია მყიდველთა სპეციფიკურ მოთხოვნილებებზე. ხოლო კლიენტები ამჯობინებენ ისეთ კომპანიებთან მუშაობას, რომლებიც შეესაბამებიან მათ სპეციფიკურ მოთხოვნილებებს.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge