ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაპერსონალის ჩართულობას ფულით ვერ იყიდი

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

პერსონალის ჩართულობას ფულით ვერ იყიდი
 | რეიტინგი 3 

 

პერსონალის საქმეში ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებისათვის და დამსაქმებელმა უნდა ჩადოს ინვესტიციები თავისი პერსონალის განვითარებაში.

ბევრი კომპანია, სამწუხაროდ, ფოკუსირებულია მხოლოდ დღევანდელ დღეზე და სათანადო ყურადღებას არ აქცევეს პერსონალის განვითარებასა და ჩართულობას,  მაღალი შედეგების მისაღწევად კი კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ფაქტორები:


1. კავშირი კომპანიის მაღალ მაჩვენებლებთან. ბევრი კომპანია დიდ შეცდომას უშვებს მუშაობაში, რომლებიც ცდილობს პერსონალის კმაყოფილებისა და ბედნიერების მიღწევას. თუმცა ეს იმთავითვე არასწორი მიდგომაა.

პერსონალის ჩართულობა კომპანიის განვითარების მაძომძრავებელი ძალაა. არ არის საჭირო მისი არევა პერსონალის ყიდვასთან, რადგან თქვენ შეგიძლიათ პერსონალის დაკმაყოფილება ხანმოკლე პერსპექტივით, მაგრამ მისთვის ეს არის იქნება საკმარისი მოტივაცია ხანგრძლივი ეფექტური მუშაობისათვის. დაუფიქრებელი ფინანსური მოტივაცია მომავალში შეიძლება დემოტივაციადაც კი გადაიქცეს.

პერსონალის ჩართულობა - ეს არის კომპანიის ხელმძღვანელობისა და თანამშრომელს შორის ურთიერთობის ელემენტი. მენეჯმენტმა უნდა გააკეთოს მასზე დამოკიდებული შესაძლებლობების მაქსიმუმი პერსონალის პოტენციალის განვითარებისათვის, ხოლო თავის მხრივ, პერსონალმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს კომპანიის წარმატებით წინსვლისათვის. ამ ორი ელემენტის ეფექტიანი თანამშრომლობა უკვე ზრდის პერსონალის ჩართულობის დონეს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კომპანიის მუშაობის გაუმჯობესებას.


2. ურთიერთქმედება ყველაზე მაღალ დონეზე იწყება. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ პერსონალის ჩართულობის ამაღლებაზე, არის უმაღლესი და საშუალო მენეჯმენტის ქმედებები.

 

3. რიგირთი მენეჯერების ჩართულობა. ბევრი კომპანიია უდიდეს შეცდომას უშვებს იმით, რომ არ  ასწავლის რიგით მენეჯერებს ხალხის აყოლას. რიგითი მენეჯერები არ უნდა იყვნენ სკეპტიკოსები, რადგან ნეგატივით კომპანია ვერ განვითარდება. რიგითი ხელმძღვანელები თვითონ უნდა იყვნენ ჩართულები, რადგან ბევრმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლები უფრო დიდი სურვილით მიყვებიან ისეთ ტოპ-მენეჯერს, რომელიც ეფექტიან და კარგ სპეციალისტად ითვლება

 

4. კომპანიის გზავნილი. მე ვთვლი, რომ ეს წარმოადგენს პერსონალის ჩართულობის ქვაკუთხედს. ხელმძღვანელობის  კომუნიკაცია პერსონალთან არასოდეს არ ყოფილა ისეთი რთული, როგორიც დღესაა. მენეჯმენტის ქმედებებმა პერსონალი არა მხოლოდ უმდა მიიზიდოს, არამედ ხელი შეუწყოს კომპანიაში შრომის ბაზრიდან საუკეთესო მომუშავეთა მოდინებას. მნიშვნელოვანია ლაპარაკი არა იმაზე, თუ რას აკეთებს კომპანია, არამედ რატომ აკეთებს. სწორედ ამან უნდა მოიზიდოს კომპანიაში საუკეთესოთა შორის საუკეთესონი. კომპანიები მოგებისთვის მუშაობენ, მაგრამ წარმატებით განვითარებისათვის მხოლოდ ეს აღარ არის საკმარისი.

 

5. პერსონალის ჩართულობის ინდივიდუალიზაცია. ყოველ წელს კომპანიებში მუშაობს სულ უფრო მეტი თანამშრომელი, რომლებიც წარმოადგენენ Y თაობას (generation Y). ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ განსხვავებულია მექანიზმები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ჩასართავად. 25 წლის ასაკის თანამშრომლებთან მუშაობენ ერთი სახის ფაქტორები, 55-წლინებთან კი სულ სხვა. უნდა არსებობდეს პერსონალთან მუშაობის  დივერსიფიცირებული ფაქტორები. მსოფლიო იცვლება და უნდა შეიცვალონ კომპანიებიც.

სწორედ ახალგაზრდობა  წარმოადგენს კომპანიაში სიახლეების დანერგვისა და ცვლილებების მამოძრავებელ ძალას.

 

6. მოტივაციის კულტურა. თუ კომპანიას სურს ჩართული თანამშრომლების ყოლა, მაშინ ხელმძღვანელობამ მათ საინტერესო დავალებები უნდა მისცეს. თანამშრომლებს უნდა უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ. ამ შემთხვევაში ხელფასი უკვე არც ისე მნიშვნელოვანია.

 

7. უკუკავშირის მექანიზმი. კომპანიაში აუცილებლად უნდა არსებობდეს თანამშრომლებთან ურთიერთობის მექანიზმი. მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჰკითხოთ პერსონალს, თუ რას ფიქრობს, არამედ რეაგირება მოახდინოთ ადამიანების შეხედულებებზეც. მრავალ კომპანიას საერთოდ არ აინტერესებს პერსონალის აზრით. მაშ როგორ ჩავრთოთ ისინი კომპანიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაში?


8. სტიმულირება და ანაზღაურება. თანამშრომლები გაკეთებული სამუშაოსათვის ღირსეულ ანაზღაურებას უნდა იღებდნენ. კომპანიის ამოცანაა მოტივაციის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებდა სამუშაო ადგილზე მუშაკის ყველა მიღწევას, ეს იქნება მისთვის სტიმული უფრო დიდი სიმაღლეების მისაღწევად.

 

9. კომუნიკაცია.  თანამშრომლებს სურთ იცოდნენ, თუ როგორ მიდის იმ კომპანიის საქმეები, რომელშიც ისინი მუშაობენ. ძალზედ მნიშვნელოვანია თანამშრომლებისათვის ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე საქმეების მდგომარეობის შესახებ. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა კომპანიის პოზიტურ მიღწევებზე და მათი მთელი კოლექტივით ერთად აღნიშვნა.


10. დამსაქმებლის ბრენდი. კომპანიისათვის ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარი ისტორიის შექმნა, თუ რისგან დაიწყო ყველაფერი და რისკენ მიდის, რაშია კომპანიის უნიკალობა. ეს რაც უფრო მეტად იქნება ხელმისაწვდომი პერსონალისათვის, მით უკეთესია. საჭიროა ეფექტიანი და წარმატებული დამსაქმებლის საკუთარი ბრენდის განვითარება. პერსპექტივაში ეს ძალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მთლიანობაში კომპანიის საქმიანობაზე და შედეგებზე.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge