ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაპერსონალის შეფასების პროექციული მეთოდიკები:

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

პერსონალის შეფასების პროექციული მეთოდიკები:
 | რეიტინგი 3 

 

პროექციული მეთოდიკების კლასიფიკაცია პირველმა დაამუშავა ლ. ფრანკმა. ეს კლასიფიკაცია, მიუხედავად კიდევ ბევრის არსებობისა, მოგვიანებით შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით, დღეისათვის ყველაზე სრულად ახასიათებს პროექციულ ტექნიკას.

უფრო ახლოს გავეცნოთ პროექციული მეთოდიკების კლასიფიკაციას.

კონსტიტუიტური პროექციული მეთოდიკები. გამოსაცდელ პირს სთავაზობენ რაიმე ამორფულ მასალას, რომელსაც მან აზრი უნდა შესძინოს. მაგალითად გამოდგება რორშახის მეთოდიკა, რომელიც შედგება 10 ცხრილისაგან და მათზე გამოსახულია სიმეტრიული ერთფეროვანი და პოლიქრომული გამოსახულებები - ლაქები, რომელთა მიღებაც ადვილია ქაღალდის ფურცელზე ცოტაოდენი მელნის ან საღებავის დადებით, ხოლო შემდეგ ამ ფურცლის შუაზე გადაკეცვით. პირს ეძლევა ერთი კითხვა: „რა არის ეს, რას ჰგავს ეს?". სავარაუდოა, რომ გამოსახულებების ინტერპრეტირების პროცესში, მათთვის აზრობრივი დატვირთვის მიცემისას, გამოსაცდელი პირი სატესტო მასალის მიმართ აპროეცირებს თავის შინაგან მიდგომებს, მისწრაფებებს და მოლოდინებს. დამუშავებულია დეტალური, ხშირად რამდენიმე ტომისაგან სქემები გამოსაცდელი პირის პასუხების ინტერპრეტაციით.

 

კონსტრუქციული პროექტიული მეთოდიკები. მოწოდებულია გაფორმებული დეტალები (ცოცხალი ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები, მათი საცხოვრებლების მოდელები და სხვ.), რომელთაგან საჭიროა ერთი აზრიანი მთლიანის შექმნა და ახსნა. მაგალითად, „სამყაროს ტესტი" შედგება 232 ობიექტის მოდელისაგან, რომლებიც სხვადასხვა პროპორციებით 15 კატეგორიაშია გადანაწილებული (სახლები, ხეები, თვითმფრინავები, ადამიანები, ცხოველები და ა. შ). გამოსაცდელი პირები აგებენ „პატარა სამყაროს", ხოლო მისი თავისებურებების სიმრავლის მიხედვით, მკვლევარები აკეთებენ დასკვნებს „კონსტრუქტორის" პიროვნების შესახებ.

 

ინტერპრეტაციული მეთოდიკები. აუცილებელია რაიმე მოვლენის, სიტუაციის ახსნა, ინტერპრეტირება. თემატური აპერცეფციის ტესტი წარმოადგენს ამ სახეობის თემატიკების კარგ ილუსტრაციას. გამოსაცდელ პირს სთავაზობენ ცხრილ-სურათებს, რომლებზედაც გამოსახულია შედარებით გაურკვეველი სიტუაციები, რომლებიც არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას უშვებენ. კვლევის პერიოდში პირი ადგენს პატარა მოთხრობას, რომელშიც აუცილებელია იმის ჩვენება, თუ რატომ მივიდნენ მოქმედი პირები გამოსახულ სიტუაციამდე და ხდება ამჟამად, რაზე ფიქრობენ ისინი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. სავარაუდოდ, საცდელი პირი მოახდენს საკუთარი თავის, როგორც მოთხრობის „გმირის", ინტერპრეტირებას, რაც იძლევა მისი შინაგანი სამყაროს, გრძნობების, ინტერესებისა და მისწრაფებების ახსნის საშუალებას.

 

კათარტიული. სთავაზობენ სათამაშო საქმიანობის განხორციელებას განსაკუთრებულად ორგანიზებულ პირობებში. მაგალითად, ფსიქოდრამას, რომელიც ხორციელდება იმპროვიზებული თეატრალური წარმოდგენის სახით, რომელიც საშუალებას აძლევს გამოსაცდელ სუბიექტს მოახდინოს არა მხოლოდ აფექტური რეაგირება (სათამაშო კათარზისი) და ამით მიაღწიოს თერაპიულ ეფექტს, არამედ გამოავლინოს გარეთ გამოტანილი კონფლიქტები და პრობლემების სხვა პიროვნულად დატვირთული პროდუქციაც.


რეფრაქციული.  საცდელი პირი მიისწრაფის პიროვნული თავისებურებების, ფარული მოტივების დიაგნოსტირებისაკენ იმ უნებლიე ცვლილელებით, რომლებიც შეიტანება, მაგალითად, მეტყველების, წერის, კომუნიკაციის საყოველთაოდ მიღებულ საშუალებებში.

ექქსპრესიული. საცდელი პირის მიერ სახვითი შემოქმედების განხორციელება, სურათი თავისუფალ ან მიცემულ თემაზე, მაგალითად, მეთოდიკა „სახლი-ხე-ადამიანი" სთავაზობს სახლის, ხის ან ადამიანის დახატვას. სურათის მიხედვით კეთდება დასკვნები პიროვნების აფექტურ სფეროზე, ფსიქოსექსუალური განვითარების დონეზე და სხვა თავისებურებებზე.

 

იმპრესიული. ეს პროექტიული მეთოდიკები ეფუძნება შეთავაზებული რიგიდან სტიმულების ამორჩევის შედეგების შესწავლას. საცდელი პირი ირჩევს მისთვის ყველაზე სასურველ უპირატეს სტიმულებს. მაგალითად, ლუშერის ტესტში, რომელიც შედგება 8 ფერადი კვადრატისაგან (არასრული ნაკრები). წარმოიდგინება ყველა კვადრატი ყველაზე სასიამოვნოს არჩევის თხოვნით. პროცედურა მეორდება და შედეგად წარმოიქმნება რიგი, რომლებშიც ფერები განლაგებილია მათი მიმიზიდვოლობის  მიხედვით. ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია გამოდის ფერის სიმბოლური მნიშვნელობებიდან. სტიმულებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების პრაქტიკულად ყველა ობიექტი.


ადიტიური. ამ პროექტიულ მეთოდიკებში საცდელ პირს მოეთხოვება წინადადების, მოთხრობის ან ისტორიის დასრულება. მაგალითად, სთავაზობენ შემდეგი ტიპის დაუმთავრებელი წინადადებების სერიას: „მე მომავალი მეჩვენება...", „ვფიქრობ, რომ ნამდვილი მეგობარი..." და ა. შ. ამ მეთოდიკების დანიშნულებაა მრავალფეროვანი პიროვნული ცვლადების დიაგნოსტიკა, დაწყებული  ამა თუ იმ საქციელის მოტივებიდან, დამთავრებული ახალგაზრდობის სქესობრივი აღზრდისადმი დამოკიდებულებით.

 

ამ თავის დასასრულს უნდა ითქვას იმაზეც, რომ მრავალი ცნობილი ფსიქოლოგი უარყოფს  პროექციის ცნების გამოყენებას განხილული მეთოდიკების აღსანიშნავად. მაგალითად, რ. კეტელი ამჯობინებს, რომ მათ ეწოდოს „შეცდომით აღიარების ტესტები". ლ. ბელაკი წერს „აპპერციპციულ გამრუდებაზე". თუმცა მცდელობები ამ ჯგუფის მეთოდიკების სახელის შესაცვლელად წარუმატებელი აღმოჩნდა, და მკვლევართა უმრავლესობა იყენებს მათ ისტორიულად ჩამოყალიბებულ აღნიშვნებს, როგორ პროექციულს.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge