თქვენ რაღაცით უნდა გამოირჩეოდეთ, თუ გსურთ გუნდის შეკრება კომპანის ასამოქმედებლად. აი, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება.
ყველამ იცის, რომ ტალატების მოზიდვა რთული ამოცანაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი კომპანია შედარებით ახალია და უცნობი. არსებობს რამდენიმე სტრატეგიული საშუალება, რომლებიც დაგეხმარებიან აჟიოტაჟის ასატეხად თქვენს ორგანიზაციაში სამუშაოდ მოსაწყობად.
1. დაიწყეთ თქვენი თანამშომლებით. თქვენი მიმდინარე პერსოსალი კომპანიის რეკლამის საუკეთესო საშუალებაა. რასაკვირველია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მაღლა უნდა ასწიოთ თამასა საუკეთესოების მისაღებად და შექმნათ ისეთი კულტურის გარემო, როგორშიც ადამიანებს უყვართ მუშაობა და წარმატების მიღწევა. ვინაიდან საუკეთესო სპეციალისტები იცნობენ სხვა ნიჭიერ ადამიანებსაც, თქვენს თანამშრომლებს შეუძლიათ თქვენი სახელით ლაპარაკი კომპანიაზე საუბრის დროს და ამით შექმნათ აბლაბუდას ქსელის ეფექტი. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენს ხალხს ესმის კომპანიის ხედვისა და მისიის თქვენებური გაგება, რითიც ისინი შეძლებენ სწორად და მუდმივ საფუძველზე გაავრცელონ ინფორმაცია პოტენციურ თანამშრომლებს შორის.თქვენს ასევე შეძლებთ ამ პროცესის დაჩქარებას იმ ადამიანების ბონუსებით დასაჩუქრებით, ვინც საუკეთესო მუშაკთა დაქირავებაში გეხმარებათ.
2. წარმოაჩინეთ თქვენი თავი. მიეცით თქვენს პოტენციურ კანდიდატებს კომპანიის შიგნიდან ნახვის საშუალება. თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ სოციალური მედიის საშუალებით, თუ მასში განათავსებთ სრულ ინფორმაციას თქვენი ორგანიზაციის შესახებ.
არსებულ ვაკანსიებზე განცხადებებზე დამატებით აღწერეთ, თუ რატომ სურს მაძიებელს სწორედ თქვენთან მუშაობა (იმიტომ, რომ თქვენ ხართ პირველი აღმომჩენი, სწრაფად ვითარდებით ან, მაგალითად, ეხმარებით ადამიანებს). ტვიტერში „სამუშაოს" განყოფილებაში ძალიან კარგად აჩვენებენ, თუ რატომ არის ეს თუ ის კომპანია მშვენიერი ადგილი კარიერის გასაკეთებლად. გადაიღეთ და განათავსეთ საინტერესო ვიდეო, რომელიც დაეხმარება კანდიდატებს რაც შეიძლება მეტი გაიგონ თქვენზე და თქვენს ორგანიზაციაზე, ასევე შეხვდნენ უკვე თქვენთან მომუშავე ადამიანებს. ასევე შეგიძლიათ ვაკანსიების გამოცხადება Twitter-სა და Facebook-ში.
3. იყავით ნოვატორი, გაერთეთ! გაანალიზეთ, თუ რით ხართ დაკავებული და შემდეგ ეს თქვენი ინტერესებში გამოიყენეთ.
HubSpot იღებს პაროდიულ ვიდეოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადმოსცეთ თქვენი ორგანიზაციის მხიარული და უდარდელი ატმოსფერო. კომპანია Craft Coffee-მ შექმნა მიკროსაიტი ვაკანსიის ირგვლივ ხმაურის ასატეხად და ასევე კანდიდატებისათვის იმიში დასაჯერებლად, თუ რატომ ღირს მათთან მუშაობა. დამატებითი ბონუსის სახით ის ასევე სთავაზობს მოგზაურობას ბრაზილიის ან კოლუმბიის ყავის პლანტაციებში.
4. განათავსეთ ვაკანსია. თუ თქვენ სამსახურის შესახებ განცხადების განთავსება ძველმოდურად მიგაჩნიათ, ძალიანაც ცდებით. ტალანტების მოძიების ეს საშუალება შეიძლება ძალზე ეფექტიანიც აღმოჩნდეს. მოერიდეთ ისეთ საიტებს, როგორებიცაა Monster-ი დ Craigslist-ი. გაამახვილეთ თქვენი ყურადღება ბანკების ვიწროდ სპეციალიზებულ ვაკანსიებზე და რეზიუმეებზე, სადაც უყვარს დროის გატარება თქვენს სამიზნე აუდიტორიას. ვებ-დიზაინერებისათვის გთავაზობთ ისეთ საიტებს, როგორიცაა Smashing Jobs. სტარტაპებისათვის ასევე არსებობს ისეთი რეგიონული საიტები, როგორიცაა VentureFizz ბოსტონსა და ნიუ იორკში.
5. აკეთეთ სიკეთე! იყავით საქველმოქმედო ღონისძიებების სპონსორი, რითაც თქვენ მიიღებთ დადებით გამოხმაურებებს თქვენს კომპანიაზე და საუკეთესო სპეციალისტებსაც გაუჩნდებათ თქვენთ მუშაობის სურვილი.
ენჯი ჰიქსი