თქვენ, როგორც მესაკუთრე, წარმოადგენთ თქვენი ბიზნესის დროის აღმრიცხავს. აი, თუ როგორ შეიძლება მუშაობის პროცესის შენელება ან აჩქარება. „თქვენ შეგიძლიათ შეჩერდეთ, მაგრამ დრო - არასდროს", ასე ამბობდა ბენჯამენ ფრანკლინი. ვადები - ძალზე დელიკატური რამეა, იქნება ეს სიყვარული, ინვესტიციები თუ სხვა ყოველდღიური წვრილმანი.როგორც ბიზნესის მფლობელი, თქვენ მოწოდებული ხართ იყოთ თქვენი ორგანიზაციის დროის აღმრიცხავი, რათა დაინახოთ სრული მიმდინარე სურათი და მისცეთ ტემპი მთელ გუნდს.
რასაკვირველია, რომთქვენ დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროთ თქვენი ვადები, მაგრამ მე მინდა მოგითხროთ, თუ როგორ ვმუშაობ ჩემი „წამმზომით":
როდესაც საჭიროა მსვლელობის შენელება:
1. სტრატეგიული დაგეგმვა: მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენ, ნელა და გულდასმით გაარკვევთ, თუ რისი გაკეთება გსურთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო მაღალ სიჩქარეზე.
2. არ იჩქაროთ გაკრიტიკება (მაგრამ დაუყოვნებლივ შეაქეთ).
3. არ იჩქაროთ არავის განსჯა, განსაკუთრებით, თუ ერთი ადამიანი უყვირის მეორეს. დასკვნების გამოტანამდე შეაგროვეთ სრული ინფორმაცია.
4. არ იჩქაროთ ჩამონათვალში რაიმეს პირველ პოზიციებზე გადაადგილება. არ შეიძლება, რომ ყველაფერი პრიორიტეტული იყოს, თუნდაც ყველა მნიშვნელოვანი პროექტი.
5. არ იჩქაროთ დაქირავება. ჩვენი კანდიდატები გადიან სერიოზული ინტერვიუების არანაკლებ ხუთ რაუნდს რამდენიმე ლიდერთან და თანამშრომელთან. არ ღირს ვინმეს სამუშაოზე მიღეა მხოლოდ იმიტომ, რომ პოზიცია ვაკანტურია.
6. ასწავლეთ მუდმივ საფუძველზე. ის უნდა იყოს თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი. არ ღირს ერთ ჯერზე გადამეტებული დატვირთვის მიცემა.
როდესაც საჭიროა აჩქარება:
1. სასწრაფოდ განთავისუფლდით მათგან, ვინც გუნდს ქვემოთ ექაჩება.
2. არ მოკიდოთ ხელი ისეთ პროექტებს, რომლებიც არ ესადაგებიან თქვენი კომპანიის მიზნებს.
3. დაუყოვნებლივ შესთავაზეთ კონკრეტული უკუკავშირი.
4. საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეცვალეთ დასახული კურსი.
5. დაუყოვნებლიავ აღიარეთ საკუთარი შეცდომები.
6. წინ წაწიეთ შიდა თანამშრომლები: მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი მძიმე შრომა დაფასებული იქნება. მიეცით პატიოსანი უკუკავშირი და თანაბარი შესაძლებლობები.
7. მოსინჯეთ დაუყოვნებლივ. ჩვენს კომპანია Blinds.com-ში ყველა ვაღიარებთ სილიკონის ველის აზროვნებას: „fail often and fail fast". ურიცხვი თათბირების მოწვევის ნაცვლად ყველა საკითხი გადაწყვიტეთ წარმოშობისთანავე. რაიმე არ გამოდის? გადადით შემდეგზე. გამოვიდა? მშვენიერია! გამოასწორეთ ის, რაც საჭიროა და გააგრძელეთ წინსვლა. დაიქირავეთ ისეთი ხალხი, რომელიც თქვენსავით ფიქრობს.
ჯეი სტეინფელდი, inc.com