ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებათქვენს თანამშრომლებს არ უნდათ შვებულებაში გასვლა? არ მისცეთ მათ ამის უფლება

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

თქვენს თანამშრომლებს არ უნდათ შვებულებაში გასვლა? არ მისცეთ მათ ამის უფლება
 | რეიტინგი 3 

თანამრომელთა უმეტესობას არ სურს შვებულებაში გასვლა მათი რიგის დადგომისას. ეს ცუდად ისახება როგორც მათზე, ისე თქვენს ბიზნესზე.

ამერიკელებისა და ევროპელების უმრავლესობას არ უნდა კუთვნილ შვებულებაში გასვლა. აშშ-ში მუშაკები მსხვერპლად სწირავენ კუთვნილი (ანაზღაურებადი) შვებულების ნახევარს იმ კომპანიების საკეთილდღეოდ, რომლებშიც ისინი მუშაობენ. თქვენ, როგორც დამსაქმებელმა, უნდა ებრძოლოთ ამ ტენდენციას.

თავდაპირველად, თქვენ უნდა გაიგოთ, თუ ვინმე საღ გონებაზე მყოფს არ სურს თავისუფალი დროის საკუთარი კეთილდღეობისათვის გამოყენება.

იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლეთაც მე ველაპარაკე, ამბობს, რომ მათ უბრალოდ ეშინიათ. ისინი უფრთხიან, რომ თანამედროვე ეკონომიკურ პირობებში მათი დამსაქმებლები ისწავლიან მათ გარეშე ცხოვრებას და ამიტომ ვეღარ დაბრუნდებიან თავის ადგილებზე. ვიღაც განიცდის, რომ მათს არყოფნაში მათი კოლეგები შესძლებენ სხვების შრომით სარგებლობას, რათა დაიკავონ შვებულებაში მყოფი ადამიანების ადგილები. ასევე არსებობს საფრთხეები, რომ ზოგიერთი თანამდებობა შეიძლება უბრალოდ გააუქმონ, თუ ვინმე არ იბრძოლებს მათს შესანარჩუნებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ისინი წავლენ დასასვენებლად, დამსაქმებელი ამას აღიქვამს, როგორც თავისი მოვალეობებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას.

ზოგიერთი ხელმძღვანელი მიზიარებდა უფრო რაციონალურ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ მათ უბრალოდ არ უნდოდათ თავისი დანაზოგების შვებულების დროს დახარჯვა და ამიტომაც შემდგომშიც რჩებოდნენ სამუშაოდ. რამდენიმე ადამიანმა კი მითხრა, თუ რამდენად უცხოა მათთვის აზრი შესვენების შესახებ, რადგან მათ არ იციან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ.

არც ერთ ასეთ გამართლებას არა აქვს არსებობის უფლება. სამუშაო ადგილზე ადამიანის ორკვირიანი არყოფნა არ უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, რომ ადამიანი არასაჭირო გახდება.  კომპანიათა უმეტესობაში თანამშრომლები ისე არიან გადატვირთულნი საკუთარი მოვალეობებით, რომ სრულიად დაუჯერებლად ჩანს ვისიმე სამუშაოს თავის თავზე აღების სურვილი. და თუ რაიმე თანამდებობა მოხვდება შემცირებაში, მაინც ვერავინ ვერ შეძლებს მის შენარჩუნებას. თქვენმა თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ. იყავით პირველები, ვინც მათ ამ ინფორმაციას, მიაწვდის.

ადამიანები შვებულებას იღებენ არა დამსაქმებლის კეთილის გულის გამო. თქვენ გჭირდებათ ენერგიითა და ახალი იდეებით აღჭურვილი თანამშრომლები კომპანიის წინ წაწევისასთვის, ხოლო ამისათვის მათ დასვენება ესაჭიროებათ. მოდით, განვიხილოთ დაღლილობის ბუნება. თუ ადამიანს არ სძინავს 24 საათზე მეტი, მის ტვინს აკლდება გლუკოზის 6%. და ეს დანაკარგი არ ნაწილდება თანაბრად. რადგანაც თალამუსი ზეგანაკვეთურად მუშაობს თქვენი სიფხიზლის შესანარჩუნებლად, კეფისა და პრეფრონტალური ქერქი, შესაბამისად, ვერ იღებენ გლუკოზის 12-14%-ს. და ეს ის უბნებია. რომლებიც პასუხს აგებენ აზროვნებაზე - იდეების შეცნობაზე, სოციალურ მართვაზე, და ასევე კარგისა და ცუდის გარჩევაზე. სხვა სიტყვებით, რაც უფრო იღლებიან თქვენი თანამშრომლები, მით უფრო ნაკლებად შეუძლიათ მათ ეფექტიანად საკუთარი თავის მართვა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ისინი შეიძლება იმდენად დაიღალონ, რომ თვითონაც ვერ შეაფასონ, თუ რამდენად საჭიროებენ დასვენებას.

ფულის ეკონომია - ეს სიბრძნეა, მაგრამ მე პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის საუკეთესო სახლში დასვენებაა.  მე მთელი ქონება დავახარჯე ჩემს უძრავ ქონებას, და, როდესაც ვმუშაობ, მე არა მაქვს საშუალება ვისიამოვნო იმით, რასაც ასე დიდხანს ვქმნიდი. შვებულება წარმოადგენს იმის მშვენიერ შეხსენებას, რომ ამ ცხოვრებაში მუშაობის გარდა კიდევ რაღაც მაინტერესებს. და თქვენი თანამშრომლებიც მიხვდებიან ამას, როდესცვ კუთვნილ შევებულებაში წავლენ.

ასე რომ, თქვენ, როგორც ხელმძღვანელი, უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენზე მუშაობენ, უნდა იყენებდნენ ყოველ დღეს, რომლებსაც მათ დასასვენებლად გამოუყოფთ. არ მოგერიდოთ მათი გარეთ გაგდება, თუ ეს საჭირო გახდება (მათსავე კეთილდღეობისათვის!).

და არ დაგავიწყდეთ თქვენი შვებულების ახლავე დაგეგმვა.

 

 

მარგარეტ ჰეფერნანი, inc.com

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge