მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება5 ნაბიჯი რთულ ადამიანთან გარიგებისათვის
5 ნაბიჯი რთულ ადამიანთან გარიგებისათვის
| რეიტინგი 3
რთული ადამიანები ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენენ, თუ მათ ქუჩაში ან სუპერმარკეტში ვხვდებით. მაგრამ თუ ჩვენ მათთან მუშაობა გვიწევს, ეს შეიძლება ნადვილ კოშმარად იქცეს. ადამიანებმდა შეიძლება დააგვიანონ სამსახურში, წავიდნენ დაწესებულ დროზე ადრე, და ამავდროულად შეუძლიათ მოძებნონ თავისი ხშირად არყოფნის მიზეზი. ზალიან ცოტას თუ უყვარს ასეთებთან ერთად მუშაობა. ასეთი თანამშრომლები ხშირად სხვებსაც უშლიან მუშაობას, მაგრამ ყველაზე უარესი ისა, რომ მათ უწევთ ურთიერთობა დამკვეთებთან ან მომწოდებლებთან. მაშინ შესაძლებელია უფრო სერიოზული პრობლემების წარმოქმნაც. ბუნებრივია, რომ არავის არ სურს პრობლემურ თანამშრომლებთან მუშაობა, რადგან ეს ამცირებს შრომის ნაყოფიერებას, იწვევს მორალურ პრობლემებს მომწოდებლებთან და კლიენტებთან. ვცადოთ გავერკვეთ, თუ როგორ უნდა დავალაგოთ სიტუაცია ასეთ მუშაკთან.
ამ პრობლემის გადაჭრის 5 ნაბიჯი:
1)ნუ გაუკეთებთ იგნორირებას პრობლემას. რთული მუშაკების პრობლემის გადაჭრის ყველაზე პოპულარული საშუალება, რომელსაც მეჯენრთა უმრავლესობა მიმართავს - ეს არის თვითონ პრობლემის არშემჩნევა. სამწუხაროდ, ეს პრობლემის ყველაზე არაეფექტური გადაწყვეტაა. ის მხოლოდ გაიზრდება და მივა ახალ უსიამოვნო შედეგებამდე. არ უნდა ვიქონიოთ პრობლემის თვითმოგვარების იმედი. ის უნდა ვაღიაროთ და დავიწყოთ გადაწყვეტა - ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სიტყვებით ეს შეიძლება მარტივად მოგვეჩვენოს, მაგრამ საქმით ეს გაცილებით რთულია.
2) ჩაერიეთ რაც შეიძლება სწრაფად.როგორც პრობლემა ნათელი გახდება, აუცილებელია დაუყოვნებლივი ზომების მიღება. თუ მას დავტოვებთ ხელშეუხებლად, ის მხოლოდ გამწვავდება და მენეჯერი ვალდებულია მიხედოს ამ პრობლემას. თუ მუშაკი რეგულარულად იგვიანებს, შეიძლება თქვენთან მიიწვიოთ და ერთად გაარჩიოთ სიტუაცია. უნდა აგრძნობინოთ, რომ ეს მიუღებელია და შეიძლება მისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვეს. თუ თანამშრომელი არაჯეროვნად მუშაობს მომწოდებლებთან, უნდა გაირკვეს, თუ რატომ ხდება ეს. აქ რბილად გავადივართ შემდეგ ნაბიჯზე.
3)პერსონალური საუბარი. მას შემდეგ, როდესაც პრობლემა გარკვეულია და მენეჯერი გადაწყვეტს აუცილებელ ჩარევას, საჭიროა თანმაშრომელთან პირადად უბრალოდ გასაუბრება აფიშირების გარეშე. ეს უნდა იყოს პირადი საუბარი, რომლის დროსაც მუშაკს უნდა განემარტოს წარმოქმნილი პრობლემა და ეთქვას, თუ რატომ არ აწყობს ეს კომპანიას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია პრობლემის ახსნა იმ შემთხვევაშიც, თუ თანამშრომელი უარყოფს მის არსებობას. ასეთი რამეც არაა იშვიათი. მას უნდა აესნას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თანამშრომლის ასეთ საქციელს.
4)დაეხმარე პრობლემურ მუშაკს სწორ გზაზე დაბრუნებაში.მას შემდეგ, როცა თანამშრომელი მიხვდება, რომ პრობლემა არსებობს, ძალისხმევა უნდა მიმართოთ მისი გადაჭრისაკენ და ამავდროულად დაეხმაროთ ადამიანს . შესთავაზეთ მას თქვენი დახმარება და ერთად უნდა მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ თუ რის გაკეთება შეიძლება საერთო პრობლემის აღმოსაფხვრელად. ხშირ შემთხვევაში ასეთ სიტუაციაში ის აგყვებათ საუბარში და თუ მუშაკი კეთილსინდისიერი ადამიანია, მუშაობაშიც ჩაერთვება. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, თქვენი დახმარება არც კი გახდეს საჭირო.
5) თუ ეს ყველაფერი არ იძლევა შედეგს, მაშინ პრობლემის გადასაჭრელად სამსახურიდან განთავისუფლება შეიძლება ერთადერთი სწორი ნაბიჯი გამოდგეს. სამწუხაროდ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვენმა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღოს. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალია - ასეთი მუშაკის თავიდან მოშორება. ეს ყოველთვის უსიამოვნოა, მაგრამ ხანდახან სამსახურიდან გაშვება ძნელი თანამშრომლის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.
თქვენ გაეცანით უბრალო ალგორითმს, რომელიც დაგეხმარებათ რთულ თანამშრომლების პრობლემის გადაჭრაში. თუ თქვენ მათ გამოიყენებთ, მაშინ უმეტეს შემთხვევებში პრობლემების მოგვარებასაც შეძლებთ. ხოლო სხვა სიტუაციებში სუფთა სინდისით დაემშვიდობებით ასეთ მუშაკს.