ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაბიზნესის და მენეჯმენტის კომბინაციები

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნესის და მენეჯმენტის კომბინაციები
 | რეიტინგი 3 


ნებისმიერი ბიზნესი შეიძლება დაიყოს 4 კატეგორიად:

  1. კარგი ბიზნესი და კარგი მენეჯმენტი
  2. კარგი ბიზნესი და ცუდი მენეჯმენტი
  3. ცუდი ბიზნესი და კარგი მენეჯმენტი.
  4. ცუდი ბიზნესი და ცუდი მენეჯმენტი

კარგი ბიზნესი - არის ისეთი დარგის კომპანია, რომელსაც აქვს მომდევნო ათწლეულში ზრდის დიდი პოტენციალი და ამავდროულად იძლევა კარგ მოგებებს ამჟამადაც. თუ საკუთარი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად კომპანიას არ სჭირდება სისტემატიური დიდი კაპდაბანდებები მას თამამად შეიძლება დაერქვას გადასარევი ბიზნესი (სარეკლამო ბიზნესი, სტამბა, ტელევიზია, სიგარეტების წარმოება და ა.შ.).

ცუდი ბიზნესი - არის დარგი, რომელიც იძლევა მცირე მოგებებს და საჭიროებს დიდ თანხებს ბიზნესის საწარმოებლად (სწრაფი ჩარიცხვები, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ავიაცია და ა.შ.).

კარგი მენეჯმენტი - მმართველები, რომლებიც არიან სამართლიანი, პირდაპირი, არ იტყუებიან, გააჩნიათ ბიზნეს ალღო.

ცუდი მენეჯმენტი - არის მმართველები, რომლებიც ხლართავენ და ხელს უწყობენ ინტრიგებს ("გათიშე და იბატონე"), თრგუნავენ შრომისმოყვარე და ნიჭიერ თანამშრომლებს (რომ არ "წაართვან ადგილი"), მუდმივად იტყუებიან და ალამაზებენ საქმის ვითარებას, სულ იმას ფიქრობენ, როგორ "მოტეხონ მაყუთი".

 

მე, როგორც ინვესტორს მაინტერესებს მხოლოდ პირველი ამ ჩამონათვალში. გარკვეულ ვითარებაში შეიძლება დავინტერესდე ცუდი ბიზნესითა და კარგი მენეჯმენტით. ეს იქნება იშვიათად, თუკი შემხვდა მეტისმეტად არაორდინალური პიროვნება. ვიქნები ფრთხილი, ინვესტიციების დაცვის მიზნით შევიტან მთელ რიგ პუნქტებს ხელშეკრულებაში.

 

აბსოლუტურად არ მაინტერესებს კარგი ბიზნესი და ცუდი მენეჯმენტი. 1995 წელს დავყვებოდი “ტყავის ბიზნესში” ახლობლებს. ფული იყო “ვედროებით”, მაგრამ ადამიანები, რომლებიც საქმეს აკეთებდნენ, მუდმივად უტეხავდნენ ერთმანეთს მაყუთს. რამდენიმე თვეში საქმე გასკდა. თურქი ბიზნესმენი, ფულს აძლევდა საკუთარ ძმას, ეს უკანასკნელი კი იყო ქართველების პარტნიორი. ბიზნესმენმა ძმა ამხილა ფულის მოტეხვაში და “დახურა კანტორა”. მახსოვს როგორი კომენტარი გააკეთა მან: “გარედან შემოსული ქურდი ბევრად სჯობს, შინაურ ქურდს, რადგან შემოპარული ქურდი მოიპარავს და წავა. შინაური კი სულ გპარავს და გპარავს მუდმივად”. გარდა ამისა: “ცუდ ადამიანებთან არასდროს გამოვა კარგი საქმე”.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge