არის ერთი მარადიული, ხშირად გამოყენებადი სიტყვა - "მაგრამ". თუ მას გაუაზრებლად და ავტომატურად გამოვიყენებთ, ის შეიძლება გახდეს ერთ ერთი ყველაზე დამანგრეველი სიტყვა თქვენს ლექსიკონში. როდესაც ვიღაცა ამბობს: "ეს რა თქმა უნდა მართალია, მაგრამ..." რისი თქმა უნდა ამით? უნდა მას თქვას, რომ ეს მთლად მართალი არ არის, თუ უნდა თქვას რომ ამას არა აქვს მნიშვნელობა? სიტყვა "მაგრამ" ხომ პრინციპში ნიშნავს ყველაფრის, რაც ადრე ითქვა, უარყოფას. რა გრძნობები დაგეუფლებათ, როდესაც გეტყვიან: "თქვენ რა თქმა უნდა მართალი ბრძანდებით, მაგრამ..."? უმჯობესი ხომ არ იქნება რომ სიტყვა "მაგრამ" შევცვალოთ სხვა სიტყვით, მაგალითად სიტყვით "და"? რა იქნება თუკი იტყვით: "ეს რა თქმა უნდა ყველაფერი მართალია, და არსებობს კიდევ რაღაცა, არანაკლებ სწორი..."? ან კიდევ: "ეს ძალზედ საინტერესო იდეაა, და კიდევ ერთი ვარიანტი, რომელზეც შეიძლება ვიმსჯელოთ..." ორივე შემთხვევაში თქვენ იწყებთ თანამოსაუბრესთან თანხმობით, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შექმნათ წინააღმდეგობა, თავაზობთ თანამშრომლობის ახალ მიმართუ
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.