ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაჭიანჭველა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ჭიანჭველა
 | რეიტინგი 3 

 

მართალია, ჭიანჭველა ძალზე მცირე ზომის არსებაა, მაგრამ ადამიანებს მისგანაც შეგვიძლია სასარგებლო რამის სწავლა. ეს უჩვეულო არსება ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან გვაკვირვებდა. ჩვენ პატარები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ თურმე ჭიანჭველას შეუძლია თავის მასაზე ათჯერ მეტი ტვირთის აწევა და ამ თვალსაზრისით ის ყველაზე ძლიერად შეიძლება ჩაითვალოს.

აღმოჩნდა, რომ ჭიანჭველები გამჭრიახი და გონიერი მწერებიც ყოფილან. მათ შეუძლიათ რთული საბრძოლო სტრატეგიების შემუშავებაც კი მტრებთან ბრძოლაში. მე მსურს მოგახსენოთ სამი თვისება, რომელიც გააჩნია ჭიანჭველებს და მხოლოდ ამ სამი თვისების მიბაძვაც კი ნებისმიერ ადამიანს უდიდეს უპირატესობას მიანიჭებს ცხოვრებაში.

აი ეს სამი თვისება:

1. ჭიანჭველა სულ მოძრაობს და არასდროს ჩერდება. უძრავად გაჩრებული ჭიანჭველა - არის მკვდარი ჭიანჭველა. თქვენ ოდესმე გინახავთ ცოცხალი ჭიანჭველა, რომელიც არ მოძრაობდა? მე პირადად არასდროს.

2. ჭიანჭველა გაზაფხულზე გაღვიძებიდან შემოდგომის სიცივეებამდე იმარაგებს ზამთრის საკვებს. რამდენ საკვებს იმარაგებს ჭიანჭველა? რამდენსაც მოასწრებს. მისთვის არ არსებობს ფიქრები: „მე მგონი უკვე საკმარისი ზამთრის მარაგი შევაგროვე და შემიძლია დავისვენო". ის სულ ეზიდება, ეზიდება, ეზიდება და კიდევ ერთხელ ეზიდება თავის სოროში საკვებს. მართალია, თავად ჭიანჭველა ვერასდროს შეჭამს იმდენს, რამდენსაც სოროში შეზიდავს, მაგრამ ეს სრულებითაც არ არის მისთვის მოდუნების საბაბი.

 

 

3. ჭიანჭველა, რომელიც გადააწყდება წინააღმდეგობას, აკეთებს იმდენ მცდელობას, ვიდრე არ დაძლევს მას. მისთვის არ არსებობს „დაუძლეველი წინაღობა". ჭიანჭველამ შეიძლება გააკეთოს ათობით, ასობით, ათასობით მცდელობა, მაგრამ ის არასდროს დაიღლება იმდენად, რომ არ დარჩეს კიდევ ერთი მცდელობის ძალა. მაგალითად, ჭიანჭველებმა გადაწყვიტეს, რომ გადაელახათ მდინარე. წარმოიდგინეთ ამოცანის სირთულე. ამ მცდელობებს შეეწირა 500 მლნ. ჭიანჭველა, მაგრამ ეს არ გამხდარა მათთვის პრობლემა. თავდაპირველად გადაწყვიტეს პირდაპირ „გაეარათ მდინარეზე", მაგრამ ხომ წარმოიდგინეთ ამას რა მოჰყვებოდა. შემდეგ იფიქრეს „ტივზე დამჯდარიყვნენ", რომელსაც მდინარეზე მგზავრები გადაჰყავდა. ვერ შეძლეს. შემდეგ დაიწყეს მდინარის კალაპოტის ქვეშ გვირაბის გათხრა და მხოლოდ ასე შეძლეს მეორე ნაპირზე გადასვლა.

ერთმა ადამიანმა ჩაატარა ასეთი ცდა. აიღო მინის ქილა, შიგ მოათავსა თაფლის წვეთები. დახუფა ქილა. თავსახურში გააკეთ ხვრელი, ჩაარჭო წვრილი პლასტმასის ღერო და დატოვა ღამე მაგიდაზე. მეორე დილით ქილა ხელუხლებელი დახვდა. რამდენიმე დღე ჭიანჭველა უშედეგოდ ცდილობდა ქილაში შეღწევას. ღერო მეტად მყარი იყო იმისათვის რომ გადაეხრა. არც მიწოლით და ვერც გამოქაჩვით არაფერი გამოუვიდა. 12 დღის შემდეგ, ადამიანს ღერო ამოძრობილი დახვდა ქილიდან. მაშინ გამომცდელმა კამერა დატოვა ჩართული ქილასთან, რათა გაეგო, თუ როგორ მოახერხა ჭიანჭველამ ამ „ამოცანის" გადაჭრა. აღმოჩნდა, რომ ჭიანჭველა წინა თათებით ამოწევდა ღეროს, შემდეგ მუცლით მიაწვებოდა, რათა ქვევით არ ჩავარდნილიყო და შემდეგ ისევ დაბლა ჩასჭიდებდა კლენჭებს,  ისევ ასწევდა ზევით, კვლავ დაიჭერდა მუცლით და ასე ვიდრე მთლიანად არ ამოაძრო ღერო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იყავით მუდმივად მოძრაობაში, ხარჯეთ ნაკლები ვიდრე შოულობთ, არასდროს მიაგდოთ საქმე პირველ ან მეორე უშედეგო მცდელობაზე და გააკეთეთ იმდენი მცდელობა, ვიდრე არ მიაღწევთ სასურველ შედეგს და თქვენ უძლეველი და დიადი ადამიანი გახდებით.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge