ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებადისციპლინა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

დისციპლინა
 | რეიტინგი 3 

               ყოველი ადამიანი, ადრე თუ გვიან, უეჭველად განიცდის ორი სახის ტკივილს: დისციპლინის ტკივილს ან სინანულის ტკივილს. დისციპლინის ტკივილი იწონის გრამებს, სინანულისა კი - ტონებს.

რა არის სინანული? სინანული არის იმის გაცნობიერება, რომ გამოსწორება უკვე გვიანია, რომ მეტი შანსი არ მოგვეცემა. ეს გრძნობა ყველას განუცდია, მაგრამ რაც წლები გადის, ის სულ უფრო მძიმდება და მძიმდება. რატომ? იმიტომ რომ სულ უფრო მცირე დრო რჩება ადამიანს და სულ უფრო მეტი რამის გამოსწორება უკვე შეუძლებელი ხდება.

რა არის დისციპლინა?

დისციპლინა, უპირველეს ყოვლისა - ეს არის გადაწყვეტილება აკეთო ის, რისი კეთებაც შეიძლება სრულებით არ გეხალისება, იმისთვის რომ მიაღწიო იმას, რისი მიღწევაც ძალზე გინდა. მაგრამ, ოი საოცრებავ: გარკვეული დროის შემდეგ დისციპლინა იქცევა შემართებად მიაღწიო იმას რისი მიღწევაც ძალზედ გინდა, იმის კეთებით, რისი კეთებაც უკვე გიხარია.

დისციპლინა - არის ხიდი სურვილსა და ქმედებას შორის.

ჩვენ ჯეროვნად ვერ ვაფასებთ "მცირედ განსხვავებებს". გვეჩვენება, რომ მათ არ გააჩნიათ განსაკუთრებული ნეგატიური ზეგავლენა. ვთვლით რომ არაფერიც არ მოხდება თუკი ვერ შევასრულებთ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ თუ ყოველთვიურ გეგმებს. არც ის მიგაჩნიათ ტრაგედიად თუკი 10 საათის ნაცვლად ვმუშაობთ მხოლოდ 9 საათი.

 

 

ფრთხილად იყავით. სინამდვილეში თქვენი ქცევა განაპიროებს, განვლით ცხოვრებას საშუალოდ თუ გახდებით მდიდარი და წარმატებული. დასაწყისში ცხოვრებისეულ გზებში სხვაობა შეადგენს რამდენიმე გრადუსს. მაგრამ მრავალი წლის შემდეგ გზები სრულებით იყრება. არ მოიტყუოთ თავი: თვითდისციპლინა - გაცილებით მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე ეს შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ.

არ არის აუცილებელი რომ იყო რაკეტების შემქმნელი, იმისათვის რომ იყო მდიდარი. არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება, არც მაღალანაზღაურებადი სამსახური და საერთო რამენაირი ფულიც კი, იმისათვის რომ დასაწყისი დაუდო რამეს. ყველაფერი, რაც არის საკმარისი - ეს არის იცოდე რა გინდა, გქონდეს გეგმა და მიჰყვე მას. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც საჭიროა - არის მცირეოდენი დისციპლინა. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ როცა საქმე ეხება ფულს, დისციპლინა მეტად დეფიციტი ხდება.

გახსოვდეთ, წარმატების საწინდარია სტარტი და ფინიში. გადაწყვეტილებები გვეხმარებიან ავიღოთ სტარტი, ხოლო დისციპლინა გვეხმარება მივიდეთ ფინიშამდე.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge