ცხოვრება შეიძლება შევადაროთ ლაბირინთს, რომელსაც აქვს თავისი დერეფნები, კარები და ოთახები. ჩვენი მიზანია - მოვხვდეთ საჭირო დერეფანში დროულად და შევაღოთ კარები სწორ ოთახში. რაც უფრო მეტ კარს შეაღებთ, მით უკეთესია.
ბავშვობა შესანიშნავი დროა, როდესაც კარები იღება და იღება. ვსწავლობთ ლაპარაკს, სიარულს - ესეც ახალი შესაძლებლობები ანუ ახალი კარები. აქ არის ერთი გარემოება. მაგალითად, თუკი დროზე არ ვისწავლით უცხო ენას უაქცენტოდ, შემდეგ უკვე ეს შეუძლებლად გვეჩვენება. თუკი ბავშვობიდან არ ვივარჯიშეთ ინტენსიურად ფეხბურთში, მანჩესტერის გუნდში მოხვედრაზე ნუ ვიოცნებებთ - ეს კარი უკვე დაკეტილია. სამწუხაროდ, კარების „მოხურვა" არ გვესმის, მეტიც, ვერავინ ვერ გებულობს რომელ კონკრეტულ დროს დაიხურა ის. უამრავი შესაძლებლობების კარების გაღების ხმაურში, არავინ აქცევს ყურადღებას კარების დახურვის ყრუ ხმას. სამაგიეროდ ზოგიერთ ჩვენთაგანს მკაფიოდ შეუძლია დაინახოს, თუ როდის „გაიღო" კარი, მაგრამ შევა თუ არა ის იმ კარში ე.ი. დაიწყებს თუ არა მოქმედებას მაშინათვე, ეს უკვე რთულია საკითხია. არსებობს „ნოეს სინდრომი", რაც მდგომარეობს შემდეგში: „იწინასწარმეტყველო წარღვნა არ ითვლება, აი თუკი ააგებ კიდობანს, ეს უკვე ითვლება". ბევრი ადამიანი ხმამაღლა ღაღადებს: „დავინახე, დავინახე აი ის კარი გაიღო, ხედავთ? ვინც იქ შევა უამრავ განძს იპოვის, იჩქარეთ, იჩქარეთ, თორემ მერე გვიან იქნება". ამ დროს რას აკეთებს თავად ეს „კარის აღმომჩენი"? არაფერს. ის დგას კარის წინ და გაჰყვირის სიხარულისგან თავბრუდახვეული.
დროთა განმავლობაში მარშრუტი ლაბირინთში სულ უფრო რთული ხდება. ვისწავლეთ რამე - ეს შესაძლებლობის ერთი კარია. არ ვისწავლეთ? უკვე სხვა კარი და დერეფნებია ჩვენს წინაშე.
რაც დრო გადის და წლები გვემატება, სულ უფრო ნაკლები კარები იღება ჩვენს წინ. სანაცვლოდ ადრე გაღებული კარები უფრო სწრაფად იხურებიან. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად უკვე უფრო გააზრებულად ვაღებთ კარებს. დაუფიქრებლად არ ვეცემით პირველივე შემხვედრ კარს, როგორც ამას ადრეულ ასაკში ვაკეთებდით. უფრო დინჯად დავაბიჯებთ დერეფნებში, სასურველი კარის ძიებაში. ხდება, რომ ოდნავ შევაღებთ კარს და შევიცქირებით იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, ჩვენ რომ გსურს ის ოთახია თუ არა. დგება დრო, რომ კარები პანტა-პუნტად იწყებს დახურვას და უკვე წამების საკითხია, შევასწრებთ თუ არა კარში გაძრომას. მოვასწარით? ხომ კარგი, თუ არა და მოგვიწევს დახურულ კართან დგომა მწარე სინანულის გრძნობით დამძიმებულებს. ამ დროს დერეფნებში კარები სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გხვდება. ზოგჯერ, ჩვენ დაშინებულები შევვარდებით პირველივე გამოჩენილ კარში, ოღონდაც კი არ დავრჩეთ მარტონი დერეფანში. შემდეგ ვარკვევთ, რომ სულაც არ გვსურდა იქ მოხვედრა. არის შემთხვევა, რომ გამოვდივართ უკან, სხვა კარის საძებნელად. ასეთ შემთხვევაში ისე უნდა გამოვიდეთ, რომ კარი ოდნავ შეღებული დავტოვოთ. ხომ შეიძლება მოგვიანებით მოგვიწიოს ამ კარში შემოსვლა. თუკი კარი ჩავკეტეთ გამოსვლისას (დედა ვაგინეთ კომპანიის დამფუძნებელ-დირექტორს, სანამ წამოვიდოდით სამსახურიდან), ეს ავიწროვებს ჩვენს შესაძლებლობებს (ხომ შეიძლება დამფუძნებელმა სხვა დირექტორი დანიშნოს და მასთან მოისურვოთ მუშაობა მოგვიანებით). ვერავინ იტყვის დარწმუნებით: „ეს კარი მე არასდროს დამჭირდება".
ბევრად მეტი შანსები აქვთ მათ, ვინც იცის მარშრუტი, ვინც თავად ირჩევს გზას. ვისაც აქვს მიზანი ცხოვრებაში, ის არასდროს დაიკარგება ცხოვრების ლაბირინთში. ის ისე დააბიჯებს დერეფნებში, როგორც საკუთარ სახლში. მან ზუსტად იცის, რომელი კარები სჭირდება და რომელ კარებში დაკაკუნებაც კი არ ღირს. ასეთი ადამიანი არ ხარჯავს დროს ფუჭ მოქმედებებში და სიარულში. ვისაც აქვს მიზანი, მან შეიძლება არ იცოდეს ზუსტად როგორი იქნება ოთახი კარს მიღმა, მაგრამ მან ზუსტად იცის სად უნდა მოხვდეს საბოლოოდ.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.