ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებასაკუთარი თავის რწმენა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

საკუთარი თავის რწმენა
 | რეიტინგი 3 

 

საკუთარ თავში დარწმუნებულობა - არის გონების მდგომარეობა და როგორც ასეთი, ის გახლავთ ზრდის პროცესში ადამიანის მიერ მიღებული აღზრდის პირდაპირი შედეგი. დარწმუნებულობა - არის ერთ-ერთი უმთავრესი ადამიანური თვისება. თუკი თქვენ არ გაქვთ ის, მაშინ გარე სამყარო წარმოგიდგებათ საშინელ, ხიფათით სავსე, საშიშ  ადგილად, ადგილად, სადაც ყოველ ნაბიჯზე ვიღაცაა ჩასაფრებული.

სწორედაც საკუთარ თავში დარწმუნებლობის უკმარისობა აღვივებს ადამიანში ისეთ მანკიერ თვისებების, როგორებიცაა მეტისმეტი ხათრიანობა, სიმხდალე, მუდმივად მარცხის მოლოდინი და შიში იმისა, რომ გაკიცხული იქნებიან ახლობლების მიერ. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ არასრულყოფილების კომპლექსი, განცდა იმისა, რომ ისინი დაბადებიდან უიღბლონი არიან. საკუთარ თავში რწმენის გაღვივება აუცილებელი პირობაა, რათა ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში.

მაშ, საიდან მოდის საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდა? ის მოდის მაშინ, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ის აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ გრძნობებს. ამ წინადადებაში საკვანძო სიტყვაა „კონტროლი". როდესაც თქვენ აკონტროლებთ სიტუაციას, თქვენ ნაკლებად გაწუხებთ ხასიათ ცვალებადობა, თქვენ თავად მართავთ საკუთარ რეაქციებს. თქვენი ემოციები ნაკლებად აწვება თქვენს ნერვულ სისტემას. ადამიანები ვერც შეგაწუხებენ და ვერც გაგაწბილებენ. თქვენთვის უცხოა იმედგაცრუება.

 


 

 

სულის სიღრმეში, თქვენ ხვდებით, რომ თავად აკონტროლებთ თქვენს ბედს და საკუთარი ცხოვრების მოვლენებს. თქვენ იცით, რომ ყოველთვის გაქვთ არჩევანი იბრძოლოთ (გადაწყვიტოთ პრობლემა), ან უარი თქვათ ბრძოლაზე (არ გადაჭრათ პრობლემა). თქვენ აკონტროლებთ სიტუაციას! ეს არის კონტროლის საუკეთესო ფორმა - საუკეთესო საშუალება, აამოქმედოთ თქვენში არსებული ფარული რესურსები.

  ძლიერი ადამიანები არ უშინდებიან სიძნელეებს. მათზე გავლენის მოხდენა მეტისმეტად რთულია. მათი, საკუთარ თავში დარწმუნებულობა არ არის დამოკიდებული სხვა ადამიანების აზრზე. მათ არ ესაჭიროებათ, რომ მათი ქმედებები მოიწონონ სხვებმა. ძლიერ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, იყვნენ ის რაც არიან. ძლიერ ადამიანებს არც იმის ეშინიათ, რომ ისწავლონ სხვებისგან. მათ იოლად შეუძლიათ მიიღონ ალტერნატიული ან სრულებითაც საწინააღმდეგო აზრი, თუკი დარწმუნდებიან, რომ ის ობიექტურად არის დასაბუთებული. ყოველივე ეს არის იმიტომ, რომ მათი ძალა მოდის შიგნიდან.

ვერავინ ვერ გაგაბრაზებთ, ვერავინ ვერ გამოგიყვანთ წყობილებიდან, ვერავინ ვერ გაგიგდებთ ფეხქვეშ, თუკი თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას არ გაბრაზდეთ, არ დაკარგოთ ემოციური წონასწორობა და სწრაფად წამოხტეთ, როდესაც ძირს დაგანარცხებენ. ყოველივე ეს არის თქვენი არჩევანი. გეთანხმებით, ამის თქმა ბევრად იოლია, ვიდრე განხორციელება, მაგრამ თუკი თქვენ ხშირად „ივარჯიშებთ", საბოლოოდ აუცილებლად მიაღწევთ შედეგს.

მე ვიცი, თქვენ გამოგივათ!

 


 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge