ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაქველმოქმედება

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ქველმოქმედება
 | რეიტინგი 3 

ბიბლიაში წერია: „სადაც იმყოფება თქვენი განძი, იქ იმყოფება თქვენი გულიც".

ის, თუ როგორ განვკარგავთ ჩვენ ფულს, არის ჩვენი სულიერი განვითარების გამოხატულება. თუკი ვიხელმძღვანელებთ ბიბლიის ტექსტით აღმოჩნდება, რომ ჩვენ ვართ უფლის ქონების განმკარგველები. განმკარგველი, ნიშნავს რომ ქონება ჩვენ არ გვეკუთვნის, არამედ ჩვენ მოგვანდეს მეურნეობის გაძღოლა. მიუხედავად იმისა, რომ ქონება ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ვმართოთ სხვისი ქონება ისეთნაირად, რომ მან მოუტანოს მოგება მის მფლობელს. და როდესაც წარვსდგებით უფლის წინაშე, ჩვენ მოგვკითხავენ, თუ როგორ ვმართავდით ჩვენთვის მონდობილ ქონებას.

ღმერთს არ სჭირდება ჩვენი ფული, მას უბრალოდ სურს, რომ მისი ქმნილება იყოს გულმოწყალე, გულუხვი, მზრუნველი. ბიბლიაში წერია: „რასაც დასთეს იმას მოიმკი". იგივე შეუძლება ითქვას ფულზეც. როდესაც გლეხი თესავს ველზე 50 კგ ხორბალს, ის არ ელის, რომ მოსავალი იქნება 50 კგ. ის ელის, რომ მოსავალი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე თესლი იყო. რამდენად მეტი იქნება მოსავალი ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის: ამინდზე (იღბალი), თესლის ხარისხზე (რამდენად სრულყოფილი იყო გეგმა), ნიადაგის ხარისხზე (რა გარემოში ვართ), მოვლაზე (რამდენად გონივრულად ვაკონტროლებთ პროცესს). იგივე შეიძლება ითქვას როდესაც ადამიანი გასცემს. მას აუცილებლად დაუბრუნდება მეტი, მაგრამ რამდენად მეტი, ეს დამოკიდებულია, მაგალითად იმაზე, რამდენად უნდოდა და უხაროდა მას გაცემა. თუ ადამიანმა გასცა იძულებით (ცუდად რომ არ გამოჩენილიყო, ან უხერხული იყო უარის თქმა) და არავითარი სიხარული არ განუცდია გაცემისას, მას დაუბრუნდება, შესაბამისად მცირედი „წანამატით". თუ გასცა იმიტომ, რომ სურდა და უხაროდა გაცემა, შეგრძნება იმისა, რომ ვიღაცას ასიამოვნა ან გაახარა გაჭირვებული, მას დაუბრუნდება ბევრად უფრო გულუხვად. სწორედ ასეთი გამცემი უყვარს უფალს. გვახსოვდეს, ჩვენი გულუხვობა ვერასდროს ვერ იქნება უფლის გულუხვობაზე მეტი.

 

რამდენად დიდი თანხებიც არ უნდა გავცეთ ქველმოქმედებაზე, უფალს აქვს საშუალება დაგვიბრუნოს ბევრად მეტი. ჯორჯ სოროსი თავის წიგნში წერს: „რაც უფრო მეტს გავცემდი ქველმოქმედებაზე, მით უფრო მეტ ფულს ვშოულობდი საფონდო ბაზრებზე". როდესაც ჩვენ სისტემატიურად გავცემთ ქველმოქმედებაზე, ჩვენ ფაქტიურად უფალს ვეუბნებით: „თუ გსურს, რომ ვინმემ მიიღოს მატერიალური დახმარება, მაგრამ თავად ამ ადამიანს არ შეუძლია ასეთი ფულის შოვნა მაშინ, როცა მას სჭირდება თანხა, მე შემიძლია ვიყო შუამავალი". და უფალი გვიგზავნის ჩვენ შესაძლებლობებს, რომ ვიშოვოთ ბევრად მეტი ვიდრე ჩვენ გვჭირდება, ვინაიდან ჩვენ ვართ არხი, რომლის საშუალებითაც ფული მიედინება იმ ადამიანებისკენ, რომელთაც თავად არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა (უსინათლოები, ინვალიდები, მოხუცები, მიტოვებული ბავშვები, ავადმყოფები და ა.შ.). უფალს არ შეუძლია პირადად მივიდეს ოჯახში და მიიტანოს 50 ათასი დოლარი ოპერაციისთვის, მაგრამ მას შეუძლია აშოვნინოს ბიძინა ივანიშვილს დამატებით მილიონი, რომ მან გადაიხადოს ამ ოპერაციის ფული. ადამიანებს შეცდომით ჰგონიათ, რომ თუკი ადამიანი ძუნწია, ამით ის გამდიდრდება. მაგრამ ცხოვრება გვანახებს, რომ ისინი ვინც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, რატომღაც სულაც არ არიან მდიდრები. ისინი შეიძლება იყვნენ, საუკეთესო შემთხვევაში შეძლებულები, ძირითადად კი ასეთი ადამიანები არიან ღარიბები. ებრაელებს აქვთ ანდაზა: „შეკრულ მუჭში ვერაფერს ვერ ჩაიდებ, თუ გაშლი მუჭს, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქ რაიმე მოხვდეს".



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge