დავუშვათ, რომ მომავალ წელს ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი კრივში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი იქნება ერთი სპორტსმენი. მსოფლიო ჩემპიონი არ იქნება 2, 3, 5 ადამიანი. ის იქნება ერთი ადამიანი. უფალს კრივის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამარჯვება უდევს ჯიბეში. ის აკვირდება სპორტსმენებს და ფიქრობს, ვის მისცეს ეს გამარჯვება თავისი ჯიბიდან. უყურებს პეტრეს და ფიქრობს: „ეს პეტრე კარგი ბიჭია, მაგრამ ხშირად აცდენს ვარჯიშებს, რომ გაერთოს ძმაკაცებთან. არა პეტრეს არ მივცემ ამ გამარჯვებას. კარგიიიი, მოდი აბა დავაკვირდეთ პავლეს. პავლე არ აცდენს ვარჯიშებს, მაგრამ რაღაც შინაგანი კომპლექსი აქვს. ზედმეტად ფრთხილობს და ბოლომდე არ იხარჯება. არა, არ გამოდგება პავლე. კეთილი, მოდი დავაკვირდეთ აბა ვინ არის მეტი. ივანე არ აცდენს ვარჯიშებს, ასრულებს მწვრთნელის ყველა მითითებებს, არ ეტანება ალკოჰოლს, ბოლომდე იხარჯება. აი ამას მივცემ ამ გამარჯვებას." მემგონი მიხვდით აზრს. უფალს გამზადებული აქვს და ჯიბეში უდევს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მსოფლიოში აღიარებული მომავალი ბრენდი, ნობელის პრემია, ქვეყნის პრეზიდენტობა, ახალი პროდუქტი და კიდევ უამრავი გამარჯვება. მაგრამ ის ეძებს ადამიანს, ვის მისცეს ის.
ირველი, რაც სჭირდება უფალს ადამიანისგან, არის მიზანსწრაფვა, შეუპოვრობა. თუ უფალმა დაინახა, რომ ადამიანი შეშინდა და უკან დაიხია, ის არ მისცემს მას გამარჯვებას. არ არსებობს, რომ ორთაბრძოლაში ორივე მებრძოლი იყოს ერთნაირი მამაცი, ღონიერი, მარჯვე. ყოველთვის, გახსოვდეთ, ყოველთვის, ერთ-ერთი მებრძოლი შეშინდება და უკან დაიხევს. ალბათ გითამაშიათ კარტები. შეიძლება თქვენ არ გითამაშიათ თავად კარტი ფულზე, მაგრამ აუცილებლად გექნებათ ნანახი კარტის ფულზე თამაში (ტელევიზორში მაინც, თუ რეალურად არა). უმეტესი მოთამაშეები კარტებს ყრიან, ვიდრე არ დარჩება ორი მოთამაშე. რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს მათი „ორთაბრძოლა", ბოლოს ერთი დანებდება და გაშლის კარტს. მაგრამ არ გვინდა სევდიანზე.
მაშ ასე, თუ თქვენ არ დანებდებით, თუკი თქვენ მიუხედავად იმისა, რომ დაგანარცხეს მეშვიდეჯერ, რომ თავი გახეთქვაზე გაქვთ, რომ თვალებში თითქმის ვერაფერს ხედავთ, რომ ფეხებს ვერ გრძნობთ, რომ მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებთ თავში, როდის დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი, რომ ყურებში შუილის მეტი არაფერი გესმით, მაგრამ მაინც იპოვით საკუთარ თავში ძალების იმ მცირედ მარცვლებს, რომ ფეხზე წამოდგეთ - უფალი თქვენთვის გადადებს გამარჯვებას.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.