ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაამოცანის პასუხი

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ამოცანის პასუხი
 | რეიტინგი 3 

 

ერთსა და იმავე პრობლემაზე ფიქრისას ადამიანები აკეთებენ სხვადასხვა დასკვნებს. ისინი არ არის დამოკიდებული მათ აზროვნებაზე. ყოველი ადამიანის მიერ გაკეთებული დასკვნები ეფუძნება იმას, თუ რა წიგნები აქვს მას წაკითხული, თუ როგორ ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობები, თუ რა ამოცანები ჰქონდა გადაჭრილი ადრე და რა შეცდომები ჰქონდა დაშვებული წარსულში. და, რაც მთავარია, რა დასკვნები ჰქონდათ მათ გაკეთებული, ამოცანების ამოხსნისა და შეცდომების დაშვებისას. ადამიანი - არის ყოველივე მასზე თავსგადამხდარი მოვლენების ჯამი.

ამოცანის ფორმულირება - არის აზროვნების პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა და ამავდროულად მას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა.

მაგალითად ავიღოთ მარტივი ამოცანა 2 + 2 = 4. შეიძლება ახლა ჩემი ნათქვამი მოგეჩვენოთ მეტად ბანალურად, მაგრამ ამაში ღრმა აზრი დევს. ტოლობის მარცხენა მხარე არის მარჯვენა მხარის იდენტური. ამოცანის ამოხსნა (მარჯვენა მხარე) - არის ამოცანის პირობა (ტოლობიდან მარცხენა მხარე), დაწერილი განსხვავებული ფორმით. თქვენს მიერ ამოცანის ფორმულირებაზე არის დამოკიდებული პასუხი, რომელსაც თქვენ მიიღებთ. პასუხი ფაქტიურად მოთავსებულია კითხვაში. მას უბრალოდ არ შეიძლება სხვაგან ჰქონდეს „სასუფეველი". მაშასადამე, რაც უფრო სკურპულოზურად იქნება ფორმულირებული ამოცანა, რაც უფრო მეტი შრომა იქნება გაწეული პრობლემის სწორად ჩამოსაყალიბებლად, რაც უფრო მეტი დეტალების გათვალისწინებით მიხვალთ საკითხის ფორმულირებამდე - მით მეტი შესაძლო გადაწყვეტილების პოვნის საშუალება მოგეცემათ.

 

 

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი თქვენ არ მოგწონთ პრობლემის „თქვენებური" გადაწყვეტა, უბრალოდ განსხვავებული ფორმულირება მიეცით ამოცანას.

ფიზიოლოგიურად, არ არის განსხვავება ჩვეულებრივ ადამიანსა და გენიოსს შორის. ნებისმიერი გენიოსი, რომელიც მოათავსეს „საკვლევი გამადიდებელი შუშის" ქვეშ, აღმოჩნდა სრულებით ნორმალური ადამიანი. ამის ასობით მაგალითი არსებობს უამრავ სფეროში, იქნება სპორტი, მეცნიერება, ხელოვნება, ბიზნესი თუ ნებისმიერი სხვა. „რჩეულოები" არ არსებობს. განსხვავება გენიოსსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის არის მხოლოდ ის, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ატოვებს ფიქრს, როგორც კი იპოვის პირველივე პასუხს. გენიოსი კი, არ ჩერდება პირველი პასუხის მიღებისას. ის აგრძელებს ფიქრს, ის აგრძელებს ცდებს, ის აგრძელებს სხვა შესაძლო პასუხების ძიებას.

რასაკვირველია იღბლის არსებობას არავინ უარყოფს. მაგრამ როგორც გოგო გაცნობის პირველივე წუთების შემდეგ არ გამოგყვებათ ცოლად, იღბალიც არ „მიჰყვება" ადამიანს, რომელიც კმაყოფილდება პრობლემის გადაჭრის „პირველივე პასუხით". რაც უფრო ბევრ შესაძლო „ამოცანის ამოხსნას" პოულობს ადამიანი, მით უფრო იღბლიანი ხდება ის საბოლოო ჯამში.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge