ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაიმოქმედე

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

იმოქმედე
 | რეიტინგი 3 

 

 

დილით, როდესაც აფრიკის ცაზე მზე ამოიწვერება, შველი უნდა გაიქცეს, რათა ლომი არ დაეწიოს და არ შეჭამოს. იმავე დილით, ლომი უნდა ადგეს და გაიქცეს, რათა დაიჭიროს შველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის და მისი ოჯახი მშიერი დარჩება. ვინც არ უნდა იყო: შველი თუ ლომი, დილით, ადგომისთანავე უნდა გაიქცე.

სკოლაში ფიზიკის გაკვეთილებზე გვასწავლიდნენ, რომ უძრავი სხეული ინარჩუნებს უძრაობას, სანამ რაიმე არ გამოიყვანს მას ამ მდგომარეობიდან, ხოლო მოძრავი სხეული ცდილობს შეინარჩუნოს მოძრაობა ინერციის წყალობით.

თუკი არაფერს აკეთებ იმისათვის, რომ შეცვალო შენი ცხოვრება, ნუ ელი იმას, რომ ის შეიცვლება უკეთესობისაკენ თავისთავად. როგორც კი იწყებ მოქმედებას, შენი ენერგიაც იწყებს მატებას. რაც მეტ ძალისხმევას გასწევ, მით უფრო მეტი ენერგიით ივსები. ეს არის უნივერსალური კანონი, ისეთივე, როგორიც არის მაგალითად, გრავიტაციის კანონი და ის მოქმედებს ყველა გარემოებებში.

დაუსვი საკუთარ თავს კითხვა: „რა არის ჩემი შემდეგი ნაბიჯი?" და აუცილებლად უპასუხე მას. და სწორედ ამ პასუხშია ის ენერგია, რომელიც გიბიძგებს მოქმედებისკენ.

ხშირად ჩვენ არ გვინდა რაიმეს კეთება იმ მიზეზით, რომ მოსაწყენად გვეჩვენება ის. არსებობს ერთი საშუალება ამის დასაძლევად. უბრალოდ ზმნა „უნდა გავაკეთო" შეცვალეთ „მინდა გავაკეთო"-თი. ამისთვის საჭიროა იპოვოთ მიზეზი.

მაგალითად, ფიქრი: „სიდედრთან ვარ მისასვლელი. ის ისევ დაიწყებს იმაზე ლაპარაკს, რა უბედურია მისი გოგო ჩემს ხელში" შეცვალეთ ასეთ აზრით: „რა კარგია, რომ მივდივარ სიდედრთან. ის ისეთ გემრიელ ჩაქაფულს დამახვედრებს, რომ თითებს ჩავიკვნეტ". გზაში იფიქრე არა სიდედრზე, არამედ ჩაქაფულზე. იმედია იდეას ჩაწვდით. იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი სურვილები და ქმედებები, საკმარისია შეცვალოთ თქვენი აზრები.

ნებისმიერ მოსაწყენ საქმეს აქვს ორი  მხარე: დადებითი და უარყოფითი. ჩვენი დანაგვიანებული გონება, ჩვენი სტანდარტული აზრები ხშირად არ გვაძლევენ დადებითი მხარის დანახვის საშუალებას. ნებისმიერ არახელსაყრელ სამუშაოში არის არააშკარა სარგებელი. და მის საპოვნელად, ცოტათი უნდა გაისარჯოთ.

არ მოგწონთ კარაქის ან ნამცხვრების მაღალი ფასები? მშვენიერია, მათი ნაკლები მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ინფაქტისა და ინსულტის მიღების ალბათობას. თქვენი ქალიშვილი მეტისმეტად ჯიუტია? შესანიშნავია, ის წარმატებულად დაიცავს თავს მიმზიდველი ახალგაზრდა ვაჟების უხამსი მცდელობებისგან. არ მოგწონთ ქუჩაში მუშაობა? მაგრამ, სამაგიეროდ თქვენ სუფთა ჰაერზე ხართ და ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებთ, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში არ გააკეთებდით და ა.შ.

არ არსებობს ცხოვრებაში სიტუაცია, რომელშიც არაფერია კარგი. ეძებეთ და აუცილებლად იპოვით მას. ყოველთვის!

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge