ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაინდაური ხის კენწეროზე

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ინდაური ხის კენწეროზე
 | რეიტინგი 3 

 

დავუშვათ უფროსი ეუბნება თავის თანამშრომელს: "დღეს დაკრიფე ამ ვაშლის ხეზე რაც ვაშლი ასხია და საღამოსთვის ყველაფერი დასრულებული იყოს". თანამშრომელს ამ შემთხვევაში სჭირდება იარაღები, როგორებიცაა: ვედრო, კაუჭი, კიბე, ყუთები, სამუშაო ტანსაცმელი. ამ იარაღებიდან თუკი რაიმე არა აქვს, ეს შეიძლება აისახოს დავალების შესრულებაზე. მაგალითად, თუკი უფროსი არ მოუტანს კიბეს, თანამშრომელი შეძლებს მხოლოდ იმ ვაშლის დაკრეფა, რომელსაც შეწვდება. ან, თუკი არ მისცა ყუთები, თანამშრომელი ვაშლებს დაყრის მიწაზე, შემდეგ კი იქნება ცალკე სამუშაო გასაწევი მის რაიმე ჭურჭელში გადასალაგებლად. თუ უფროსმა არ მისცა ვედრო, მას მოუწევს უბით აგროვოს ვაშლები და ისე ჩამოიტანოს, რაც ნიშნავს რომ დროულად ვერ შესრულდება დავალება. იქნება ღორი იყო შესადენი და არავინ იზრუნა ამაზე, მაშინ სანამ თანამშრომელი ხეზე იქნება, ღორი ქვევით დალაგებულ ვაშლებს "მიირთმევს". იქნებ უფროსმა კი მიაწოდა ყველა იარაღი მაგრამ ზოგი შუადღის შემდეგ მიუტანა, რითაც ხელი შეეშალა სამუშაოს დროულად შესრულებას.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ უფროს-ქვეშევრდომის დამოკიდებულება არ ნიშნავს მხოლოდ თანამშრომლის პასუხისმგებლობას. უფროსსაც გარკვეული პასუხისმგებლობა გააჩნია, იმისათვის რომ შექმნას ყველა პირობა დავალების შესასრულებლად.

თანამშრომელმა შეიძლება მიიღოს მისი აზრით გენიალური გადაწყვეტილება, თუ როგორ შეასრულოს სამუშაო სწრაფად და დროულად. მან შეიძლება უთხრას უფროსს: "მე მაქვს დროისა და ხარჯების ეკონომიის გადასარევი გეგმა. ჩვენ არ გვჭირდება არც კიბე, არც კაუჭი, არც სამუშაო ტანსაცმელი. ვაშლების დასაკრეფად კი გვეყოფა ნახევარი დღე. მარტო დაგვჭირდება ვედრო, ყუთები და ცული". ამის შემდეგ ერთ საათში მოჭრის ხეს და შუადღემდე ყველა ვაშლი დაკრეფილი იქნება.

მაშ ასე, ვაშლის ხე - არის კომპანიის რეპუტაცია. ყველა მოგება მიიღება მას შემდეგ, რაც ადამიანები ენდობიან კომპანიის მიერ გამოშვებული საქონლის ხარისხს. თუკი მეთოდები, რომლითაც ხელმძღვანელობს კომპანიის თანამშრომლები მიზნის მისაღწევად, არის არამორალური, უსამართლო და მოტყუებასა და ადამიანის შეცდომაში შეყვანაზე დაფუძნებული, ეს ის ცულია, რომლითაც იჭრება მსხმოიარე ხე - კომპანიის რეპუტაცია. თუკი შეილახა კომპანიის რეპუტაცია, მოგება შეიძლება გაქრეს დილის ნისლივით, თითქოს არც არასდროს ყოფილა. სწორედ ამიტომაც არის, რომ უცხოეთის მსხვილ კომპანიებში დიდი ყურადღება ექცევა კორპორატიული კულტურის დაცვას და სამართლიანობის პრინციპებს თანამშრომლებთან, მომწოდებლებთან, კლიენტებთან და ზოგადად საზოგადოებასთან მიმართებაში.

 

 

 

 

დაბოლოს, მინდა მოგიყვეთ ერთი იგავ-არაკი ამ თემაზე.

ინდაურმა დაიჩივლა ბატთან:

- აი, სხვა ფრინველები რა მაღლა დაფრინავენ, მე კი მიწას ვერ ავცდენილვარ.

- მე მოგცემ რჩევას - უპასუხა ბატმა, - ძროხის ნეხვი მეტად ნოყიერია. შეჭამე, ძალებს მოგცემს და შეძლებს შენც ცაში აფრენას.

ინდაურმა დაუჯერა და აკენკა ძროხის ნეხვი. მართლაც იგრძნო ძალა. ფრთები შემოსცხო და მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრში აფრინდა. კიდევ გასინჯა ნეხვი. ცოტა უფრო მაღლა აფრინდა. მერე კენკა და კენკა ნეხვი და იმდენი შეძლო, რომ ხის კენწერომდე ააღწია. ზის კენწეროზე და ვერ დამტკბარა თავისი წარმატების სურნელით. ღრმად სუნთქავს ცივი ნიავის სუფთა ჰაერს. ამ დროს გვერდით გადიოდა მონადირე, შენიშნა ხის კენწეროზე მჯდომი ინდაური, დაუმიზნა თოფი, ესროლა და ჩამოაგდო.

მორალი: ნეხვი შეიძლება დაგეხმაროთ კენწერომდე მიღწევაში, მაგრამ იქ დიდხანს მაინც ვერ გაჩერდებით.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge