ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაკეთროვანი

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

კეთროვანი
 | რეიტინგი 3 

 

კეთრი - არის ავადმყოფობა, როდესაც ადამიანი ზეზეულად ლპება. მას არაფერი არ სტკივა, უბრალოდ ხან თითი მოძვრება, ხან ყური და ა.შ. ის მეტად სუსტია და ძლივს დადის. დღეს ეს ავადმყოფობა ძალზე იშვიათია და მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში თუ ნახავთ კეთროვან ადამიანს. ძველად, ასეთ ადამიანებს არ უშვებდნენ ქალაქში. მათ არც ოჯახის წევრების ნახვა შეეძლოთ, არც სხვა ადამიანებს არ სურდათ მათთან არანაირი ურთიერთობა. ისინი იყვნენ განდეგილები საზოგადოებისთვის. დღეს განდეგილობის სიმბოლოა - შიდსის ვირუსით დაავადებული ადამიანი. მართალია გაჩაღებულია მთელი კომპანია, რათა მოახდინონ ამ საშინელი დაავადებით დასნეულებული ადამიანების დაბრუნება საზოგადოებაში, მაგრამ ეს მეტად რთული პროცესია. ცნობისთვის, შიდსი არ არის ჯანმრთელობის პრობლემა, შიდსი არის მორალის პრობლემა.

მოკლედ, ბიბლიაში მოყვანილია რამდენიმე იგავი კეთროვნებზე. კეთროვანი - არის საზოგადოებიდან გარიყულობის მეტაფორული გადმოცემა. ბიბლიაში მოყვანილი კეთროვნების ისტორიები უნდა გავიგოთ არა, როგორც ავადმყოფობის სიმბოლო არამედ, როგორც საზოგადოების მხრიდან ადამიანის მიუღებლობა. ყველა ადამიანი ამა თუ იმ სფეროში არის „კეთროვანი". ზოგ ადამიანს არ იღებენ სამუშაო „კუტოკის წრეში", ზოგ ადამიანს არ იღებენ „ძველი ბიჭების" წრეში უბანში, ზოგ ადამიანს არ იღებენ ოჯახის წევრად, ზოგ ადამიანს არ იღებენ რომელიმე საფეხბურთო კლუბში, მაგალითად. მართალია, ახლა გაცილებით იოლია ასეთი პრობლემის გადაწყვეტა ვირტუალურ დონეზე. საკმარისია, რომ ფეისბუკით „დამეგობრდე". ეს იმიტომ, რომ იქ არ ჩანს რა გაცვია, არ ისმის როგორი აქცენტი (მაგალითად მეგრული) გაქვს, არ გამოჩნდება თუკი უშნო ხარ, ან კოჭლი, ან ბრუციანი და ა.შ. პირადი ურთიერთობებისას კი, ყველაფერი გაცილებით რთულია.

კეთრს (ან შიდსს) ახასიათებს ის, რომ ის არ იკურნება სამედიცინო გზით და ის არ არის გადამდები. ერთადერთი საშუალება, არის უფალზე შესთხოვა. არის უამრავი შემთხვევა, როდესაც მოძღვრებს ულოციათ და განუკურნავთ ადამიანები უამრავი ავადმყოფობებისგან. ისეთი ავადმყოფობებისგან, რომლებზეც ექიმებს ხელი აუღიათ. განკურნებულა კიბოთი დაავადებული ადამიანები და კეთროვანიც კი.

მოგისმენიათ, ალბათ, რომ კახა კალაძე გააგდეს სამტრედიის საფეხბურთო კლუბიდან მოტივით „უნიჭოა და ვერასდროს გახდება ფეხბურთელი".

ალფრედ ეინშტეინმა ლაპარაკი დაიწყო 7 წლის ასაკში და სკოლაში მას „გონებრივად ჩამორჩენილი"-ს იარლიყი მიაკრეს.

ჭადრაკში ერთადერთი ფიგურა, რომელიც შეიძლება „გახდეს" ნებისმიერი სხვა ფიგურა (გარდა „მეფისა") თუკი გავა დაფის მეორე ბოლოს, არის ყველაზე „სუსტი" და  ყველაზე „უძლური" პაიკი.

         თუკი ხარ რომელიმე საზოგადოებრივი წრისთვის „კეთროვანი", მაგრამ ბევრს იშრომებ, თუკი იქნები შეუპოვარი, თუკი არ დაყრი ფარ-ხმალს, შენ შეგიძლია დაუმტკიცო მათ, რომ შენ შეგიძლია მათზე მაღლა დადგე. ამაში შენ დაგეხმარება უფლის ძალა. მთავარია დაიჯერო, რომ შენ და უფლას, ერთად, ყველაფერი შეგიძლიათ.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge