მომხმარებელი რომ უფრო მეტ ძალას ფლობს, ვიდრე ბრენდის ონლაინ რეპუტაცია, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს.
ქვემოთ მოცემულია ოთხი რჩევა, თუ როგორ შეუძლიათ მარკეტინგის სპეციალისტებს, მომხმარებელზე ეფექტური ურთიერთქმედება და გაიგებთ თუ რა ტიპის მოქმედებები იწვევს მომხმარებლის მეტ ჩართულობას.
სოციალური კვლევა აუცილებელია
მკვლევარები არ კარგავენ დროს, იმ ადამიანების გამოკვლევაზე, ვისაც მოსწონს, ვინც იზიარებს მათ პოსტებს. ასეთი ტიპის მომხმარებელი ენდობა ბრენდს, თქვენ კი გაქვთ შესაძლებლობა, უნიკალური ინფორმაცია მიაწოდოთ მომხმარებელს. თქვენი კომპანიის, პროდუქციის, მომსახურების შესახებ.
უნდა ეძებოთ, იპოვოთ ეს ხალხი, შემდეგ განსაზღვროთ თუ რა ტიპის ინფორმაციას თვლიან ისინი რელევანტურად და შემდეგ მიაწოდოთ იგი.
გაეცით ინფორმაცია
სოციალური მედია არის კარგი საშუალება გააცნო სიახლეები მომხმარებელს. როგორც მარკეტერი, თქვენ ხართ ბრენდის წარმომადგენელი, რაც საშუალებას გაძლევთ დაამყაროთ ურთიერთობა თქვენს კლიენტებთან. გააცანით კომპანიის თანამშრომლების არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პირადი ცხოვრებაც. რაც გამოიხატება პატარა პოსტებით ან ფოტოებით ოჯახური weekend-იდან.
Feedback
სოციალურ მედიაში განთავსებული ყველა კომენტარი პოზიტიური ან კონსტრუქციული არ იქნება. ნუ შეშინდებით. ყველა თქვენი ბრენდის თაყვანისმცემელი არ არის. თუმცა ეს დაგეხმარებათ ობიექტურად შეაფასოთ არსებული სიტუაცია, აამაღლოთ თქვენი პროდუქციის ხარისხი, მომსახურების დონე.
კრეატივი = ჩართულობა
შეიძლება თქვენს აქტივობებს, არ მოყვეს დიდი გამოხმაურება. რატომ?! თქვენი პოსტები დადებითად უნდა აისახებოდეს თქვენს სამუშაო გარემოზე. იფიქრეთ ჩარჩოებს მიღმა, მიაწოდეთ მომხმარებელს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. ჩართეთ კრეატივი, ინტრიგა.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.