ერთი ახალგაზრდა ადამიანი ეძებდა კარგ მენეჯერს. მან მიაგნო ზოგიერთ ავტოკრატიული სტილის მენეჯერს, რომლებსაც ჰქონდათ შესანიშნავი შედეგები, მაგრამ ქვეშევრდომებს არ მოსწონდათ ისინი. ძებნისას იპოვა დემოკრატიული მართვის სტილის მენეჯერი, რომელიც ძალზე უყვარდათ და პატივს სცემდნენ მის ქვეშევრდომებს, მაგრამ მენეჯერის შედეგეს მეტად საეჭვოდ მიიჩნევდნენ ზოგიერთები. ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა კარგი მენეჯერის ძიება. მართლაც, უეცრად მან ყური მოკრა ერთი მენეჯერის არსებობას, რომელსაც ჰქონდა მართლაც შესანიშნავი მიღწევები ძალზე მცირე ძალისხმევის გაღებით, ამასთანავე მის ხალხსაც ძალზე უყვარდა ეს მენეჯერი. ახალგაზრდამ დაურეკა ამ მენეჯერს და ჰკითხა, თუ შეეძლო შეხვედროდა და გაეზიარებინა მისთვის რა სტილით ხელმძღვანელობდა თავის ხალხს. მენეჯერმა უპასუხა, რომ ახალგაზრდა კაცს შეეძლო მოსულიყო ნებისმიერ დროს, რამეთუ მას ბევრი თავისუფალი დრო ჰქოდა. ახალგაზრდამ გაიფიქრა: “როგორ შეიძლება კარგ მენეჯერს ამდენი თავისუფალი დრო ჰქონდეს?” მაგრამ მასში ცნობისმოყვარეობამ დასძლია და გადაწყვიტა შეხვედროდა ამ უჩვეულო მენეჯერს.
როდესაც ახალგაზრდა კაცი ესტუმრა მენეჯერს, აღმოაჩინა რომ ის მეტად განათლებული და სასიამოვნო პიროვნება ყოფილიყო. გარკვეული დროის შემდეგ ახალგაზრდამ ჰკითხა:
- იქნებ მითხრათ თქვენი მართვის სტილის შესახებ?
- რასაკვირველია, მე გახლავართ “ერთწუთიანი მენეჯერი” - უპასუხა მან,
- ერთწუთიანი მენეჯერი? - გაოცდა ახალგაზრდა, - რას ნიშნავს ეს?
- ეს არის მართვის სტილი, როცა მცირე ძალისხმევით დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.
- ხომ არ გამიმხელდით თქვენი მართვის საიდუმლოს?
- უპრიანი იქნება თუკი თქვენ გაესაუბრებით ნებისმიერ ჩემს ქვეშევრდომს, ის აგიხსნით ჩემს სტილს - უპასუხა “ერთწუთიანმა მენეჯერმა”.
მოკლედ, ახალგაზრდა კაცი შევიდა ოფისში და ერთ-ერთ თანამშრომელს ჰკითხა:
- გავიგე, რომ თქვენს მენეჯერს ბევრი დრო არ ეხარჯება თქვენთან მუშაობისას. ეს სიმართლეა?
- სრული სიმართლეა, - უპასუხა თანამშრომელმა, - მან მე დიდი დრო თავდაპირველად დამითმო, როდესაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე.
- და რაში დაეხარჯა დასაწყისში თქვენს მენეჯერს თქვენთან დრო?
- ჩვენ გვქონდა “ერთწუთიანი მიზნის დასახვა”.
- ერთწუთიანი მიზნის დასახვა? და რა არის ეს?
- ჩვენთან ყველა თანამშრომელმა მეტად მკაფიოდ იცის ორი რამ: პირველი - ყველამ იცის რა ევალება მას, ე.ი. რაზეა ის პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული. მეორე - ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ვალდებულებების კარგი შესრულება ე.ი. ჩვენ გვაქვს მწარმოებლურობის სტანდარტები.
მოკლედ, განსაზღვრეთ ქვეშევრდომთა ფუნქციები მკაფიოდ და შეიმუშავეთ სამუშაოს შესრულების საზომი სტანდარტები და თქვენ თვალნათლივ დაინახავთ „წინ მიდიხართ“, „უკან მიჩოჩავთ“ თუ „ადგილზე იტკეპნებით“.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.