ერთ ერთი კომპანია, რომელიც აწარმოებდა შინაური ცხოველების საკვებს ატარებდა ერთ-ერთ, თავის ყოველწლიურ, კონფერენციას. მისი მსვლელობისას პრეზიდენტი მოთმინებით ისმენდა, თუ როგორ წარმოსახავდა PR-მენეჯერი მარკეტინგის ახალ პროგრამას, რომელსაც უნდა “მოეხდინა რევოლუცია დარგში”, ხოლო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი კი წარმოთქვამდა სიტყვას “ჩვენს ბიზნესში საუკეთესო სავაჭრო წარმომადგენლების რაზმის” ღირსებების შესახებ. დადგა დრო საბოლოო სიტყვით გამოსულიყო პრეზიდენტიც: “ბოლო რამდენიმე დღე - დაიწყო მან - ჩვენ მოვისმინეთ ყველა განყოფილების უფროსისაგან მომავალი წლის შესანიშნავი გეგმების შესახებ. ახლა, როდესაც ჩვენი კონფერენცია დასასრულს მიუახლოვდა, მე მაქვს ერთადერთი კითხვა: თუკი ასეთი შესანიშნავი რეკლამა გვაქვს, ყველაზე კარგი მარკეტინგი, ყველაზე მოწინავე გაყიდვების აგენტები, როგორ ხდება, რომ ჩვენი ძაღლის კონსერვები ყველა სხვა ფირმების კონსერვებზე ნაკლებად გვეყიდება?”
დარბაზში დაისადგურა სიჩუმემ. წუთის შემდეგ, რომელიც საუკუნედ მოეჩვენათ, უკანა რიგებიდან მოისმა ხმა: “იმიტომ, რომ ძაღლები ვერ იტანენ მას”.
მორალი: მსოფლიოში საუკეთესო მარკეტინგი ვერ გიშველით, თუკი ცდილობთ გაყიდოთ ცუდი საქონელი თუ მომსახურება.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.