მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებამოტივაციის სამი ტიპი
მოტივაციის სამი ტიპი
| რეიტინგი 3
მოტივაციით ჟონგლირება. ერთი შეცდომა და ყველაფერი ჩამოიშალა.
ყველა დამსაქმებელი უნდა მიისწრაფოდეს იმისკენ, რომ მისი მუშაკები იძლეოდნენ მაქსიმალურ შედეგს რესურსების მინიმალური დანახარჯით. ხოლო რესურსები – ეს დრო და ფულია. აქსიომა ასეთია, რომ ბიზნესის მიზანი მოგებაა. ყველაფერი, რასაც კი აკეთებს დამსაქმებელი, მიმართულია მეტი ფულის გასაკეთებლად.
წინა ჩანაწერში მე აღვნიშნავდი, რომ არსებობს რაღაც უხილავი ძალა, რომელიც აიძულებს ადამიანებს ბოლომდე დაიხარჯონ და მისი სახელია – მოტივაცია. მისი მშვენიერება იმაშია, რომ მისი წყალობით ბიზნესისა და მომუშავის ამოცანები ერთმანეთს ემთხვევა. ეს კი იმიტომ, რომ მოტივირებული ადამიანი უფრო მეტს გააკეთებს საშუალოდ უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე მთელს კომპანიაში. რაშია მისი ფესვები? ჩვენი მოტივაცია გამომდინარეობს ჩვენი მოთხოვნილებების სიბრტყიდან, როგორც ფიზიოლოგიურების (ჭამა მინდა), ისე საზოგადოებრივის (სტატუსი) პირადულთან ერთად (ხასიათი). წარმატება მოდის, როდესაც სამივე ვექტორი ერთიანდება ერთ წერტილში, ანუ სამუშაოც საინტერესოა, კარგადაც ანაზღაურდება, და კოლეგებისა და საზოგადოების აღიარებაც სახეზეა. მაგრამ, უფრო ხშირად, ჩვენ სადღაც მიზანს ვაცილებთ. მე, მაგალითად, მქონდა მოტივაციის პირადული შემადგენლობის მიმართ, რადგანაც მე, მრავალწლიანი დაქირავებული მუშობის შემდეგ, ვოცნებობდი საკუთარი საქმის დაწყებაზე, სადაც შემეძლებოდა ჩემი წარმოდგენების რეალიზება, თუ როგორ უნდა წარიმართოს ბიზნესი.
უფსკრულს მოლოდინსა და რეალობას შორის ყოველ პუნქტთან მიმართებაში შეუძლია ხელი ჩაგვაქნევინოს და კარგი დამქირავებლის ამოცანა მდგომარეობს ეფექტის ნიველირებაში. მაგალითად, თქვენ ფლობთ თამბაქოს ფაბრიკას, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, თქვენ ყიდით სიკვდილს. როგორია თქვენი მუშაკების შეგნება, რომ ისინი აწარმოებენ ისეთ პროდუქტს, რომელიც საზოგადოების მიერ აღიარებულია როგორც სახიფათო და საშინელი დაავადების გამომწვევი? და მაშინ განავითარებთ კომპანიაში იდეას, რომ მოწევა – ეს არის თოთოეულის პირადი არჩევანი, რომ ამაში არ არის მომუშავის ბრალი და ა. შ. თქვენ ასევე ყველანაირად ეცდებით იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რადგან თქვენ მართლა სიკვდილის გამყიდველი არა ხართ, არამედ გაქვთ სოციალურად საპასუხისმგებლო ბიზნესი. თქვენ უნდა მოაშოროთ საზოგადოების მიერ დაგმობის ნეგატიური ეფექტი და საზოგადოდ, ასეთი კომპანიები თავის მუშაკებს უხდიან ბაზარზე მეტს და აქტიურად ურთიერთობენ პერსონალთან მჭიდრო გუნდის შესაკვრელად (ერთად ყოველთვის უფრო ადვილია ზეწოლისათვის წინააღმდეგობის გაწევა).
ყველაზე რთული სიტუაცია მაშინაა, როდესაც ადამიანი არ არის მოტივირებული მისი პირადი თავისებურებების გამო. მას შეუძლია სამუშაოს საკმაო დონეზე შესრულება, მაგრამ წინ გაჭრას ის ვერასოდეს ვერ შეძლებს. ეს არის პატარა ჭაობი – თქვენ არ ჩაიძირებით, მაგრამ ვერც ამოხვალთ. ნუ გააკეთებთ უეცარ მკვეთრ მოძრაობებს. აქ საჭიროა იმის გაგება, თუ რაში მდგომარეობს უძრაობის მიზეზი: შეიძლება ადამიანს ჭირდება დიდი დრო ოფისში მისასვლელად და მას ეს ღლის, ან არ აწყობს მუშაობის გრაფიკი? ამის გამოსწორება შესაძლებელია. მაგრამ თუ საქმე ხასიათშია, მაგალითად, თუ ადამიანი არ არის თავის ადგილზე (ეს არ არის მისი სფერო, სურს საკუთარი ბიზნესი და ა. შ.), დაემშვიდობეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ განწირული ხართ, რადგანაც შეუძლებელია ადამიანის მოტივაციის პირადი ასპექტის შეცვლა, ამის შეცლა მხოლოდ თვითონ მას შეუძლია. ყველაზე მეტი, რაც თქვენ შეგიძლიათ – გააჭიანუროთ გადაწყვეტილების მიღების მომენტი, სანამ არ შეიცვლება თვითო ადამიანი, პრინციპულად არაფერი არ შეიცვლება. გახსოვდეთ, რომ თქვენი დრო შეზღუდულია და არ დახარჯოთ ის ფუჭად.
არსებობს აზრი, რომ საჭიროა გადაუხადოთ იმდენი, რამდენზეც ადამიანი თანახმაა რომ იმუშაოს. მაგრამ ეს არის აქსიომის თემაზე მსჯელობის მცდარი შტო, რომ ბიზნესის მიზანია მოგების გენერირება. რეალურად ეს არის მხოლოდ მომუშავის ექსპლუატაცია, რომელსაც, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს პრობლემამდე. ჯერ ერთი, ყოველთვის გამოჩნდება, ვინც მზად არის გადაიხადოს მეტი; არავინ არ იცის, თუ რა შეუძლია ადამიანს, თუ მას მიაჩნია, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. თუ თქვენს კომპანიაში ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, თქვენ თამამად შეგიძლიათ ერთი დონის მუშაკთა ხელფასები. თუ არა – მაშინ თქვენს კომპანიაში პრობლემები გავს დაჩირქებას, რომელიც ადრე თუ გვიან გასკდება. უნდა გადაიხადოთ იმდენი, რამდენსაც ადამიანი იმსახურებს. ძირითადად, ფულზე დაფუძნებული მოტივაცია, უპირველესად რეალიზებას უკეთებს ადამიანის პირველხარისხოვან მოთხოვნებს საჭმლის, ტანსაცმლის, საცხოვრებლის მიმართ. მისი მართვა დადის ბალანსის პოვნამდე იმას შორის, თუ რამდენს უხდით თქვენს მომუშავეებს, ბაზარსა და მომუშავის ბიზნესში წვლილს შორის.
ყოველი კომპანია თვითონ განსაზღრავს საკუთარ სამოტივაციო პოლიტიკას, რომელიც დადის მუდმივ თამაშამდე პერსონალი მოთხოვნილებების გასარკვევად და მათ დაკმაყოფილებამდე. მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თაფლაკვერი მათრახის გარეშე – ეს არის გზა დიაბეტისაკენ. ამიტომ გაანალიზეთ თქვენი ყოველი ნაბიჯი ბიზნესზე პოზიტიური ზემოქმედების თვალთახედვით. ხოლო თუ თქვენ ეწყობით სამუშაოზე, მაშინ განიხილეთ სამუშაო პირველ რიგში პირადი მოტივაციის თვალთახედვით, ხოლო შემდეგ ფულის, და ასე თქვენ გექნებათ კარიერული ზრდის შანსი და როგორც შედეგი შემოსავლის
საკვანძო სიტყვები: პირადი მოტივაცია, მატერიალური მოტივაცია, არამატერიალური მოტივაცია, ბიზნესი, საერთო მართვა.