ჯონ მერდი, კოუჩი, გვიზიარებს საკუთარ რჩევებს კარიერულ მენეჯმენტთან მიმართებაში.
დავუშვათ, რომ თქვენთან მუშაობს თავისი საქმის ნამდვილი ენთუზიასტი, რომელიც უყვართ კლიენტებს და აღემატება ყველა დანარჩენს მთელი რიგი მაჩვენებლებით.
„და რაშია პრობლემა? – იკითხავთ თქვენ.
როგორც ამბობს ჩემი მრავალი კლიენტი, პრობლემა იმაშია, რომ ისინი უფრთხიან თავისი „ვარსკვლავების“ დაკარგვას. მათ არ შეუძლიათ გადაუხადონ თანამშრომლებს მეტი და შიშობენ, რომ მათ გადაიბირებენ კონკურენტები. მაშ რა უნდა ვქნათ?
ჩვენ ყველანი ოდესღაც აღმოვჩენილვართ მსგავს სიტუაციაში. ჩვენ გაგვმართლებია დაგვექირავებინა წარმატებული მაძიებელი და მას დაუმტკიცებია საკუთარი ეფექტურობა. ისე, რომ არ დაგვიჯერებია საკუთარი ბედნიერებისათვის და არ გვსურვებია, რომ ღირებული სპეციალისტს მიექცია სხვა დამქირავებლების ყურადღება, ჩვენ დაგვიწყია მისი შენარჩუნების საშუალებების გაფაციცებით ძიება. გამოკვეთილი და წარმატებული თანამშრომელი – ნებისმიერი კომპანიის ოცნებაა. მუხედავად ამისა, მრავალი დამქირავებელი უშვებს სეროზულ შეცდომას ყველაფრის თვითდინებაზე მიშვებით. ისინი ამბობენ: „ეს მუშაკი მშვენივრად უძღვება საქმეს, მას არ სჭირდება დამრიგებელი, მას აქვს თავისუფლება იმუშაოს ისე, როგორც მოესურვება“. ასეთი მიდგომას საბოლოო ჯამში მოვყავართ ღირებული კადრების დაკარგვასთან.
როგორ უნდა მოვახდინოთ „ვარსკვლავების“ მოტივირება და დავარწმუნოთ ისინი რომ დარჩნენ თქვენთან?
უპირველეს ყოვლისა, არ ღირს კერძო საუბრის მნიშვნელობის დაკნინება. დაელაპარაკეთ თანამშრომელს პირდაპირ და აგრძნობინეთ მას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის. მოუყევით, თუ რატომ უნდა დარჩეს ის და თუ რის გაკეთება შეუძლია მას თქვენი ბიზნესისთვის. აღიარეთ ის ფაქტი, რომ ის ნამდვილად მიიღებს წინადადებებს თქვენი კონკურენტებისაგან. არ უნდა მოიტყოთ თავი, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს!
ასწავლეთ თანამშრომელს ახალი უნარ–ჩვევები, მოუყევით მას უკანასკნელი ტექნოლოგიების შესახებ და გაუზიარეთ გამოცდილება, რომელიც შესაძლოა მისთვის სასარგებლო იყოს.
არ მისცეთ დაპირებები, რომელთა შესრულებასაც თქვენ ვერ შეძლებთ. არ დაპირდეთ ხელფასის მომატებას უახლოეს მომავალში, იმის გამო, რომ
1. ასე თქვენ ყველაფერს ფულამდე დაიყვანთ.
2. რაც კიდევ უფრო უარესია, თქვენ გახდებით საკუთარი სიტყვების მძევალი, და თუ გარემოებები არ მოგცემენ თქვენ დანაპირების შესრულების საშუალებას, თანამშრომელი შეწყვეტს თქვენს დაჯერებას.
გახსოვდეთ, რომ ადამიანები მიდიან არა კომპანიიდან, არამედ ხელმძღვანელებისგან. და ეს არ არის მხოლოდ ლამაზი გამონათქვამი! ეს უცილობელი ფაქტის, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა გამოკვლევებით.
მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ხელმძღვანელებს, რომლებიც არ აღიქვამენ ამ ფაქტს სერიოზულად, უბრალოდ არ სურთ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.
ხელი შეუწყეთ კარიერულ განვითარებას:
მხარი დაუჭირეთ თანამშრომლის მისწრაფებას კარიერულ თვალთახედვით. თქვენ ნამდვილად არ გაქვთ იმაზე გათვლა, რომ თანამშრომელი თქვენს კომპანიაში მთელი სიცოცხლე იმუშავებს. აცნობეთ მას ამის შესახებ! დაეხმარეთ მას მისი მიზნები მიღწევაში, თუნდაც ის გულისხმობდეს, რომ გარკვეულ მომენტში სპეციალისტი გაეშურება ახალი პერსპექტივების საძიებლად.
აჩვენეთ მისი იღბალით დაინტერესება და მასში მონაწილეობა. აიღეთ საკუთარ თავზე კარიერული დამრიგებლის როლი. მოხაზეთ ერთობლივი გეგმა უახლოესი ორი წლისათვის. განსაზღვრეთ, თუ რის მოსწრებაა საჭირო, ისწავლეთ მათი გადალახვა.
მე ვიცი, რომ მრავალი ხელმძღვანელი უარს ამბობს ასეთ მიდგომაზე, რათა „არ მისცეს მუშაკს წასვლის საბაბი“. ეს ძალზე სულელურია! თანამშრომლის მომავალზე ზრუნვა – ეს არის ყოველი ხელმძღვანელის რეალური ვალდებულება, რომელსაც ის იღებს საკუთარ თავზე იმ მომენტში, როდესაც სამუშაოდ იღებს ადამიანებს. ჩვენ უფრო ხშირად ვახსენებთ ხელმძღვანელებს, რომლებმაც ჩვენ რაღაც გვასწავლეს, მოგვცეს ღირებული რჩევა და სრულიად შეესაბამებოდნენ დამრიგებლის სტატუსს.
ასწავლეთ თანამშრომლებს რაიმე ახალი:
გავმეორდები, სწავლება – ეს არის სამუშაო პროცესის განუყოფელი შემადგენელი. მე ძალზე ხშირად ვხვდები ხელმძღვანელებს, რომლებიც ხარჯავენ დროის წარმოუდგენელ რაოდენობას იმაზე, რათა „ამოქაჩონ“ ცუდი თანამშრომლები, და არ აქცევენ ყურადღებას ნიჭიერ სპეციალტებს, იმიტომ, რომ „მათ ისედაც ყველაფერი კარგად აქვთ“. ეს დიდი შეცდომაა! უფრო ხშირად ტალანტები არ არიან აღიარებენ იმას, რომ მათ სჭირდებათ სწავლა, თუმცა, სინამდვილეში ისინი ნამდვილად არ იტყვიან უარს გაიგონ რაიმე ახალი. დროთა განმავლობაში ისინი იწყებენ ფიქრს: „ჩემი უფროსი დიდ დროს უთმობს მათ, ვინც არაფრად არ ვარგა, ხოლო მე იგნორირებას მიკეთებს“ (ფორმულირება სეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არსი იგივე დარჩება). არ ჩაიდინოთ მსგავსი შეცდომები! მუდმივად ასწავლეთ საუკეთესო სპეციალისტებს!
დასკვნა:
ამრიგად, ყოველი ხელმძღვანელის ამოცანაა, რომ გამოირჩეს თავისი მსგავსი ხალხის ჯგუფისაგან. იყავით საკუთარი საქმის ერთგული და მეტი დრო დაუთმეთ თქვენს საუკეთესო ადამიანებს. თქვენ მათ სჭირდებით!
არ გაუშვათ ხელიდან სარგებლიანი შესაძლებლობები, რომელთა წყალობითაც თქვენ ტალანტებს შეეძლებათ საკუთარი თავის წარმოშობა. დაეხმაროთ მათ ააგონ გრძელვადიანი კარიერული მიზნები და შექმენით ხელშემწყობი პირობები მათ მისაღწევად.
„ვარსკვლავი“ თანამშრომლები ძალზე ჭკვიანები არიან. ისინი ნამდვილად აღიარებენ თქვენს წვლილს მათ ზრდაში და განვითარებაში. თუ იძლევა ეს საპასუხო ერთგულების გარანტიას? არა, მაგრამ გარკვეულად ზრდის წარმატებული შედეგის შანსებს. ერთხელ მე მყავდა ასეთი ხელმძღვანელი, და მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მისი მხარდაჭერის გარეშე მე გაცილებით ადრე წავიდოდი იმ კომპანიიდან.
ხოლო თქვენ კი როგორ გეგმავთ ღირებული თანამშრომლების შენარჩუნებას?
საკვანძო სიტყვები: პერსონალის შენარჩუნება