ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებამე დღეს წამოვედი სამსახურიდან, რათა ვიყო ბედნიერი. ამას თქვენც შეძლებთ

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

მე დღეს წამოვედი სამსახურიდან, რათა ვიყო ბედნიერი. ამას თქვენც შეძლებთ
 | რეიტინგი 3 

ცხოვრება – ეს მუდმივი გამოცდაა. და კარიერაც ერთერთ ყველაზე „გამომცდელი“ პლაცდარმია ადამიანის ცხოვრებაში. ბევრი ჩვენგანი იძულებულია ყოველ დღე იაროს სამსახურში, რომელიც არ უყვარს, ურთიერთობა ჰქონდეს მობეზრებულ თანამშრომლებთან და უსიამო ბოსთან. რა აკავებს ადამიანს ამ ხაფანგში, თუ მოვიშორებთ  საარსებო  სახსრების  გამომუშავების აუცილებლობას?

შიში ამოუცნობის წინაშე, პასუხისმგებლობის გრძნობა, მოვალეობები? სარა ნაიტი 22 წესლი ეზიდებოდა ამ ჭაპანს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, გაბედა სამსხურიდან წასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ დაეწყო საკუთარი საქმე და ყოფილიყო ბედნიერი. იმის თაობაზე, თუ რატომ არ გააკეთა სარამ ეს უფრო ადრე და რა გახდა მისი გადაწყვეტილების კატალიზატორი, მან მოგვითხრო სვეტში Medium-ზე.

დღეს იყო ჩემი ბოლო დღე უფროსი რედაქტორის თანამდებობაზე ერთერთ წამყვან საგამომცემლო კომპანიაში. ამ პოზიციაზე 5 წლისა და კარიერის 15–წლიანი შენების შემდეგ მე უეცრად დავფიქრდი, თუ რა მსურდა სინამდვილეში. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მსურდა ვყოფილიყავი ბედნიერი.

როდესაც მე ვიყავი 15 წლის, მე გადავწყვიტე მიმეტოვებინა ჩემი საზაფხულო გამომუშავება ზღვის პატარა რესტორანში. ჩემი ნახევრად სულელი მენეჯერი მუდმივად დასცინოდა ჩემს მეგობარ ბიჭს, რომელიც ასევე იქ მუშაობდა. ხოლო მეპატრონე იყო ციყვის სახიანი იეღოვას მოწმე, რომელიც მაიძულებდა მე უხერხულად მეგრძნო თავი ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდებოდა ზღურბლზე. მე დავიღალე პეპპეპერონჩინის თრევით უმადური კანადელი ტურისტებისათვის, რომლებიც არასოდეს არ ტოვებდნენ ზედმეტს. იყო სეზონის ბოლო და ჩემმა მეგობარმა ბიჭმა დამითანხმა ერთად მიგვეტოვებინა სამუშაო, მყრალი ავტობუსებიდან და მდუღარე ზეთიანი ტაფებიდან შორს, რომელიც დრო და დრო ესროდა ჩვენს ხაკისფერს წინსაფრებს. 

მე ვიყავი ახალგაზრდა და შეყვარებული, და ეს მოხდა ჩემთვის  სულ პირველად, როდესაც მე გამოვედი დიდი ადამიანის წინააღმდეგ. მე მეშინოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, როგორ თავისუფლებას მიქადდა ეს მე! მე შევიდოდი ბოსის ოფისში, გავიხდი ჭუჭყიან წინსაფარს და განვუცხადებ, რო შეუძლია სამუდამოდ ამომშალოს მე გრაფიკიდან. მე მოვიფიქრე, გავიარე ჩემი სიტყვის რეპეტიცია და დავიმახსოვრე. ხოლო როდესაც ჩვენი 4–წუთიანი დიალოგი უფროსთან დასრულდა, მე ვიდექი ცივ ოფლში და ვკანკალებდი – 36 წლისას მე მესმის, რომ ეს იყო პანიკური შიში, მაგრამ მაშინ მე მეჩვენებოდა, რომ ამას მოყვებოდა გარდაუვალი სიკვდილი.

დედაჩემი მელოდა მე მანქანების სადგომზე. როდესაც მე ძლივს შევეტიე მის მინივენში, მე ვერაფრით ვერ ვბედავდი იმის თქმას, რომ მე წამოვედი სამსახურიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეფი ჭკუათხელი იყო, მენეჯერი – გიჟი, და მე ყელში ამომივიდა ის, რომ საღამოობით აქოთებული ვიყავი, როგორც უწმინდური ორმო.

შემდეგ დილას მშობლები მელოდებდნენ დივანზე – მათ დაურეკა ბოსმა, მოახსენა ჩემს „ნაჩქარევი“ გადაწყვეტილების შესახებ და სთხოვა ჩემი გადარწმუნება, რადგანაც მე ძალზე მნიშვნელოვანი ვიყავი რესტორნის წარმატებული მუშაობისათვის. კანადელები მთელი ბრბო დაიხოცებოდა შიმშილისაგან გადამლაშებული ლობსტერების გარეშე, რომელთა მირთმევაც მხოლოდ მე შემეძლო. ეს იგივეა რომ განაცხადო, თითქოს 15 წლის მოზარდი ჩენჯოუს ქარხნიდან უაღრესად საჭიროა Apple–სათვის, იმიტომ, რომ მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ნოლი იქნება კვარტალური მოგების ანგარიშში. 

მე ვიცოდი, ჩემმა მშობლებმაც იცოდნენ და ჩემმა ბოსმაც იცოდა, რომ ჩემი არყოფნა ან ყოფნა მის დიდებულ რესტორანში საერთოდ ვერანაირ ამინდს ვერ შექმნიდა აგვისტოს უკანასკნელ დღეებში. მე ვფიქრობ, რომ ბოსი უბრალოდ გააცოფა იმან, რომ არა ერთმა, არამედ ორმა მცირეხელფასიანმა მუშაკმა ის ეშმაკებთან გაგზავნა და გადაწყვიტა შეეხსენებინა ჩვენთვის ჩვენი არარაობის შესახებ, მოიხმო რა საშველად „მშობლების კომიტეტი“. და მოისმინა ჩემი ბობოქარი სიტყვა წინა საღამოს, უკვე აწყობდა შურისძიების გეგმებს.

მშობლებმა წყნარად მითხრეს მე, რომ უნდა მომეწმინდა ცრემლები და დავბრუნებოდი სამუშაოს. მე ვეკამათებოდი და ვტიროდი თავის დასაცავად. ეს ისე არასამართლიანი იყო! მაგრამ ისინი უდრეკები რჩებოდნენ. მათ მითხრეს, მე მაქვს ვალდებულებები ამ სამუშაოს მიმართ, და არ შეიძლება მისგან განკვეთა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა.

მე დამიმთავრდა არგუმენტები. მე წავედი არა უკეთესი შემოთავაზების ან უფრო დიდი ხელფასის გამო. მე არ ვაგებდი კარიერას ფუდ–სერვისის დარგში, რის გამოც უნდა ავსულიყავი მოლუსკი მარკის ქოხის კიბეებზე. მე არ გადავსულვარ ნიუ–ჰემპშირში და ჩემთვის არ დაუდგენიათ თევზზე ალერგიის დიაგნოზი. მე უბრალოდ ვიყავი უბედური და აღარ მინდოდა მეტი დროის გატარება სამუშაოზე. არც ერთი დღე. მაგრამ, რასაკვირველია, მე დავბრუნდი. ამას არ დაუნგრევია ჩემი ცხოვრება და არ გაუფუჭებია ზაფხული, თუმცა ჩემს მეგობარ ბიჭს მე დავშორდი. მაგრამ ამ ინციდენტმა დამაჯერა, რომ ბედნიერება არ უნდა წონიდეს პასუხისმგებლობის გრძნობას. და ამაში დღემდე ვარ დარწმუნებული.

მე არ ვამბობ, რომ ყველა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ჩვენს ცხოვრებაში მიღებული უნდა იქნას იმაზე ყურებით, გვაქცევენ თუ არა ისინი ჩვენ ბედნიერად. ეს იყო მხოლოდ უბრალო დამატებითი შემოსავალი, და არა რაიმე ისეთი, რაზედაც იყო დამოკიდებული ჩემო ოჯახის კარგად ყოფნა ან ჩემი მომავალი.  2 დოლარი და 40 ცენტი პლუს დატოვებული გასამრჯელო არა კანადელი კლიენტებისაგან დამეხმარა მე მოვხვედრილიყავი ჰარვარდში. მე არ ვამბობ, რომ არასწორი იყო ამ სამუშაოდან წამოსვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მე უბედურს მხდიდა. მე მკლავდა ის, თუ რას ვაკეთებ, როდესაც ვუმკლავდებოდი მორიგ ამოცანას, ეს მე სიამოვნებას არ მგვრიდა. მაგრამ როდესაც ჩემმა მშობლებმა მაიძულეს იქ დაბრუნება, მე თავი ვიგრძენი დამნაშავედ და არ მინდოდა, რომ ეს განმეორებულიყო.

მას შემდეგ მე მქონდა რამდენიმე სამუშაო, რომელთაგან წასვლაზეც ვოცნებობდი. მაგალითად, წიგნების ფარდულში, სადაც ჩემი მენეჯერი მუდმივად დამცინოდა მე იმის გამო, რომ ესეთი „ყველაფრის მცოდნე“ ვარ (მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვკითხულობდი იმ წიგნებს, რომლებზედაც რეკომენდაციას ვაძლევდი კლიენტებს). მაგრამ მე ხელი მოვაწერე მემუშავა იქ შემოდგომამდე და ვატარებდი ჩემს ჯვარს,  მიუხედავად იმისა, რომ მე შემომთავაზეს აგენტის პრესტიჟული თანამდებობა ბიბლიოთეკაში.

ამ სამუშაოზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ჩემში იზრდებოდა ემფიზემა ი თანამშრომელთან სიახლოვის გამო, რომელიც იყო დიდი მწეველი, იგინებოდა, დიდი ვარაუდით, ალკოჰოლიკი, და სხვა ყველაფრის გარდა – იაფფასიანი არარაობა. მინდოდა თუ არა წასვლა? ყოველ დღეს. მე ვიპოვე სხვა სამუშაო  და ერთი თვით ადრე გავაფრთხილე ბოსი, რომ მივდიოდი. მიუხედავად ამისა, როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ მე ვინახულე მისი ავადმყოფი დედა, მან წარმადგინა, როგორც „მისი უპასუხისმგებლო ასისტენტი, რომელმაც მიატოვა ის ასეთ მძიმე დროს“, და წლების შემდეგაც მე თავს ვგრძნობდი დამნაშავედ.

 

დღეს, საგამომცემლო საქმეში ჩემი 15–წლიანი გამოცდილების შემდეგ, მე შემიძლია ვთქვა, რომ მივდიოდი ერთი სამუშაოებიდან სხვებზე, უფრო პერსპექტიულზე, კეთილსინდისიერად ავდიოდი რა კარიერულ კიბეზე. მაგრამ არასოდეს არ წავსულვარ მხოლოდ იმის გამო, რომ ვყოფილიყავი ბედნიერი. დღევანდელ დღემდე. დღეს მე წამოვედი. წამოვედი იმიტომ, რომ თავს ვგრძნობდი როგორც ხაფანგში. წამოვედი იმიტომ, რომ ყოველი განვლილი დღე ამოკლებს ჩემს ცხოვრებას. მე წამოვედი იმიტომ, რომ ყელში ამომივიდა მეტროთი ორჯერ დღეში პიკის საათებში მგზავრობა.


მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მე წამოვედი იმის გამო, რომ ნამდვილად უბედური ვიყავი

არ იყო ყველაფერი ასე ცუდად. მე მყავდა კარგი ბოსი, ჭკვიანი კოლეგები და ჭეშმარიტად კარგ წიგნებთან  მუშაობის თავისუფლება. მაგრა, რაღაც მომენტში მე აღვიქვი, რომ საგამომცემლო საქმე – ეს სულაც არ არის ის, რაც მე მჭირდება. და მე წამოვედი.

გავუცრუე თუ არა იმედები ადამიანებს? ჩემს ანგარიშზე დაგროვდა უამრავი უძილო ღამე, გულისრევისა და მშვენიერი ვარდისფერი გამონაყარის  უეცარი შეტევები  მორიგ კონკრეტულ პრობლემაზე ნერვიულობის გამო. მაგრამ ისინი, ვინც დარჩნენ, უჩემოდაც მშვენივრად გაართმევენ თავს ამ ყველაფერს. მე საკუთარ თავს ვთვლი საკმაოდ ღირებულ მუშაკად, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩემი წამოსვლა იმდენადვე კრიტიკულია, თითქოს მე ვყოფილიყავი ერთადერთი ექიმი ქალაში, სადაც იფეთქა ყვავილის ეპიდემიამ.

თქვენ მკითხავთ, ხომ არ გადამიბირეს მე უფრო მიმზიდველი ოფერტით? არა. ხომ არ მოვიგე ლატარიაში? ასევე არა, თუმცა, რასაკვირველია,  დასანანია. მე მხოლოდ მინდა ვიყო ბედნიერი, ხოლო ამის მისაღწევად მე უნდა გავხდე ის, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ მეშინოდა: ვყოფილიყავი ადამიანი, რომელიც მიდის სამსახურიდან.  მე მაქვს დანაზოგი, და ქმარი, რომელიც კარგად გამოიმუშავებს, და, რასაკვირველია, რაღაც გეგმები ჩემს შემდგომ   კარიერასთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რომ ყველა უნდა წამოვიდეს სამსახურიდან ყველაფრის წინასწარი აწონ–დაწონის გარეშე.

ეს ჰგავს კითხვას, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ პატარა ბავშვებს: „ვინ გინდა რომ გამოხვიდე, როცა გაიზრდები?“ და ველოდებით პასუხებს, როგორებიცაა „ექიმი“, „კოსმონავტი“ ან „სტიუარდესა“. მაგრამ თუ პასუხი გაცილებით მარტივია. ვინ მინდა გამოვიდე? – მე მინა ვიყო ბედნიერი ადამიანი.

ჩემი 22–წლიანი შრომითი ცხოვრების განმავლობაში, ერთ საათში ორნახევარი დოლარიდან ექვსნიშნა ხელფასამდე, მე, ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ ბედნიერება დამოკიდებულია უბრალო რამეებზე: დროზე, რომელსაც ვატარებ ქმართან ერთად, სამსახურში და სამსახურიდან  ინა და უკან მგზავრობის აუცილებლობის არქონაზე, ოფისში ჯდომაზე 9–დან 5–მდე და შესაძლებლობაზე იყო საკუთარი თავის ბოსი. და ეს ყველაფერი მე შეიძლება მქონდეს – არა ნაწილ–ნაწილ, არამედ ერთბაშად – თუ წამოვალ სამსახურიდან.

მაგრამ მაშინ სუსტი ხმა ჩემს თავში მე მიმტკიცებდა: შენ არ შეგიძლია უბრალოდ აიღო და წამოხვიდე სამსახურიდან. ხომ არ შეგიძლია? აღმოჩნდა, რომ შემძლებია. და წამოვედი. და ამისი დიდად მოხარული ვარ“.

 

 

საკვანძო სიტყვები: სამსახურიდან  წასვლა

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge