Zoho CRM http://crm.zoho.com/.
საპარსი მოწყობილობების გამყიდველი კომპანიის RetroRazor დამაარსებელი ჩად ბენეტი თვლის, რომ ახლად შექმნილი პროექტისათვის ერთერთი ყველაზე სასარგებლო პროგრამა შეიძლება გახდეს კლიენტურის მართვის არც ისე დიდი ონლაინური Zoho CRM. არჩევანი მის სასარგებლოდ სრულიდადაც არ არის შემთხვევით. ჯერ ერთი, ეს სისტემა ნამდვილი ბრენდია, რას იმის გარანტიაა, რომ ის ხვალვე არ გაქრება ყველა თქვენს მონაცემთან ერთად. მეორეც, სამი (და უფრო ნაკლები) აქაუნთიანი სისტემის გამოყენებისათვის არ არის საჭირო ფულის გადახდა. ეს კი სტარტაპისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიაა. და ბოლოს, პროგრამის ფუნქციონალობა საკმაოდ ფართოა, რომელიც სრულიად საკმარისი იქნება მრავალი კომპანიისათვის.
Dropbox http://www.getdropbox.com/.
Dropbox წარმოადგენს ჩვეულებრივ ვირტუალურ მყარ დისკს, რომელზედაც შეგეძლებათ ყველა თქვენი მონაცემის შენახვა და მისი გამოყენება მრავალი მიზნებისთვის. მაგალითად, მასზე შეგიძლიათ შეინახოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლები, ასევე მიმოცვალოთ საჭირო ფაილები. მაგალითად, ჩად ბენეტი ასეთი სერვისი საშუალებით კოორდინაციას უწევს თავის მემონტაჟეს, უცვლის რა მას ვიდეოებს Dropbox-ის საუალებით. სინქრონიზაციის წინ წაწეული საშუალებების წყალობით, ბენეტი რედაქტირებულ ფაილს იღებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. 2 გეგაბაიტზე ნაკლები მოცულობის დისკის გამოყენებისას Dropbox უფასოა, ხოლო თუ მეტი ადგილი გჭირდებათ, მაშინ გადახდა მოგიწევთ. ბენეტი სარგებლობს 50 გიგაბაიტიანი მოცულობის დისკით და ეს მას მხოლოდ 99 დოალრი უჯდება.
PortableApps http://portableapps.com.
PortableApps - ეს არის სასარგებლო დანართების ნაკრები, რომლის გაშვებაც შეიძლება პირდაპირ ფლეშ-დრაივიდან, მისი უშუალოდ კომპიუტერზე დაყენების გარეშე. ეს ძალზე მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე კომპიუტერზე გიწევთ მუშაობა და გსურთ, რომ ყოველვის გქონდეთ ხელთ პროგრამული უზრუნველყობის აუცილებელი ნაკრები. ამ მომენტისათვის PortableApps ნაკრებში სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფების დიდი ნაკრებია, დაწყებული Dropbox-ის ბრაუზერით და დამთავრებული Open Office-ს საოფისე პაკეტით. რასაკვიველია, და ეს ყველაფერი სრულიად უფასოა.
Google Docs http://docs.google.com/. Google Docs-ის დანართები ძალიან კარგია ერთობლივი მუშაობის ჭრილში. აქ არის კალენდარიც, რომლითაც შეიძლება ჯგუფის მუშაობის დაგეგმვა, და ელექტრონულ ცხრილებთან სამუშაო დანართიც, და Microsoft Word-ის ანალოგიც. ყველაფერი ეს მიეწოდება სავსებით უფასოდ და ერთობლივად მუშაობის საკმაოდ ბევრი შესაძლებლობებით. მაგალითად, შეგიძლიათ შექმნათ ელექტრონული ცხრილიდა და სხვა მომხმარებლებსაც მისცეთ მისი ნახვის უფლება. მასში ასევე შეიძლება რიმე პროექტის გეგმის შეტანა და მართვაც.
.MailChimp http://www.mailchimp.com/.
საკმაოდ კარგი სერვისია email-შეტყობინენების დასაგზავნად. მისი გამოყენება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია დაკავებულია email-მარკეტინგით. MailChimp სწორედ თქვენი მომხმარებლების ბაზაზე წერილების დაგზავნის საშუალებას იძლევა, შესაძლებელია სრულიად უფასოდ თვეში მრავალი შეტყობინების ასობით მომხმარებლისათვის დაგზავნა.
Skype www.skype.com/intl/ru/. აღნიშნული დანართი ყველაზე მომგებიანია პარტნიორებთან, პროექტის გუნდთან ურთიერთობისათვის და ასევე საზღვარგარეთ სტაციონარულ ტელეფონებზე დასარეკად. ეს, უბრალოდ, უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამავე დროს, თვითონ Skype-ც უფასოა. თუ თქვენ სხვა მომხმარებლებს Skype-დ საშუალებით დაუკავშირდებით, საერთოდ არაფრის გადახდა არ მოგიწევთ. ხმოვანი ურთიერთობის გარდა, აქვს აგრეთვე ვიდეო დ ტექსტური კავშირის შესაძლებლობები, რომლებიც არაფრით არ განსხვავდებიან ICQ-თი ლაპარაკისგან.
Central Desktop http://www.centraldesktop.com/. ეს არის პროექტების სამართავი საკმაოდ მძლავრი დანართი., რომელსაც გააჩნია პროექტზე ერთობლივი მუშაობისათვის საჭირო ყველა საშუალება. შესაძლებელია ყველაფრის საათობით გაწერაც, მათ შორის თითოეული ამოცანის შესასრულებლად. ეს პროგრამა Google Docs-ზე უფრო მძლავრია. მაგრამ, შესაძლებელია, რომ თქვენს კომპანიას სრულებითაც არ სჭირდება მისი ყველა შესაძლებლობა.