ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებასაფონდო კრიზისები ბოლო 91 წლის მანძილზე

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

საფონდო კრიზისები ბოლო 91 წლის მანძილზე
 | რეიტინგი 3 

ბოლო 91 წლის განმავლობაში საფონდო ბაზრის ინდექსი SP500-ს ვარდნას 34%-ით ან მეტად ადგილი ჰქონდა 7-ჯერ (2020 წ. ჯერ არ დასრულებულა), აი ისინიც:

N

ვარდნის დაწყება

SP500 მაქსიმუმი

ვარდნის დასრულება

SP500 მინიმუმი

ვარდნის ხანგრძლ.

ვარდნა %

1

2

3

4

5

6

7

1

ივლ 1929

32

აპრ 1932

4

3 წ.

87,5 %

2

თებ 1937

18

აპრ 1942

7,5

5 წ.

64,0 %

3

ნოე 1968

109

მაი 1970

72

1 წ. 6 თვე

35,0 %

4

იან 1973

120

სექ 1974

62

1 წ. 8 თვე

50,0 %

5

აგვ 1987

333

ნოე 1988

222

1 წ. 3 თვე

34,0 %

6

აგვ 2000

1 520

სექ 2002

800

2 წ.

47,0 %

7

ოქტ 2007

1 600

მარ 2009

680

1 წ. 5 თვე

58,0 %

8

თებ 2020

3 380

?

?

?

?

თუ პირველ ორ საფონდო კრიზისს არ ჩავთვლით, ვარდნა გრძელდებოდა 1,5-დან 2 წლამდე დროის პერიოდი. პირველი ორი კრიზისი განსხვავდება სხვა კრიზისებისგან იმით, რომ მაშინ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია ან არ არსებობდა, ან ახალი შექმნილი იყო. ის სწორედ 1929 წლის კრიზისის გამო დაარსეს 1933 წელს აშშ-ში. ამ მარეგულირებელი ორგანოს დაარსებამ გამოიღო ორი დადებითი შედეგი: 1) ვარდნის პერიოდის ხანგრძლივობა შემცირდა 1,5–2 წლამდე, 2) ვარდნის მაქსიმალური სიღრმეც შემოიფარგლა მხოლოდ 35-58%-ით.

მაგრამ, 2020 წლის კრიზისი განსაკუთრებულია იმ თვალისაზრისით, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფოებს შორის საზღვრები ნელ-ნელა იკეტება. უპირველს ყოვლისა შეიზღუდა ადამიანთა გადაადგილება სახელმწიფოებს შორის. ნელ-ნელა კეტავენ პროდუქტების იმპორტ-ექსპორტს. დაიწყეს ფართო მოხმარების საკვები პროდუქტებით. ამას შემდეგ მოყვება ფინანსური ნაკადების გადაადგილებების შეზღუდვებიც, ვინაიდან ფინანსური ნაკადების გადაადგილება არის ადამიანებისა და პროდუქტების სახელმწიფოებს შორის გადაადგილების თანმდევი პროდუქტი. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში (რეიგანის და ტეტჩერის მიერ 1980-იანი წლებიდან დაწყებული გლობალიზაციის პროცესი) აწყობილი კავშირები ერთბაშად გადაიკეტა. ეს შეიძლება შევადაროთ საბჭოთა კავშირის დარღვევას, მაშინაც რესპუბლიკებს შორის არსებული საქმიანი კავშირების დარღვევის შედეგად შექმნილი ქაოსის დალაგებას ზოგიერთმა ყოფილმა რესპუბლიკამ 25-30 წელი მოანდომა. მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მომავალში მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის კავშირები, სავარაუდოდ კვლავ აღდგება. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ბევრი „წყალი ჩაივლის“ და ბევრი რამ შეიცვლება. ვინაიდან წინა 7 საფონდო კრიზისგან განსხვავებით, „წითელ ზოლში“ იმყოფება არა მხოლოდ კონკრეტულად ერთი სახელმწიფო, არამედ მსოფლიოს ყველა სახელწიფო, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ვარდნა უფრო მეტი იყოს ვიდრე 58% და შესაბამისად უფრო ხანგრძლივიც, ვიდრე 2 წელი. სრულებით არ არის გამორიცხული 70-85% ვარდნა 3-5 წლის განმავლობაში. და ესეც იმ შემთხვევაში, თუკი სხვა არანაირი ბუნებრივი კატაკლიზმი არ განვითარდება ამ დროის განმავლობაში. თუმცა ვინ შეიძლება თქვას ეს ზუსტად?



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge