რამდენიმე წლის წინ პროფესორი ვილიამ დუგანი ძალიან იყო დაინტრიგებული, როდესაც გაიგო, რომ ყველაზე გავრცელებული ინგლისური სიტყვები გაჩნდნენ სავარაუდოდ, მე-15 ან მე-16 საუკუნეებში, ხოლოსიტყვა „სტრატეგია" ენაში მხოლოდ 1810 წელს შემოვიდა. და გადაწყვიტა გაერკვია ამის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ 1810 წელს, როცა ნაპოლეონ ბონაპარტი თავისი ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა, იმავე დროს კარლ ფონ კლაუზევიცმა დაიწყო მუშაობა თავის კლასიკურ ტრაქტატზე ომის შესახებ, რომელშიც შეეცადა ნაპოლეონის სამხედრო წარმატებების ახსნას. „ფონ კლაუზევიცი აღწერს რაღაცას, როგორც სტრატეგიის ესენციას, რომელსაც ის „coup d'oeil"-ს უწოდებს, რაც ფრანგულად „სწრაფ ხედვას" ნიშნავს და თავში მომივიდა აზრი, რომ ეს ძალიან ჰგავს თანამედროვე გამოკვლევას ექსპერტულ ინტუიცისთან მიმართებაში" - ამბობს დუგანი.
ამ კავშირმა დუგანი მიიყვანა კონცეფციამდე, რომელსაც მან სტრარეგიული ინტუიცია უწოდა, რაც საფუძველია იმის გასაგებად, თუ როგორ ისახავდა და აღწევდა დიდი სტრატეგი მიზნებს. თავისი იდეა მან ჩამოაყალიბა ორ წიგნში: „«Napoleon's Glance" და „The Art of What Works", რომლებიც გამოქვეყნდა 2003 წელს. ამიტომ, როდესაც ამერიკის არმიამ სთხოვა მას შეესწავლა სტრატეგიული ინტუიციის მნიშვნელობა არმიაში დაგეგმვის პროცედურებისათვის, იდეამ მთელი წრე მოიარა და დაბრუნდა თავის სამხედრო წარმოშობის საწყისებზე.
1832 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ომის შესახებ" ფონ კლაუზევიცი მიუთითებს იმაზე, რომ ნაპოლეონი, ტერიტორიული მიზნების გატარების ნაცვლად, ეძებდა ბრძოლების მოგების შესაძლებლობებს. როგორც სამხედრო ისტორიის ბეჯითი მოწაფე, ის ცდილობდა ახალ სიტუაციებში გამოეყენებინა წარსულში წარმატებული გენერლების გამოცდილება. ფონ კლაუზევიცი აღწერს ნაპოლეონის სტრატეგიის მიდგომის 4 ელემენტს: (1) მაგალითები ისტორიიდან, (2) მამაცი სული, (3) „coup d'oeil" ანუ ინტუიციის გამობრწყინება, (4) წინსვლისა და ყველა დაბრკოლების გადალახვის გამბედაობა.
გამოკვლევები ექსპერტული ინტუიციის შესახებ მხარს უჭერენ იმ იდეას, რომ საგანგებო სიტუაციებში ადამიანები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება წარსული გამოცდილებისა და ინტუიციის ანალიზს. 1990 წლებში ფსიქოლოგმა ჰარი კლეინი სწავლობდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მედიცინის დებში, მეხანძრეებში, ჯარისკაცებში ბრძოლის ველზე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს სპეციალისტები არჩევანს ინტუიციას მიაწერდნენ, შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ისინი სწრაფად უკავშირებდნენ ერთმანეთს მომხდარ და მათ მეხსიერებაში შენახულ მსგავს სიტუაციებს
თავის ტვინის უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა დამატებითი მტკიცებულებები იმისა, რომ ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ ანალიზისა და ინტუიციის საფუძველზე. 2000 წელს ნეირობიოლოგთა ჯგუფმა ნობელის პრემია მიიღო თავის ტვინის ახალი მოდელისათვის, რომელსაც „ინტელექტუალური მეხსიერება" უწოდეს. მან უარყო წინა „თავის ტვინის მარცხენა/მარჯვენა ნახევრასფეროების" მოდელი. „სინამდვილეში, სიცოცხლის განმავლობაში თქვენ ყველაფერს ალაგებთ თავის ტვინის თაროებზე" - ამბობს დუგანი. „მეცნიერები ამას პარსინგს უწოდებენ - ეს არის ტექნიკური ანალიზი. თქვენი ტვინი მუდმივად ადარებს უკვე არსებულს თავის მიღებულს, ხოლო როდესაც პოულობს კავშირს-სინთეზს - თქვენ გიჩნდებათ ინტუიცია".
დაადგინა რა კავშირი ფონ კლაუზევიცსა და თანამედროვე მეცნიერებას შორის, დუგანმა საერთო იდეები განსაზღვრა როგორც სტრატეგიული ინტუიცია: „ამორჩევითი პროექცია ელემენტებისა ახალ კომბინაციაში წარსულიდან მომავლისაკენ, როგორც მოქმედების გეგმა, შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენს ადრინდელ მიზნებს, და პირადი ვალდებულებაა გზადაგზა დეტალების დამუშავება".
გასულ წელს დუგანმა გაანალიზა ძირითადი პროცედურები არმიის დაგეგმვის ხელმძღვანელობაში, რათა გაეგო, თუ რამდენად კარგად შეესაბამებიან ისინი სტრატეგიული ინტუიციის პრინციპებს. დასკვნით პუბლიკაციაში „Coup d'Oeil: სტრატეგიული ინტუიცია საარმიო დაგეგმვაში" ის აღნიშნავს, რომ ხელმძღვანელობას ადამიანის გონებაზე მოძველებული წარმოდგენა აქვს - იდეა იმის შესახებ, რომ ანალიზი და ინტუიცია ადგილებს იკავებენ თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში და განკუთვნილი არიან სხვადასხვა სიტუაციებისათვის. სინამდვილეში, ტვინის ახალი გამოკვლევების თანახმად, ანალიზი და ინტუიცია ყველა სიტუაციაში მჭიდროდ არის გადახლართული.
სტრატეგიული ინტუცია აღწერს იმას, თუ როგორ წარმოიშობიან გამრღვევი იდეები ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: ბიზნესიდან პოლიტიკამდე და ხელოვნებამდე. „ეს შეიძლება აღმოჩნდეს ნოვაციის საპირისპირო, მაგრამ პრაქტიკულ ასპექტში ეს არის ის, თუ როგორ ხდება სინამდვილეში სიახლის შემოტანა" - აღნიშნავს დუგანი. „და თვით ბიზნესშიც კი ეს ძველი იდეაა. ავსტრიელმა ეკონომისტმა ჯოზეფ შუმპეტერმა შენაარსობრივად ეს თქვა ჯერ კიდევ 1940-იან წლებში თქვა, რომ ეს ის არის, რასაც ჩვენ სულ და ახლიდან მუდმივად აღმოვაჩენთ ხოლმე. მე მის წარმოშობას ვაკუთნებ ტაო ტე ჩინგს, ძველ ჩინეთში ძვ. წ. 450 წელს".
კურსზე, რომელიც მიჰყავს დუგანს კოლიმბიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში პროგრამებით „Executive MBA" და „Executive Education", სტარტეგიულ ინტუიცისთან ნაცნობობას ის იწყებს თომას ედისონის ცნობილი ფრაზით: „გენია - ეს არის 1 პროცენტი შთაგონება და ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ოფლი". დუგანი ამატებს: „ის, რაზეც ჩვენ აქ ვლაპარაკობთ -არის სწორედ ის ერთი პროცენტი. ეს თავსატეხის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია. მაგრამ თუ თქვენ არა გაქვთ შთაგონება, თქვები დაღვრილი ოფლი დროის ფუჭად კარგვაა". მას შემდეგ, რაც გაერკვევით, თუ როგორ მუშაობს სტრატეგიული ინტუიცია, თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ შესაძლებლობები, როდესაც შეასრულებთ ქვემოთ აღწერილ საფეხურებს:
1. მაგალითები ისტორიიდან. თუ თაროები თქვენს ტვინში კარგადაა დაკომპლექტებული, თქვენ დიდი ალბათობით შეძლებთ მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებას. ნაპოლეონი და პატონი - ოდესმე არსებულთაგან ორი ყველაზე წარმატებული გენერალი - ფლობდნენ სამხედრო ისტორიის ენციკლოპედიურ ცოდნას. „ისინი იმით კი არ იყვნენ ცნობილნი, რომ არჩევდნენ სტრატეგიულ მიზანს - ქალაქს, ხიდს ან ფორტს, არამედ იმით, რომ უკეთ უძღვებოდნენ თავის ჯარს" - ამბობს დუგანი. „როდესაც მათ ესმოდათ, რომ ხედავენ წარსული ბრძოლების სტრატეგიულ სიტუაციას, მაშინ წარმოქმნიდნენ ბრძოლას ან მის ნაწილს მტერზე გასამარჯვებლად. ისინი ომობდნენ ბრძოლებში, მაგრამ არ იპყრობდნენ ტერიტორიას. მაგრამ ამასთან ერთად მტერსაც ამარცხებდნენ".
2. სულისკვეთება. სულისკვეთების შენარჩუნების გასაღები ყველაზე მოულოდნელის მოლოდინია. იმისათვის, რომ გავაღოთ ჩვენი ტვინი „coup d'oeil"-სათვის, უნდა უარყოთ თქვენი აკვიატებული წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილება და ხანდახან ისიც, თუ პრობლემა რაშია. „ხანადახან ადამიანები ვერ ხედავენ, თუ რა უნდა გააკეთონ, და ეს ნორმალურია" - ამბობს დუგანი. „მათ უნდა გააგრძელონ ძიება, უნდა ეძიონ შესაძლებლობა. და თუ ისინი მზად იქნებიან და შეინარჩუნებენ სულისკვეთებას, მაშინ დაინახავენ ისეთ შესაძლებლობას, რომელიც მართლა მიმართავს მას სხვა მიმართულებით, ვიდრე ის, რომ ისინი უფრო ადრე ცდილობდნენ დაგეგმვას და წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს გეგმა ფიზიკურად როგორ უნდა შეესრულებინათ".
3. ინტუიცის გამონათება. Coup d'oeil - ეს არის არა სრულიად ახალი იდეა, არამედ უფრო მეტად სხვადასხვა წყაროებიდან უკანასკნელი იდეების გაერთიანება. მაგალითად, რენსონ ოლდსი იყო პირველი ავტომშენებელი, რომელმაც შექმნა სერიულად გამოშვებული ავტომანქანა, გამოიყენა რა ამისათვის სტაციონარული ამწყობი ხაზი, ხოლო ჰენრი ფორდმა თითქმის მთლიანად გადმოიღო ავტომობილის წარმოების დიზაინიცა და საწარმოო პროცესიც. ჩიკაგოს ცხოველთა სასაკლაოების დათვალიერებისას, სადაც გამოშიგნული საქონელი ჩამოკიდებული იყო კაუჭებზე და ასე გადაადგილდებოდნენ სადგურიდან სადგურამდე, ფორდს აღმაფრენა დაემართა და ასე გაჩნდა ამწყობი კონვეიერი.
„Coup d'oeil"-მა შეიძლება გაჩვენოთ, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს, მაგრამ ასევე შეუძლია შეცვალოს თქვენი მიზანი - იდეა, რომელსაც ბევრი ადვილად არ დაეთანხმება. სტრატეგიული დაგეგმვა, როგორც წესი, ამბობს, ჯერ ერთი, აუცილებელია იმისა განსაზღვრა, თუ რა წარმოადგენს თქვენს მიზანს. ეს დაგეხმარებათ დაგეგმვაში. მაგრამ ამ დროს მხედველობაში არ მიიღება, თუ როგორია თქვემი მიზანი. ამასობაში, სტრატეგიული ინტუიცია გთავაზობთ პასუხს კითხვაზე: „რას წარმოადგენს კარგი მიზანი?". კარგი მიზანი კი ისაა, რომელსაც მიღწევის რამდენიმე ისეთი საშუალება გააჩნია, რომლებიც დაფუძნებულია ადრინდელი იდეების გარკვეულ კომბინაციებზე.
4. გაბედულება. მოცემულ კონტექსტში გაბედულება გულისხმობს საკუთარი მიზნების შესრულებისაკენ მისწრაფებას. ის მოიცავს მოქნილობის ელემენტს - მზადყოფნას იაროთ წინ დეტალური გეგმის გარეშე და შეცვალოთ კურსი იმ შემთხვევაში, თუ უკეთესის საშუალება გამოგიჩნდებათ. ნაპოლეონის პირველ კამპანიაში მისი ხალხი რაოდენობით ძალიან ჩამორჩებოდა იტალიურ და ავსტრიულ ჯარებს. მაგრამ რადგანაც სიტუაცია მოაგონებდა ფრიდრიხ დიდის 50 წლის წინანდელი კამპანიის მოვლენებს, ნაპოლეონს თავში მოუვიდა იდეა, რომ თავისი ჯარები მიემართა იტალიურ და ავსტრიულ ჯარებს შორის და თითოეულს ცალცალკე შებრძოლებოდა.
„მას ჰქონდა საერთო მიზანი და არა დეტალური გეგმა, და ის თავის ჯარებს მიმართავდა და ცალცალკე ამარცხებდა მტრის ჯარებს რიგ ბრძოლებში. მას არ ჰქონდა წინასწარი წარმოდგენა იმაზე, თუ სად გაიმართებოდა ბრძოლა, მაგრამ როდესაც ისინი იწყებოდა, ის იქ ხედავდა საშუალებას. ამგვარად, სტრატეგიული ინტუიცია არ გამოდის მიზნის დასახვის წინააღმდეგ, და მხოლოდ სვამს კითხვას: „საიდან წარმოიშობა თქვენი მიზანი?" და შენდეგ ამბობს, რომ თქვენი მიზანი დეტალიზებულია იმდენად, რამდენსაც თქვენ ხედავთ და თქვენ შეავსებთ დეტალებს თქვენი შესაძლებლობების მიხედვით" - განმარტავს დუგანი.
თავის კურსზე დუგანი მონაწილეებს სთავაზობს შეადგინონ საუთარი მიზნების რუკა და იმ დროისათვის არსებული ამა თუ იმ მიზნის მიღწევის საშუალებები. „იდეა, რომ გქონდეთ რამოდენიმე შესაძლო მიმართულება, წარმოადგებს უფრო რეალისტურს და გაძლევთ უფრო უკეთსი არჩევანის საშუალებას" - თვლის დუგანი.