ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაგავლენის სტრატაგემები

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

გავლენის სტრატაგემები
 | რეიტინგი 3 

სხვების დარწმუნების ოსტატობა ადამიანის მნიშვნელოვანი უნარია და ის განსაკუთრებით ესაჭიროება მენერერს, რათა ზეგავლენა მოახდინოს თავის კოლეგებზე: უფროსზე, ხელქვეითებზე, პარტნიორებზე, კლიენტებზე. დამაჯერებელი შეტყობინებამ შეიძლება ვერ შეცვალოს ადამიანის შეხედულება, მაგრამ მიიყვანოს იგი თქვენთვის საჭირო დასკვნებამდე. მაგრამ, როგორ შევქმნათ ასეთი შეტყობინება? ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ამისათვის საჭიროა ზეგავლენის 4 სტრატაგემის სწორად გამოყენება, რაზეც ქვემოთ გვექნება ლაპარაკი.

წინასწარი შეგონება. მოცემული სტრატაგემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა ისეთის  შექმნა, რომელიც თითქოსდა შეიცავს გარკვეულ წინასწარ აზრს, ჭეშმარიტებას, რომელიც ყველასათვისაა ცნობილი. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მსმენელი არც კი იფიქრებს შეკამათებას.  თქვენი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაპყრო იმ მომენტს, რომ თქვენი შეტყობინება არ უნდა იყოს უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტება. ის შეიძლება იყოს საკამათოც და სადისკუსიოც. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ წიგნიერი ფორმულირებებით და მხოლოდ ისეთი დეტალების ხსენებით, რომლებსაც, თქვენი აზრით, შეუძლიათ შედეგის მოტანა. მოკლედ, თქვენი სიტყვა უნდა იყოს ისეთი, რომ მსმენელს მოეჩვენოს, რომ თქვენ ყველასთვის ცნობილ საგანზე ლაპარაკობთ.

სწორი შეტყობინება. სწორი შეტყობინების შექმნა გავლენის უმნიშვნელოვანესი სტარატაგემაა, რომელზედაც დიდად არის დამოკიდებული თქვენი წარმატება. თქვენი შეტყობინება ისეთი სახით უნდა ააგოთ, რომ მან მიიტანოს მსმენელამდე მხოლოდ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტები. ლაპარაკია არ იმაზე, რომ იცრუოთ. ეს უბრალოდ მიუღებელია. მაგრამ არც მთელი სიმართლის თქმაა საჭირო. შეტყობინების მისადაგების ყველაზე ცნობილი და მკაფიო მაგალითია, როდესაც „იაფფასიანი" საქონელს უწოდებენ „არაძვირს". ნათელია, რომ მეორე ვარიანტი უფრო სასიამოვნო მოსასმენია. შეტყობინების შექმნისას თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ უნდა მიიპყროთ მსმენელის ყურადღება. და რისგან გსურთ განზე გადგომა.

ნდობა წყაროს მიმართ. აქ ყველაფერი მარტივია. ადამიანები ენდობიან მხოლოდ შემოწმებულ წყაროს. თუ ლაპარაკია რაიმე ტექნოლოგიისადმი მიძღვნილ მონათხრობზე, მაშინ მასზე დიდი გავლება ექნება ისეთ ადამიანს, ვინც პროფესიულადაა ადაკავშირებული ამ ტექნოლოგიასთან. იმ შემთხვევებში, როდესაც იმოწმებთ რაიმე გვერდით მონაცემებს, უნდა დაფიქრდეთ, მიიპყრეობენ თუ არა ისინი აუდიტორიის ყურადღებას. ასე, მაგალითად, თუ ეს რაიმე სტატისტიკური გამოკვლევეა, უმჯობესია ახსენოთ, თუ რისთვის ატარებდა მას კომპანია. უხეშად რომ ვთქვათ, შეტყობინება გამაგრებული უნდა იყოს იმ ადამიანის კომპეტენციით, ვინც მას ავრცელებს.

ემოციური ფაქტორი. ზეგავლენის უკანასკნელი სტარატაგემა მიმართულია აუდიტორიის ემოციებისაკენ. მისი ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს თანამოსაუბრეებში გააღვიძოთ მონათხრობის შესაძლო დამხმარე გრძნობები. მათი აღფრთოვანება, ინტერესის გაჩენა, ცნობისმოყვარეობა - ეს ყველაფერი მიეკუთვნება ემოციურ ფაქტორს. ბევრი ვარაუდობს, რომ სწორედ ემოციური ფაქტორი ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე ძლიერი, ახდენს რა უდიდეს გავლენას აუდიტორიაზე. ზეგავლების ყველა ეს სტრატაგემა თავის დროზე გამოარჩიეს არონსონმა და პარკერმა. თუ თქვენ მათ აქტიურად გამოიყენებთ სხვა ადამიანების დარწმუნების პროცესში, თქვენ დიდი ალბათობით ხშირად მიაღწევთ წარმატებებს.

P.S. სტრატაგემა - ხრიკი (სამხედრო), ფანდი.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge