მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაბიზნესის დაწყებისას გეშინოდეთ შინაურებისა და მეგობრების!
ბიზნესის დაწყებისას გეშინოდეთ შინაურებისა და მეგობრების!
| რეიტინგი 3
„მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ ფული სხვაა! - ხალხური სიბრძნეა. დამწყები ბიზნესმენის ერთერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბიზნესის მეგობრებთან, ნათესავებთან, კარგ ნაცნობებთან ერთად დაწყებაა. ან კიდევ, როდესაც საქმეები იწყებენ შემოსავლის მოტანას, მათი სამსახურში აყვანა.
ახლა არ დავიწყებთ საოჯახო და „მეგობრული" ბიზნესების განხილვას,, ისინი არსებობენ. ეს არის დიდი ნდობის ქონა, ერთსულოვნება, სამუშაოს შედეგებით პირადი დაინტერესება, გაგება, თანაგრძნობა, დახმარების სურვილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია მატერიალური აქტორიც, რადგან, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო ახლობლებისა ან ნათესავებისათვის ბევრის გადახდა.
მაგრამ უკუმაგალითებიც საკმაოდ ბევრია. პლუს, როდესაც ბიზნესი გავა ოჯახის ჩარჩოებიდან, უთანხმოებები იმდენად ძლიერდება, რომ ბევრი ბიზნესი ამას ვერ უძლებს და კვდება.
და საერთოდ, რისთვის ქმნის ადამიანი ბიზნესს? ხშირად მთავარი მოტივატორი მერკანტილური ინტერესია - ფულის გამომუშავება, რაც შეიძლება სწრაფად და ბევრის. ცოტა ვინმე თუ ფიქრობს აზროვნების და ახლობლებთან ურთიერთობის შეცვლაზე. „აი, იქნება ფული და ყველაფერი კარგად იქნება, უპრობლემოდ" -ასე ფიქრობს მხოლოდ ის ხალხი, რომელთაც არასოდეს არ „უტრიალებიათ" დიდი ფული. თუმცა, ეს ხისტი და უმეტესად დაუნდობელი თამაში სწრაფად ცვლის ობივატელს, ბიზნესით დაკავებულ ადამიანში აჩენს სრულიად სპეციფიკურ თვისებებს, რომელთა გარეშეც ყველა საქმე უბრალოდ განწირულია კრახისათვის. და ეს თვისებები ძალზე განსხვავდება მოწუწუნეთა ფსიქოლოგიისაგან (გარემოებათა მსხვერპლისაგან), რომლებიც, მეწარმის აზროვნების მქონე ადამიანებისაგან განსხვავებით, ჩვენს გარშემო უამრავია.
1. ფულის თვლის უნარი. „კაპიკი მანეთს ინახავს" - ეს არის პირველი წესი, რომელსაც ძალიან მალე ითვისებს ყველა დამწყები ბიზნესმენი! კაპიკიანი საქონლის დიდი პარტია უკვე იძლევა დიდ მოგებას. ვაჭრობის უნარი და სურვილი უბრალოდ გადადის ჩვევაში, ხოლო მეწარმის მიერ მიერ ვინმესთვის „ისე" ფულის მიცემის სურვილის არქონა უკვე დიდი ხანია ანდაზებში, თქმულებებში ანეკდოტებშია შესული,,, მაგრამ როდესაც მეგობრები (ძველიც და ხალიც) და უბრალოდ ნაცნობებიც, როგორც კი გაიგებენ, რომ ფულიგაგიჩნდათ, რატომღაც მას უკვე თავისად თვლიან...
2. საქმეზე პასუხისმგებლობა. მეგობრობა მეგობრობად, ნათესავები - ნათესავებად, ნაცნობები ნაცნობებად, მაგრამ ბიზნესი ყველა პირობებში უნდა განვითარდეს, მაშინაც კი, როდესაც ფული ოჯახშიც არა გაქვთ, როდესაც მეგობრები დროის სატარებლად იკრიბებიან, „რომლის გაცდენაც არაფრით არ შეიძლება" და როდესაც უახლოესი ნათესავები ჩამოდიან, რომლებიც საუკუნეა არ გინახიათ. იმიტომ, რომ თქვენ პასუხისმგებელი ხართ საქმეზე.
თუ ბიზნესი უცბად ჩავარდება, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, განსაკუთრებით მისი დაწყებისას, ამაზე მხოლოდ თქვენ იქნებით 100%-ით პასუხისმგებელი. ვისთან უნდა იმართლოთ თავი? საკუთარ თავთან? „რომ მეგობარმა სესხად გთხოვათ"... „ან ცოლს ახალი მანქანა მოუნდა...?"
3. საკუთარი თავის რწმენა და „ცხოვრებაზე საკუთარი ხედვის" ერთგულება. ეს არის წარმატებული მეწარმის ხასიათის თვისება, რომელიც, როგორც წესი, ახლობლებში დიდი შურის გრძნობას იწვევს- „ერთი შეხედეთ, როგორ ზემოდან გვიყურებს. ეს ის ადამიანი აღარ არის, ვისაც ვიცნობდით. თავში აუვარდა"... და როგორ გგონიათ, დაგეხმარებიან ასეთი „კეთილისმსურველები" ან .... მაგრამ არ გვინდა სევდიანი ამბები.
4. ჯანმრთელი ცინიზმი და უნდობლობა. ამ თვისებებს ჯერ არავისთვის არ შეუშლია ხელი ბიზნესში, ყოველ შემთხვევაში, ძალიან. გადამეტებული ნდობა და „სწორად შევსებული ქაღლადებისადმი" მტკიცე რწმენა ძალზე სწრაფად იკურნება ცხოვრების რეალიებით. ეს ეხება მეგობრებსაც და ნათესავებსაც.
5. სწავლა. ცხოვრება დღეს ძალიან სწრაფად იცვლება. სიტყვები „სწავლა, სწავლა და სწავლა" ბიზნესმენისათვის ისე აქტუალურია როგორც არასდროს.
6. „ყველაფრის თავისი ჭკუით კეთების" სურვილი. მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლა, კონკურენტების „დასჯა", დაუჯერებელი იდეის რეალიზება - ყველაფერი ამის გარეშე არ არსებობს წარმატებული ბიზნესმენი. თუ რას ფიქრობენ ამის შესახებ მეგობრები და ნათესავები, ახსნა საჭირო არ არის. ჩვეულებრივი ადამიანისათვის „უსაფრთხოება" და „საღი ჭკუა" ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. ხოლო მეწარმისათვის მთავარია მიღწევები, ფული და წარმატება! გრძნობთ ხომ განსხვავებას... ბიზნესით დაკავებული ადამიანი, უპირველესად, გამოირჩევა რაციონალობით და მანიპულაციების მსხვერლად ყოფნის სურვილის არქონით, თუნდა ყველაზე ახლობელი ადამიანების. ასე იმსხვრევა „მეგობრობა" და ყველაზე უახლოეს ადამიანთა შორისად ყალიბდება წმინდა საქმიანი ურთიერთიობები. და რადგანაც არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, მაშინ ჩნდება წყება, შური და ... გამონაკლისსბი ამ წესიდან, რასაკვირველია, არსებობს. ასეთებია Google-ს დამაარსებლები ლარი პეიჯი და სერგე ბრინი, რომლებმაც ჯიბეში 10 მილიარდზე მეტი ჩაიდეს (თითოეულმა). ეს არის სწორედ ასეთი გამონაკლისის მაგალითი, მაგრამ ისინი მხოლოდ ამტკიცებენ კანონზომიერებას. და სავარაუდოდ, არც თქვენ იქნებით გამონაკლისი.