მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიმაიკლ ბლუმბერგი: მერისა და მილიარდერის ისტორია
მაიკლ ბლუმბერგი: მერისა და მილიარდერის ისტორია
| რეიტინგი 3
მსოფლიოში არც ისე ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, რომელთას შეუძლია მილიარდერის სტატუსით იტრაბახოს. ევროპის გახსენებისას მაშინვე თავში მოგდით სილვიო ბერსლუსკონი. მაგრამ ამერიკასაც ჰყავს თავისი ბერლუსკონი, მაიკლ ბლუმბერგი. ეს არის ნამდვილი ფინანსური მოგოლი და ყველა ნიუ იორკელისათვის ძალზედ წარმატებული მერი. პირველს ის ფაქტი ადასტურებს, რომ ბლუმბერგი Forbes-ში სიაში ერთერთი ყველაზე მდიდარი ამერიკელია, ხოლო მისი, როგორც პოლიტიკოსის წარმატებაზე ის მეტყველებს, რომ ნიუ იორკის ქალაქის საკანონმდებლო საბჭომ ბლუმბერგს მისცა ქალაქის მერის პოსტზე ზედიზედ მესამედ კენჭისყრის ნებართვა.
„ბიძაზე" მუშაობა, როგორც სასტარტო კაპიტალის გამომუშავების საშუალება
მაიკლ ბლუმბერგი დაიბადა ბოსტონში 1942 წლის 14 თებერვალს. მისი მშობლები არასოდესრ არ გამოირჩეოდნენ დიდი კეთილდღეობით - მამა ბუღალტერი იყო, დედა კი მდივნად მუშაობდა. სწორედ ამიტომ უწევდა მაიკლს ბენზინის გასამართ სადგურზე მუშაობა, რომ გაეგრძელებინა სწავლა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. რომელიც 1964 წელს დაამთავრა და გახდა ელექტროინჟინერიის ბაკალავრი. ეს იყო დასაწყისი. უკვე ორი წლის შემდეგ ბლუმბერგი ხდება ჰარვარდის კურსდამთავრებული, მიიღო MBA (ბიზნესის ადმინისტრატორის მაგისტრი). მაიკლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო, რომელშიც შერწყმულია როგორც ტექნიკური, ისე საქმიანი მხარეები.
MBA-ს მიღების შემდეგ მაიკლი მოეწყო კომპანიაში „Salomon Brothers", რომელიც ფინანსებით იყო დაკავებული. მან საკმაოდ სწრაფად ააწყო კარიერა, გახდა კომპანიის სრულუფლებიანი პარტნიორი, მიიღო რა ამისათვის მისი აქციები და დაინიშნა საინფორმაციო სისტემების ხელმძღვანელად. ეს არ იყო ისე უბრალოდ გაკეთებული, რადგან თავისი განათლებით მაიკლი სრულებით შეესაბამებოდა ამ თანამდებობას იმ უბრალო მიზეზით, რომ ის ტექნიკოსიც იყო. ბლუმბერგის ქვეგანყოფილება ძალიან მალე სრული სიმძლავრით ამუშავდა, მაგრამ მაიკლს არ ეწერა დიდხანს წარმატების დაფნის გვირგვინით დატკბობა.
მთელი საქმე იმაშია, რომ „Salomon Brothers"-ი შეერწყა კომპანია Phibro-ს, რომელიც იმ პერიოდში დაკავებული იყო ნავთობით, ლითონებითა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობით. კომპანიების ყოველნაირი ასეთი შერწყმა, როგორც ცნობილია, დაკავშირებულია შტატების შემცირებასთან. სამწუხაროდ, ბლუმბერგიც სწორედ ასეთ შემცირებაში მოყვა (თუმცა, სხვა შეხედულებით, ის ძალზე აქტიური იყო და ამიტომაც არ აწყობდა ახალი კომპანიის უფროსობას.)
სამუშაო ადგილის დაკარგვას მაიკლში დეპრესია არ გამოუწვევია, უფრო პირიქით. ამან მის წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაშალა. მაიკლი მიხვდა, თუ სად შეიძლებოდა ფულის შოვნა და მტკიცედ დაწმუნდა, რომ მას ეს შეეძლო. საბედნიეროდ, მას გააჩნდა საწყისი კაპიტალი, საჭირო იყო მხოლოდ ყოფილი დამქირავებლის აქციების გაყიდვა, რაც რამდენიმე მილიონში გამოისახა.
ბლუმბერგის ბიზნესის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ საინფორმაციო მომსახურეობა გაეწია ფინანსებთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიებისათვის. ამისათვის მაიკლმა ჩამოაყალიბა საკუთარი კომპანია, რომელშიც სამუშაოდ მიიწვია Salomon Brothers-ის სამი ყოფილი თანამშრომელი. იმ დროს საინფორმაციო სფეროს ლიდერი სააგენტო Reuters-ი იყო, მაგრამ ბლუმბერგს ჰქონდა შესაძლებლობა უკან მოეტოვებინა იულიუს როიტერის პირმშო. დგებოდა საყოველთაო კომპიუტერიზაციის ეპოქა და საჭირო იყო რევოლუციის საკუთარი წარმატებისათვის მაქსიმალურად გამოყენება. აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ Reuter სრულებითაც არ უარყოფდა მაღალ ტექნოლოგიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა დღეს ასეთი წარმატებული სააგენტო.
ასე მოევლინა ქვეყანას 1981 წელს კომპანია Innovative Market Systems, რომელსაც მომავალში Bloomberg LP ეწოდა და მისი სასტარტო კაპიტალი 10 მილიონი დოლარი შეადგენდა. იდეა იმაში მდგომარეობდა, მიეწოდებინათ სხვადასხვა კომპანიებისათვის საქმიანი ინფორმაცია და მათ შორის საფინანსოც. მაგრამ არა ისე ქაოტურად, როგორც ამას იმ დროს სხვა კომპანიები აკეთებდნენ, არამედ სტრუქტურიზებულად, მიმდინარე ტრენდების გამოყოფით.
მაიკლ ბლუმბერგის კომპანიის პირველი კლიენტი გახდა ცნობილი საინვესტიციო ბანკი Merrill Lynch-ი. დღემდე ნამდვილ ბიზნეს-ლეგენდად რჩება ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაიყოლია ბლუმბერგმა Merrill Lynch-ი გამხდარიყო მისი კლიენტი. მაიკლი პირადად ეწვია საინვესტიციო ბანკის ოფისს და წარუდგინა საკუთარი კომპანიის ბიზნეს-გეგმა. მან მთლიანად აღუწერა თავისი მომავალი პროდუქტი, რის შემდეგაც შესთავაზა საცდელი ვერსია, რათა Merrill Lynch-ში შეეფასებინათ Innovative Market Systems-ის შვილობილის პოტენციალი. Merrill Lynch-ს ისე მოეწონა ეს მოწყობილობა, რომელიც მომენტალურად აგროვებდა ინფორმაციას საფონდო ბირჟიდან, რომ დაუყოვნებლივ გადაწყვიტა 20 ასეთი ტერმინალის შეკვეთა.
ასე გაუჩნდა მაიკლ ბლუმბერგს პირველი კლიენტი და ინვესტორი. ძალიან მალე Merrill Lynch-მა 30 მილიონ დოლარად შეიძინა Innovative Market Systems-ის აქციების 20%. ეს ფული კომპანიისათვის ძალზე საჭირო აღმოჩნდა, რადგანაც განვითარების საშუალება მისცა.
ალბათ ღირს იმის აღნიშვნა, თუ რა ტერმინალებზეა ლაპარაკი, რომელთა ნახვაც ყველას შეეძლო საფონდო ბაზართან დაკავშირებულ ფოტოსურათებზე. დღეისათვის Bloomberg Professional-ის ტერმინალები განლაგებულია თითქმის ყველა საფინანსო კომპანიაში, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ. ეს არის გარკვეული დონის კორპორატიული სტანდარტი, ისევე, როგორც მაიკროსოფტი საოპერაციო სისტემების ბაზარზე. ამასთან, Bloomberg Professional-მა დაადასტურა თავისი საიმედოობა, ფუნქციურობა და ამით პროდუქტის უმაღლესი ხარისხიც. რასაკვირველია, საქმიანი ინფორმაციის გავრცელება შეუძლებელია ჟურნალისტების სერიოზული შტატის გარეშე. ამ პრობლემის გადასაჭრელად ბლუმბერგმა დადო ხელშეკრულება Dow Jones-თან, რომლის მიხედვითაც მის კომპანიას შეეძლო თავის ქსელში The Wall Street Journal-ის მასალების გამოყენება. ეს კავშირი გაგრძელდა 1990 წლამდე, როდესაც ამ უკანასკნელმა ყველასათვის მოულოდნელად გაწყვიტა კონტრაქტი, ამის მიზეზი დღემდე არავის არ იცის. ასე იყო თუ ისე, მაგრამ ბლუმბერგს მოუწია სარედაქციო შემადგენლობის ჩამოყალიბება. უხეშად რომ ვთქვათ, საჭირო იყო წერის მცოდნე ხალხის დაქირავება.
ეს ამოცანა ბლუმბერგმა გადაჭრა ახალგაზრდობაზე ყურადღების გადატანით, რაც საკმაოდ მოულოდნელი სვლა იყო. მან არ დაიწყო გამოცდილი და ძვირად ღირებული სპეციალისტების ძიება, არამედ ქირაობდა ნიჭიერ კურსდამთავრებულებს. ძალიან მალე Bloomberg LP-ში გაჩნდა თანამშრომლების უზარმაზარი შტატი, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოში მუშაობენ და თავის ქსელს საჭირო ინფორმაციით ამარაგებენ.
ასეთი შტატის ორგანიზებამ ახალი სერვისების დანერგვა მოითხოვა და ეს ძალიან სწრაფადაც მოხდა. ბლუმბერგმა შეიძინა რადიოსადგური, გახსნა საკუთარი ფინანსური თემატიკის სატელევიზიო არხი და ვებ-საიტიც, რომელიც დღეისათვის ფინანსების ანალიტიკურ ცენტრს წარმოადგენს.
კომპანია Bloomberg LP თანდათან იკავებდა სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ფინანსური ანალიტიზის ბაზარზე და დღეს რამდენიმე მიმართულების ძლიერი პოზიციები გააჩნია. უპირველეს ყოვლის, მაიკლ ბლუმბერგის კომპანია ფლობს ქვეგანყოფილება Bloomberg Professional-ს, რომელიც კომპანიებს აწვდის თავის ძვირად ღირებულ ტერმინალებს (თითოეული ასეთი მოწყობილობის იჯარის ფასი თვეში 1,5 ათასი დოლარია). მეორეც, კომპანია ფლობს Bloomberg Television-ის ქვეგანყოფილებას - ფინანსური თემებისადმი მიძღვნილ მსხვილ სატელევიზო ქსელს. კომპანიის საკუთრებაშია აგრეთვე საკუთარი გამომცემლობაც, რომელიც დღეისათვის დაკავებულია ისეთი პროექტებით, როგორებიცაა Bloomberg Press, Bloomberg Persona Finance და Bloomberg Markets. ნიუ იორკის ახლანდელი მერის იმპერიაში არის საკუთარი რადიო და სრულფასოვანი საინფორმაციო სააგენტო. და, რასაკვირველია, არ არის დავიწყებული ინტერნეტიც, სადაც ბატონობს bloomberg.com. სადღეისოდ bloomberg LP წარმოადგენს ფინანსური სიახლეების ერთერთ წამყვან მიმწოდებელს მთელს მსოფლიოში, რომელშიც მუშაობს 130 ქალაქში დასაქმებული 9,5 ათასი ადამიანი.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი ბლუმბერგს გამოუვიდა. მაგრამ თვითონ მაიკლი უკანასკნელ დროს მას სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობს. მთელი საქმე იმაშია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მისი ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მსხვილი ქალაქის - ნიუ იორკის მართვა, რომლის მერადაც ის გვევლინება.
მაიკლი აქტიურ ყურადრებას უთმობს ქველმოქმედებასაც. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ის იყო მრავალი არაკომერციული ორგანიზაცის წევრი და ეკავა თავისი მშობლიური ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მმართველობის თავმჯდომარის პოსტიც. კრიზისის დადგომამდე მაიკლ ბლუმბერგი ჟურნალ Forbes-ის ვერსიით მე-8 ადგილზე იყო ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიაში 20 მილიარდიანი ქონებით. კრიზისმა, რასაკვირველია, ბლუმბერგზეც იქონია გავლენა, მაგრამ არ ისე ძლიერად, როგორც სხვა მეწარმეებზე. იგივე Forbes-ის მონაცემებით ნიუ იორკის მერმა 4 მილიარდი დოლარი კი დაკარგა, მაგრამ შეინარჩუნა თავისი მე-8 ადგილი ყველაზე უზრუნველყოფილ ამერიკელებს შორის.
2001 წელს მაიკლ ბლუმბერგი ნიუ იორკის მერად აირჩიეს. ეს პოსტი მან უპირატესად ორი მიზეზის გამო დაიკავა: ის ფლობდა სოლიდურ ფინანსურ სასხსრებს ფართომასშტაბიანი სარეკლამო კომპანიის ჩასატარებლად (მან პირადად ჩადო საარჩევნო კომპანიაში 41 მილიონი დოლარი), და მეორე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ მას მხარი დაუჭირა ნიუ იორკის წინამორბედმა მერმა რუდოლფ ჯულიანიმ, რომლის სიტყვები განსაკუთრებით ბვერს ნიშნავდა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. უნდა ითქვას, რომ ბლუმბერგმა მაშინვე დაიწყო აქტიური საქმიანობა მერის პოსტზე და მისი პირველი გადაწყვეტილებები, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო ყველაზე პოპულარული. მან აკრძალა ქუჩაში ვაჭრობა, მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში (ბარებსა და კაფეებში), შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები და და იმავდროულად გაზარდა გადასახადები. ისე ჩანდა, რომ იგი მეორე ვადას ვერ ეღირსებდა, მაგრამ დაიწყო ზრდა ქალაქის ეკონომიკამ, 20%-ით იკლო დამნაშავეობამ, ხოლო გაუმჯობესება დაიწყო სასკოლო განათლებამ. საერთო ჯამში, ბლუმბერგმა აჩვენა, რომ ის საუკეთესო კანდიდატურაა და არჩეულ იქნა კიდეც მეორე ვადით.
ამ ხნის განმავლობაში მაიკლმა მიაღწია ქალაქის ბიუჯეტის დაბალანსებასა და უმუშებრობის დონის შემცირებას. შედეგები სახეზე იყო. და ამიტომაც არ არის გასაკვირი იმაში, რომ ნიუ იორკის საქალაქო საკანომდებლო საბჭომ ნება დართო დართო მერის პოსტზე ზედიზედ მესამედ ეყარა კენჭი.
რატომა არა? ვუსურვოთ ბლუმბერგს წარმატებები მესამე ვადით განმავლობაში, რადგან განა ვინმეს ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მას კვლავ აირჩევდნენ?
P. S. ბლუმბერგის პოლიტიკაში წასვლა არ ნიშნავდა, რომ მან ბიზნესს თავი დაანება. ის კვლავაც დამოუკიდებლად იღებს კომპანიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს.