ჯეფრი ბეზოსის პირმშო დღეს მსოფლიოში უდიდესი ინტერნეტ-მაღაზიაა და საერთოდ, ერთერთი უმსხვილესი რიტეილერი.
ამ კომპანიამ სრულებით შეცვალა ვაჭრობის არსი და პოპულარობა მოუტანა ინტერნეტით გაყიდვებს. დღეს განვიხილავთ, თუ როგორ ქმნიდა Amazon-ს ჯეფრი ბეზოსი. ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა თანამედროვეობის ერთერთი IT-კომპანიის შესახებ.
როგორ იწყებოდა ყველაფერი
1964 წლის 12 იანვარს ნიუ მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკში დაიბადა ჯეფრი ბეზოსი, ხოლო ბავშვობის შეგნებული წლები მან უკვე ჰიუსტონში გაატარა, სადაც მისი ოჯახი იმის გამო გადასახლდა, რომ მისმა მამინაცვალმა და იგივე ოჯახის უფროსმა იქ Exxon-ის ნავთობის კომპანიაში იშოვა სამსახური.
ჯეფრი ბეზოსი უკვე ბავშვობიდანვე იჩენდა დიდ ინტერესს ტექნიკისადმი, სულ ჩხირკედელაობდა და სხვადასხვა ნივთებს აკეთებდა. ერთხელ მან პატარ სიგნალიზაციაც კი გააკეთა. სწავლაშიც საქმე ძალიან კარგად მიუდიოდა და სკოლა წითელ დიპლომზე დაამთავრა. ახალგაზრდა მამაკაცის შემდგომი ნაბიჯი იყო პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაბარება 1982 წელს. ბეზოსი სტუდენტობის დროსაც დიდი ინტერესს იჩენდა სწავლისადმი და ალბათ აღარ არის საჭირო იმის დამატება, რომ მან უნივერსიტეტიც ბრწინვალედ დაამთავრა.
ბეზოსის პირველი სამუშაო ადგილი უოლ-სტრიტზე იყო, ჩვეულებრივი კომპიუტერის ოსტატის. გარკვეული ხნის შემდეგ მან იშოვა გაცილებით საინტერესო სამუშაო კომპანია Fitel-ში. მის მოვალეობებში შედიოდა მსხვილი ქსელის შექმნა. უკვე 26 წლის ასაკში ახალგაზრდა კაცი ხდება კომპანია Bankers Trust-ის ვიცე-პრეზიდენტი. ეს იყო ფენომენალური კარიერული ზრდა უკვე ასეთ ახალგაზრდულ ასაკში, ვიცე-პრეზიდენტისათვის საჭირო ძალიან მცირე გამოცდილებით. მაგრამ ბეზოსს ეს არ ეხებოდა, რადგან ყოველთვის არაორდინალური პიროვნება იყო. მაგრამ იგი ამაზე არ გაჩერებულა და უკვე 1990 წელს კომპანია Shaw-ს ვიცე-პრეზიდენტი გახდა. და ეს იყო მისი ბოლო სამუშაო ადგილი - მისი მთელი მომავალი ცხოვრება Amazon.com.-თან იყო დაკავშირებული.
1994 წელს ბეზოსმა დატოვა Shaw. ამ დროისათვის ის უკვე დაოჯახებულიც იყო და გააჩნდა ინტერნეტის საშუალებით წიგნების გაყიდვის ორგანიზების იდეა. შეიძლება, რომ მასზე გარკვეული გავლენა მწერალმა ცოლმაც იქონია. როგორც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ დროს ინტერნეტი სწრაფად იხვეჭდა პოპულარობას. არა, ის ჯერ კიდევ არ იყო მასობრივი მოვლენა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ეს ასეც მოხდებოდა. ბეზოსი იღებს სიეტლში გამგზავრების გადაწყვეტილებას საკუთარი საქმით დასაკავებლად. 1994 წელს მან დატოვა ნიუ იორკი.
Amazon.com 1995 წელს ამუშავდა, ხოლო მისი აღმავლობა დაიწყო მრავალრიცხოვანი ინტერნეტ-სტარტაპებთან ერთად, რომლებმაც ვერ გაუძლეს დოტ-კომების კრახს. უნდა აღინიშნოს, ბეზოსის კომპანიის სტრატეგიაში მაშინვე იყო თვალში საცემი ერთი თავისებურება, რომელიც მის კომპანიას განასხვავებდა სხვა მრავალრიცხოვან ინტერნეტ-სტარტაპებისაგან მას ესმოდა, თუ როგორ უნდა ეკეთებინა ფული და იმედს ამყარებდა გრძელვადიან სტრატეგიაზე. ჯეფრი ბეზოსს აინტერესებდა არა სწრაფი ზრდა, არამედ სწორედ ხანგრძლივი პერსპექტივა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ Amazon.com.-მა გადაიტანა დოტ-კომების კრახი.
ამავდროულად, სხვა კომპანიების მსგავსად, Amazon.com.-იც ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ეს პრესაში კომპანიაზე საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს იწვევდა. ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ Amazon ჩამოვარდება ისევე სწრაფად, როგორც იზრდება, ხოლო ზოგი ჯეფრი ბეზოსის გენიალურობასაც აღნიშნავდა. საერთო ჯამში, არ არსებობდა ერთიანი აზრი ამ კომპანიის შესახებ.
1997 წლის 15 მაისს მოხდა კომპანიის პირველი გამოსვლა IPO-ზე. სხვა მრავალრიცხოვანი ინტერნეტ-სტარტაპების მსგავსად, Amazon-იც ინვესტორებისათვის გემრიელ ლუკმას წარმოადგენდა. და ისინი, ვინც ჩადო ფული ჯეფრი ბეზოსის კომპანიაში, არც შემცდარა.
Amazon-ის უნიკალობა
რატომ სწორედ Amazon-მა შეძლო გამხდარიყო მსოფლიოში უდიდესი ინტერნეტ-მაღაზია? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლია. მაგრამ თუ დავფიქრდებით, აქ რამდენიმე მომენტი იკვეთება. უპირველეს ყოვლისა, კომპანია ორიენტირებული იყო გრძელვადიან პერსპექტივაზე. მეორე, Amazon მუდმივად აგრძელებდა სრულყოფას. კომპანიაში, უბრალოდ, ჭკუას კარგავენ კლიენტებზე ორიენტირებულობაზე. Amazon-მა პირველმა შემოიღო ისეთი ოფცია, როგორიცაა კლიენტების გამოხმაურებები საქონელზე, თუნდაც უარყოფითის. საინტერესოა, რომ მწარმოებლები თავიდან ძალიან ეწინააღმდგებოდნენ ახალი ფუნქციის შემოღებას, რადგან მათ ეჩვენებოდათ, რომ ეს უაროფითად აისახებოდა გაყიდვებზე. ბეზოსმა რაღაცნაირად შეძლო მათი გადარწმუნება და არ შემცდარა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ გამოხმუარებები მხოლოდ ზრდიან ვაჭრობას..
კომპანიის წარმატების კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ ის არ ჩაიციკლა მხოლოდ წიგნების გაყიდვაზე. ამის სანაცვლოდ, დღეს Amazon ვაჭრობს მრავალფეროვანი საქონლით, ტექნიკით, DVD-ითა და ციფრული მუსიკითაც კი. თუ ვილაპარაკებთ Amazon-ის მართვაზე, აქ სიტუაცია სრულიადაც არ არის მარტივი. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ პატარა ჯგუფებს შეუძლიათ. სწორედ ამიტომაც ჯეფრი ბეზოსის Amazon-ში არ არსებობს მართვის ძალიან რთული ვერტიკალური იერარქია. ყველაფერი აგებულია პატარა ჯგუფებზე. პერსონალის შერჩევისას კომპანია გულდასმით აკვირდება თითოეულ კანდიდატს, რადგან მას მხოლოდ საუკეთესოები სჭიდება.
კომპანიის წარმატებულ გაყიდვებში მნიშვნელოვანი როლი უკავია სწორ მარკეტინგსაც. მან შესძლო გაყიდვების ისეთი სისტემის აგება, როდესაც უბრალო ადამიანები თვითონ ცდილობენ Amazon-ის საქონლის წინ წაწევას. დიახ, ლაპარაკია Amazon-ის პარტნიორულ პროგრამებზე. საიტის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია Amazon-ის პროდუქციის გაყიდვა თავისი რესურსის საშუალებით და აქედან გარკვეული პროცენტი მიიღოს. ასეთ მძლავრ სისტემას არანაირი კრიზისი არ აშინებს. და დღეს ის ისეთ ახალ პროექტებს იწყებს, რომლებზედაც მთელ მსოფლიოში ჩუმად ლაპარაკობენ.
შეაწიეთ სიტყვა დამაარსებელს...
1999 წელს ჟურნალმა „Time" ბეზოსი წლის ადამიანად დაასახელა. არჩევანი ნათელი იყო. ეს იყო დოტ-კომების ბუმის დრო, ხოლო Amazon ბაზარზე ყველაზე საინტერესო კომპანიად მიიჩნეოდა, რომელიც პოპულარიზაციას უკეთებდა ონლაინურ გაყიდვებს. საინტერესოა, რომ დღეს ჯეფრი კომპანიაში ისეთ ფიქსირებულ ხელფასს იღებს, რომელიც შეესაბამება 1998 წლის დონეს. სწორედ მაშინ მიღო მან გადაწყვეტილება, რომ ხელფასი ყოველ წელს არ უნდა იზრდებოდეს.
თუ შეხედავთ Amazon-ის დამაარსებლის გარეგნულ სახეს, ვერც კი იტყვი, რომ ის მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი კომპანიის დამაარსებელია. თუმცა, ეს ეხება თითქმის ყველა IT-ბიზნესმენს, რაშიც არაფერი არ არის გასაკვირი.
უნდა აღინოშნოს. რომ ბეზოსი არ გაჩერებულა მხოლოდ ერთ პროექტზე. 2000 წელს მან დაარსა კომპანია Blue Origin სუბორბიტალური ტურიზმის გასანვითარებლად, როგორც ამას აკეთებს რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic. ბეზოსი ჯერ ძალიან ჩამორჩება მახვილგონიერ ბრიტანელს, მაგრამ ვნახოთ რა გამოვა. ჯეფრი ხომ ბავშვობიდან ოცნებობდა კოსმონავტობაზე.
Amazon-ის საქმიანობის სხვა მიმართულებები
Amazon 2006 მარტიდან იჯარით გასცემს თავის გამომთვლელ სიმძლავრეებს. ცოტა ხნის წინ Amazon Web Services-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია ძალზედ კმაყოფილია „ღრუბლებიდან" მიღებული მიმდინარე შემოსავლით და ასევე მათი ზრდის პერსპექტივებით. მიუხედვად ამისა, Amazon Web Services-ს არ მოუყვანია ხარჯებისა და მოგების ზუსტი ციფრები. გასულ წელს ჟურნალმა გადაწყვიტა დაეთვალა Amazon-ს კომპიუტერების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი. და მიიღო საკმაოდ საინტერესო შედეგები.
ცნობილია, Amazon-ის პარკში კომპიუტერების უმეტესობის ფასი 300 დოლარის ფარგლებშია. საშუალოდ, Amazon-ის თითო კომპიუტერს ყოველ საათში 0,1 დოლარი შემოაქვს (ეს მუშაობის დროს. მხოლოდ ინფორმაციის შენახვისას Amazon 0,18 დოლარს იღებს). ეს კი ნიშნავს, რომ Amazon-ს წელიწადში თითოეული კომპიუტერიდან 876 დოლარი მოგება აქვს. ამ დროს გასათვალისინებელია ისიც, რომ კომპანია ხარჯავს ფულს ელექტროდენსა და მომსახურებაზე, მაგრამ ის, როგორც წესი, არ აღემატება კომპიუტერის ღირებულებას,. ერთ კომპიუტერს Amazon ხმარობს საშუალოდ 2 წლის განმავლობაში. გამოდის, რომ საერთო შემოსავალმა შეიძლება შეადგინოს 45 პროცენტი, რაც დღეს კომპანიის წიგნით ბიზნესის შემოსავალზე მაღალია (ეს ი დროს, რომ წიგნები მისი ძირითადი პურია).
კომპანიის ბიზნესისათვის კიდევ ერთი არასტანდარტული პროდუქტი გახდა გაჯეტი -ელექტრონული წიგნი Amazon Kindle, რომელიც ინტერნეტის დახმარებით ბიბლიოთეკის შევსების საშუალებას იძლევა, წიგნები, რასაკვირველია, შეგიძლიათ პირდაპირ შეიძინოთ Amazon-ზე. ბოლოს და ბოლოს, ელექტრონული სახით კითხვის მოყვარულების რიცხვი ყოველწიურად იზრდება.
Kindle-ს წარმატება იმითაცაა განსაცვიფრებელი, რომ Amazon არ იძლევა მოწყობილობის არანაირ ფასიან რეკლამას. კომპანია ცდილოს პროდუქტის გარშემო თანასაზოგადოების ჩამოყალიბებას, მოიზიდოს კლიენტები სხვა ადამიანების გამოხმაურებებით და კომპანიის დამაარსებლის ჯეფრი ბეზოსის გამონათქვამებით. ამასთან ერთად, დღესდღეობით დატოვებული რეცენზიების რაოდენობით Kindle-ს პირველი ადგილი უჭირავს კომპანიის საიტის „ელექტრონიკის" განყოფილებაში. „მყიდველების გამოხმაურებები Kindle-ს შესახებ გამაოგნებელი იყო - და ისინი გვეხმარებიან გაყიდვებში" - ამბობს იან ფრიდი, რომელიც Amazon-ში Kindle-ზეა პასუხისმგებელი. გამოხმაურებების სამი მეოთხედი მოწყობილობას 4 ან 5 ვარსკვლავით აფასებს. ზოგიერთი მომხმარებელი მას დაუჯერებელს უწოდებს, ხოლო ზოგი ამბობს, რომ ამ მოწყობილობამ საერთოდ შეცვალა მათი ცხოვრება. არავითარ ეჭვს არ იწვევს ის, რომ მოწყობილობა მართლაც შესანიშნავი გამოდგა.
აქ რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ Amazon-ის ციფრული მუსიკის მაღაზიაზეც, რომელიც ერთი ხანობაა Apple iTunes-ის მთავარი კონკურენტია. ჯერჯერობით აქ ძნელია რაიმე კონკრეტულის თქმა. ჯერჯერობით იმით შემოვიფარგლოთ, რომ რომ ეს არის პირველი პროექტი, რომელსაც შეუძლია Apple-სთან გაჯიბრება.
ასე რომ, დღეისათვის Amazon წარმოადგენს IT-ინდუსტრიის გიგანტს. ეს არის მრავალდარგოვანი მრავალწახნაგოვანი კომპანია. მომავალში შეგვიძლია დავინახოთ მხოლოდ Amazon-ის დივერსიფიკაცია, რაც კომპანიას ჯერჯერობით ადვილად გამოსდის.