ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიIBM–ის ისტორია: ცისფერი გიგანტის დაბადება

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

IBM–ის ისტორია: ცისფერი გიგანტის დაბადება
 | რეიტინგი 3 

 

„ამ ქვეყნად ვერაფერი ვერ შეცვლის შეუპოვრობას. ნიჭი? უამრავი წარუმატებელი ნიჭიერია ჩვენს გვერდით. გენიოსები? აუღიარებელი გენიოსები უკვე თქმულებებად იქცნენ. მსოფლიო გადავსებულია კარგი განათლების მქონე სულელებით. ყველაფერს გადაწონის შეუპოვრობა და შრომა". ამას ამბობდა თომას უოტსონ-უფროსი,  IBM-ის თავკაცი, რომელმაც პატარა, მაგრამ პერსპექტიული კომპანია მსოფლიო გიგანტად აქცია.

 

IBM-ის ისტორია უპირველესად დაკავშირებულია სამ ადამიანთან. რომლებიც სხვადასხვა დროს იდგნენ ამ კომპანიას სათავეში. ისინი ყველა განსხვავებული ხელმღვანელები იყვენენ, მაგრამ მათ აერთიანებდა ერთი რამ - მათ კომპანია წარმატებისკენ მიჰყავდათ. ამ სტატიაში მოგითხრობთ მსოფლიოში უძველესი კომპიუტერული კომპანიის ისტორიას.

 

ადრეული ისტორია. გერმან ხოლერიტი

ხუმრობა ხომ არ არის, რომ დღეს IBM 100 წელზე მეტი ხნისაა. ეს არის ისტორიაში უძველესი კომპიუტერული კომპანია, რომელიც თავის საქმიანობას იწყებდა არა პერსონალური კომპიუტერებით, არამედ მოსახლეობის აღწერის დამუშავების მანქანებით.

ყველაფერი დაიწყო შორეულ 1860 წელს, როდესაც ქვეყნიერებას მოევლინა გერმან ხოლერიტი. გერმანის მშობლების აშშ-ში გერმანიიდან ჩამოვიდნენ და მათი ოცნება იყო შვილისათვის კარგი განათლების მიცემა. და მათ ეს შეასრულეს. ხოლერიტმა დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამთო კოლეჯი. შემდეგ დაიწყო მუშაობა. ხოლერიტის კარიერის დასაწყისის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ მან შეძლო მუშაობა მოსახლეობის აღწერის ბიუროში. აქ გაიგო ხოლერიტმა, თუ როგორი მდგომარეობაა ამ სფეროში, გაეცნო ამ საქმეში გამოყენებულ ტექნოლოგიას.

1882 წელს ახალგაზრდა მამაკაცი იწყებს მუშაობას პედაგოგად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. მისი ვიწრო სპეციალობა გახდა გამოყენებითი მექანიკა. ბუნებრივია, რომ სამეცნიერო სამყარო დადებითად მოქმედებდა ხოლერიტზე. აქ მას შეეძლო ნამდვილად რთული ამოცანების გადაწყვეტა. ერთერთი იყო ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომლის  საშუალებითაც  უფრო ეფექტურად იქნებოდა შესაძლებელი მოსახლეობის აღწერა.

მთელი საქმე იმაშია, რომ იმ დროს ამერიკაში უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა დედამიწის ყველა კუთხიდან. მოსახლეობის აღწერა ტარდებოდა ყოველ 10 წელიწადში, საიდანაც 7 წელი შედეგების დათვლაში გადიოდა. რასაკვირველია, რომ ეს ძალზედ არაფექტიანი იყო.

გერმან ხოლერიტის მიერ შექმნილი ტაბულატორი ნამდვილ რევოლუციად იქცა. 1980 წლის აღწერა უკვე მისი გამოყენებით ჩატარდა. მთელ სამუშაოს 2,5 წელი დასჭირდა. ეს სამჯერ ნაკლები იყო ადრინდელ მოდელებთან შედარებით. გარდა ამისა, მონაცემების დამუშავებაზე მუშაობდა მხოლოდ 700 ადამიანი, მაშინ, როდესაც ადრე ამ საქმისათვის 1500 ადამიანს ქირაობდნენ. ხოლერიტისათვის ნათელი გახდა, რომ ახლა მოუწევდა ბიზნესით დაკავება და პედაგოგიური საქმიანობის დატოვება. 1896 წელს მან გახსნა კომპანია Tabulating Machine Company. ძალიან მალე TMC-ის ტაბულატორები საზღვარგარეთაც გადიოდა. ხოლერიტის კომპანიის შემკვეთებს შორის იყო რუსეთიც.

 

შემდეგ დაიწყო პრობლემები ანტიმონოპოლიურ კანონთან... სასამართლო განხილვების შედეგი გამოდგა ის, რომ ხოლერიტი გახდა კონგლომერატ  Computing Tabulating Recording-ის კონსულტანტი, რომლის ნაწილსაც მისი პირმში წარმოადგენდა. უნდა ითქვას, რომ კომპანიის საქმიანობის სფერო ძალზედ ფართო იყო -.  სამზარეულოს მოწყობილობებამდეც კი.

თვითონ ხოლერიტი ცნობილი იყო, როგორც გენიალური გამომგონებელი, რომელიც იდგა მრავალრიცხოვანი პატენტებისა და გამოგონებების სათავეში. ის არ იყო მეწარმე ჩველებრივი გაგებით. ის უფრო პასუხს აგებდა კომპანიის ტექნიკური გადაწყვეტებისათვის, რომლებიც მას ყველაზე მეტად აინტერესებდა. ხოლო მართვით დაქირავებული ადამიანები იყვნენ დაკავებული.


საბოლოოდ, ხოლერიტმა გაყიდა კომპანიაში თავისი წილი 1 მილიონ დოლარზე მეტად, რაც იმ დროისათვის უზარმაზარი ფული იყო. ხოლერიტს აღარ სურდა მუშაობა და დარჩენილი ცხოვრება მიწიერ სიამოვნებებს მიუძღვნა. და მისი გაგება შეიძლება.

 

ჩამოყალიბება. თომას უოტსონ-უფროსი

ხოლერიტის დროს კომპანიამ ბევრი რამ გააკეთა. შექმნა რევოლუციური პროდუქტების მთელი მასა, მიიღო უამრავი პატენტი. მაგრამ ვერავინ იტყოდა, რომ Computing Tabulating Recording გიგანტად იქცა. მომავალი IBM-ის ნამდვილი გაფურქვნა დაიწყო 1914 წლიდან, როდესაც კომპანიას სათავეში ჩაუდგა თომას უოტსონ-უფროსი. ის იყო განუმეორებელი ხელმძღვანელი და უამრავი ინოვაციის შემომტანი. თვითონ ინჟინერი არ იყო და ტექნიკისაც ბევრი არ გაეგებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ შეეძლო ეტრაბახა უმაღლესი დონის ორგანიზატორული ნიჭით და ადამიანებთან მუშაობის საუკეთესო უნარით. თუმცა, ხელმძღვანელობაში ის მხოლოდ 40 წლის ასაკში მოვიდა, მანამდე კი მოასწრო არაფრისგან საკმაოდ წარმატებული კარიერფის გაკეთება.

უოტსონს არ ჰქონდა უმაღლესი განათლება. სკოლის დამთავრებისთანავე მაშინვე მოეწყო კიმივოიაჟერად. მას თვითონ სურდა საკუთარი ცხოვრების აწყობა მეორეხარისხოვან მომენტებზე დროის დაკარგვის გარეშე. პირველი სამუშაო ახალგაზრდა თომასისათვის საუკეთესო სკოლად იქვა, სადაც ისწავლა კლიენტებთან ურთიერთობა. უკვე 21 წლის ასაკში ის მოეწყო კომპანია National Cash Register-ში, სადაც დაკავებული იყო სალაროს აპარატების გაყიდვით. ამ კომპანიაში მან 20 წელი იმუშავა და თანდათან ადიოდა სამსახურებრივ კიბეზე.

უოტსონის კარიერის მწვერვალი დადგა 1911 წელს, როდესაც ის National Cash Register-ის პრეზიდენტის მოადგილედ დაინიშნა. შემდეგ კომპანიას დაეწყო პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო კომპანიის ხელმძღვანელობის ადრინდელ საქმიანობასთან და ძიების ქვეშ მთელი მისი შემადგენლობა აღმოჩნდა. უოტსონს ბედმა გაუღიმა. ის საკმაოდ გვიან მოექცა სათავეში და ამიტომაც არ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. სამაგიეროდ, ის შენიშნა Computing Tabulating Recording Company-ს ერთერთმა თანამფლობელმა და ასე გახდა 1914 წელს თომასი მამავალი IBM-ს ხელმძღვანელი, ციხეში მოხვედრის ნაცვლად.

IBM-ში არასდროს უნანიათ, რომ თომასი ხელმძღვანელად მიიღეს. სწორედ მის ხელში გადაიტანა კომპანიამ დიდი დეპრესია, ღირსეულად იდგა მეორე მსოფლიო ომის დროსაც და ბოლოს და ბოლოს, უოტსონი იყო ერთერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც სერიოზულად ცვლიდა ამერიკული მენეჯმენტის სტრუქტურას.

და კიდევ. სწორედ თომას უოტსონის დროს გაჩნდა პირველად თანამშრომელთა დაზღვევა და ანაზღაურებადი შვებულება, რაც იმ დროისათვის ნამდვილი რევოლუცია იყო. გარდა ამისა, ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის არ არსებობდა არავითარი ბარიერი. IBM-ში აწყობდნენ სპეციალურ ღია კარის დღეებს, რომლის დროსაც ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლო მიემართა ამა თუ იმ ხელმძღვანელისათვის, თვით უოტსონის ჩათვლით. გამოეთქვა საკუთარი  იდეები, გაეზიარებინა თავისი პრობლემები. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალზე უჩვეულოდ გამოიყურებოდა და აქ ლაპარაკია XX საუკუნის პირველ ნახევარზე.

 

თუ ვილაპარაკებთ კომპანიაში უოტსონის მუშაობის პირველ წლებზე, ისინი იმით დაიწყო, რომ მან დაიწყო სხვადასხვა ისეთი მეორეხარისხოვანი ქვეგანყოფილებების დახურვა, რომლებიც სავსებით არ მიესადაგებოდნენ კომპანიის ბიზნესის საერთო სურათს. კომპანიაში თომასის მოსვლის შემდეგ მისი შემოსავალი ელვისებურად იზრდებოდა. კომპანია იწყებს აქტიურ ექსპანსიას საზღვარგარეთ. 1924 წელს მოხდა ეპოქალური მოვლენა - კომპანიას გადაერქვა სახელი და ეწოდა International Business Machines, რომელიც უფრო ცნობილია აბრევიატურით IBM.


1935 წელი ძალზედ მნიშვნელოვანი გამოდგა IBM-თვის. საქმე იმაშია, რომ აშშ-ს კონგრესმა მიიღო Social Security Act, რომლის თანახმადაც უახლოეს დროში საჭირო იყო უამრავი ხალხის დასაქმების შესახებ ინფორმაციის გაფორმება. ამ სამუშაოზე ტენდერი სწორედ Social Security Act-მა მოიგო. 1937 წლისათვის შეკვეთა შესრულებული იყო. IBM-მა დაამუშავა ინფორმაციია ქვენის 26 მილიონი მოსამსახურის შესახებ და ამ სახელმწიფო შეკვეთამ კომპანიას არა მარტო დამატებითი შემოსავალი,  არამედ ავტორიტეტიც მოუტანა. ამის შემდეგ კლინტებისგან მოსვენება აღარ იყო.

IBM-ვის ახლადდანერგილი სიახლე გახდა რეგულარული კორპორატიული პიკნიკები, რომლებიც უქმე დღეებში იმართებოდა და გახდა კომპანიის თანამშრომლების ურთიერთდაკავშირების მნიშვნელოვანი ფაქტორი. უოტსონის დროს დაიწყო კორპორატიული ტრენინგების ჩატარებაც. თანამშრომელს ასწავლიდენ,  რომ კლიენტი არის მთავარი და მისი კაპრიზები უნდა შესრულდეს. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა კომპანიის დეს-კოდი. IBM-ში ყველა, როგორც ერთი, კოსტუმებში გამოწყობილი დადიოდა. არ იყვნენ აქ გაუპარსავი ინჟინრებიც.

ამ პერიოდშივე გაჩნდა კომპანიის ცნობილი სლოგანი «Think», რომელიც თანამშრომლებისათვის მანტრა გახდა და სულ მალე დაიწყო ამავე სახელით თანამშრომლებისათვის შიდაკორპორატიული ჟურნალის გამოცემაც. ცხადია, რომ უტოსონ-უფროსის დროს სერიოზულად შეიცვალა კომპანიის სტრუქტურა. სწორედ იმ დროს ჩაეყარა საფუძველი IBM-ს. მეორე მსოფლიო ომის წლები არ იყო ადვილი. IBM, ისევე, როგორც სხვა კომპანიათა უმეტესობა, სახელმწიფო დაკვეთებზე გადავიდა. ამ დროს კომპანია იღება 1% მოგებას, რომლებიც იმ ოჯახების ფონდში მიდიოდა, ვისი შვილებიც ომში დაიღუპნენ.

იმ დროს გაისმა უოტსონის დღეისათვის უკვე ძალიან ცნობილი ფრაზს: „მე ვფიქრობ, რომ კომპიუტერის მსოფლიო ბაზარი ძლივს გადააჭარბებს ხუთი ათასს". რასაკვირველია, მაშინ ეს არ იყო უაზრობა, რადგანაც კომპიუტერები მხოლოდ უზარმაზარ გამომთვლელ მანქანებს წარმოადგენდნენ. ლაპარაკიც კი არ იყო თანამედროვე პერსონალური კომპიუტერების რაიმე ჩანახატზე.

40-იან წლებში IBM-ის ასოტიმენტში გამოჩნდა საბეჭდი მანქანები, და ეს შეიძლება ჩაითავლოს კომპიუტერიზაციის დასაწყისად. 10 წლის შემდეგ კომპანია მთლიანად გადაერთო კომპიუტერებზე, ხოლო 1956 წელს IBM-ში შეიცვალა ხელმძღვაბელობა. პრეზიდენტი გახდა თომას უოტსონ-უმცროსი.

 

გაფურჩქვნა. თომას უოტსონ-უმცროსი და უფრო მოგვიანო ხანა

 

უნდა ითქვას, რომ თომას უოტსონ-უმცროსი IBM-ში 1937 წლიდან მუშაობდა და ის მამამისზე ორჯერ უფრო მეტად იყო შეყვარებული კომპიუტერებზე. IBM-ის მომავალს  ვაჟი სწორედ კომპიუტერულ დარგში ხედავდა და მან მიაღწია თავის მიზნებს. თომასმა გააკეთა ის, ერთ დროს კომპანია IBM აწარმოებდა აშშ-ში დამზადებული კომპიუტერების 90%-ს. დამეთანხმებით, რომ ეს ძალზედ შთამბეჭდავი შედეგია.

იმ დროისათვის IBM-ში დამუშაბდა უამრავი რაოდენობის რევოლუციური მოწყობილობა. მაგალითად, სწორედ აქ გაჩნდა კომპიუტერული ვინჩესტერი, რომელიც დღემდე გამოიყენება ყველა კომპიუტერში. ლეგენდის მიხედვით, ეს სახელი იქიდან წარმოიშვა, რომ ერთერთმა თანამშრომელმა ასეთი ფრაზა ისროლა: „ისევე საიმედოდ მუშაობს, როგორც ვინჩესტერი".

 

იმ პერიოდში IBM-საგნ უამრავი რევოლუციური გამოგონება გამოდიოდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც  მასობრივი IBM PC-ის გამოჩენაა, რასაც დღეს პერსონალურ კომპიუტერს ვუწოდებთ. ის ქვეყანას 1981 წელს მოევლინა. მისი გული გახდა Intel-ის პროცესორი, ხოლო საოპერაციო სისტემად გამოიყენებოდა Microsoft-ის მიერ შექმნილი DOS. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ IBM PC-ის არქიტექტურა ღია იყო და ნებისმიერ კომპანიას შეეძლო  მსგავსი არქიტექტურით საკუთარი კომპიუტერების წარმოება. ეს იმისათვის გაკეთდა, რომ IBM-ზე სერიოზულად შეუტიეს ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა.

ყველამ კარგად იცით, თუ რით დამთავრდა ეს ისტორია. დღეისათვის IBM PC წარმოადგენს მთელს მსოფლიოში გამოყენებულ სტანდარტს, ხოლო კომპანია ИТ-სამყაროს გიგანტს, რომელიც ამუშავებს მოწყობილობების უზარმაზარ რაოდენობას (მაგალითად, სუპერკომპიუტერებს) პროგრამულ უზრუნველყოფას, უწევს მომსახურებას (რაც IBM-ის დღევანდელი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა). ცოტა ხნის წინ IBM-მა მთელი კომპიუტერული ბიზნესი მიჰყიდა კომპანია  Lenovo-ს, რათა მთლიანად გადართულიყო კონსალტინგზე. 90-იან წლებში „ცისფერიმა გიგანტმა", როგორც ხშირად  უწოდებენ კომპანიას, გარკვეული კრიზისი გადაიტანა, მაგრამ ახლა სიტუაცია დასტაბილურდა. IBM აღარ წარმოადგენს უმსხვილეს კომპიუტერულ კომპანიას. აქ ბვერი სერიოზული მოთამაშეა, ისეთები, როგორიცაა Microsoft, Apple, Intel და Hewlett-Packard. მაგრამ კომპანიას კვლავ უჭირავს საკუთარი მარკა და წარმოადგენს ერთერთს ძლიერთა ამა ქვეყნისათა შორის.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge