ჩვენ ყველას გვსმენია ძმები რაიტების შესახებ. ისინი იყვნენ ველოსიპედის მექანიკოსები, რომლებმაც შეასრულეს პირველი გაფრენა თავიანთივე გაკეთებული თვითმფრინავით 1903 წ. 17 დეკემბერს. თუმცა, იყო ვარაუდი რომ პირველ გაფრენას განახორციელებდა სრულებით სხვა ადამიანი.
ამ ადამიანს ერქვა დოქტორი სამუელ პირპონტ ლენგლი. ის მათემატიკისა და ასტრონომიის პროფესორი იყო. აგრეთვე გახლდათ სმიტსონის ინსტიტუტის დირექტორი. ლენგლი ცნობილი იყო როგორც უდიდესი მოაზროვნე, მეცნიერი და გამომგონებელი.
1898 წელს ლენგლიმ მიმართა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს აეროპლანის მშენებლობის პროექტის დაფინანსების თხოვნით. სამინისტრომ მას $50 000 გამოუყო.
1901 წ. ლენგლიმ წარმატებით განახორციელა უპილოტო აეროპლანის გამოცდა, რომელიც მუშაობდა ბენზინზე. როდესაც მან მიმართა დახმარების თხოვნით ჩარლზ მენლის, ინჟინერს, რომელმაც სტივენ ბალზარის მოდელზე დაყრდნობით შექმნა მძლავრი და მსუბუქი ბენზინის ძრავი, ყველამ დასკვნა რომ წარმატება გარდაუვალი იყო.
ლენგლის იმედი ჰქონდა, რომ მისი მთელი ცხოვრების მიზანი საბოლოო ნაყოფს გამოიღებდა 1903 წ. 8 ოქტომბერს. ამ დღეს, ჟურნალისტებისა და მრავალრიცხოვანი ცნობისმოყვარე ადამიანის გარემოცვაში, ჩარლზ მენლიმ დაიკავა აეროპლანში "დიადი აეროდრომე" პილოტის ადგილი. ეს საჰაერო ხომალდი მოთავსებული იყო სპეციალურ კატაპულტაში, რომელიც განთავსებული იყო ბარჟაზე. მაგრამ აეროპლანის გაშვებამ განიცადა მარცხი და ის ბარჟის შორიახლოს წყალში ჩავარდა.
ლენგლი შეამკეს დაუნდობელი კრიტიკით. მაგალითად გაზეთმა “ნიუ-იორკ ტაიმსმა” დაწერა: “მოულოდნელი იყო ფიასკო, საჰაერო მფრინავი აპარატის მცდელობა ასულიყო ცაში. მფრინავი აპარატი შეიძლება შეიქმნას მექანიკოსებისა და მათემატიკოსების ერთობლივი ძალისხმევით მხოლოდ რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ. უდავოა, რომ ამ მოვლენად მიიზიდა უამრავი ადამიანის ყურადღება, მაგრამ ჩვეულებრივი ობივატელის თვალთახედვით, სახსრები, რომელიც დაიხარჯა ამ პროექტზე, შეიძლებოდა გამოყენებულიყო გაცილებით გონივრულად”.
თავდაპირველად ლენგლი ეწინააღმდეგებოდა კრიტიკას, ის კვლავ აგრძელებდა დაწყებულ საქმეს. რვა კვირის შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში, ის მზად იყო შემდეგი მცდელობისთვის. ლენგლიმ და მენლიმ აეროპლანის კონსტრუქციაში შეიტანეს მრავალრიცხოვანი ცვლილებები. ეს მცდელობაც მარცხით დასრულდა. მენლი ცოცხალი ძლივს გადარჩა.
კვლავ იჭექა საზოგადოების უკმაყოფილო ხმამ. თავად გამომგონებელს ბრალს სდებდნენ საზოგადოებრივი ფულის უგნურ ხარჯვაში. გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსი” არ ცხრებოდა: “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროფესორი ლენგი თავს გაანებებს დროისა და სახსრების ფუჭ ხარჯვას ავიაციური ექსპერიმენტებისთვის”. და ლენგლი დანებდა.
მოგვიანებით ის ამბობდა: “მე დავასრულე სამუშაოს ის ნაწილი, რომელიც ჩემი კომპეტენციის ფარგლებს შეესაბამებოდა - მე დავასაბუთე, რომ ჰაერზე მძიმე აპარატი შეიძლება მოსწყდეს მიწას და გაფრინდეს. ამ იდეის განვითარების შემდეგ სტადიაზე გადასასვლელად თქვენ მოგიწევთ სხვა ადამიანების პოვნა”. უბრალოდ, ლენგლიმ აღიარა საკუთარი მარცხი და ფარ-ხმალი დაყარა.
დამარცხებულმა, გალანძღულმა და დემორალიზებულმა მან უარი თქვა იმ ექსპერიმენტების გაგრძელებაზე, რომელსაც თავისი ცხოვრების რამდენიმე ათწლეული მოანდომა. სულ რაღაც რამდენიმე დღეში ძმები რაიტები, რომელთაც არ ჰქონდათ სპეციალური განათლება, პოპულარობა და ფინანსური მხარდაჭერა, თავიანთი აეროპლანით კიტი-ჰოკის (შტატი კოროლინა) ცაში აიჭრნენ.
დღეს ნებისმიერმა სკოლის მოსწავლემ იცის ძმები რაიტების შესახებ, ხოლო ლენგლის სახელი ცნობილია მხოლოდ ავიაციის ისტორიის მცოდნეთა მცირერიცხოვან წრეში.
მიიყვანე ყველა საქმე ბოლომდე!!!
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.