ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ უყუროთ ფილმს „ყველაზე სწრაფი Indian". ფილმი მოგვითხრობს ახალ ზელანდიელ ბერტ მონროზე, რომელმაც თავისი 1920 წ. გამოშვებული Indian მარკის მოტოციკლეტი, რომლის ქარხნული მაქსიმალური სისწრაფე იყო 58 მილი/საათში, სრულყო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. შედეგად ბერტმა შეძლო ის ექცია მოტოციკლეტად, რომელმაც 1967 წ. დაამყარა რეკორდი 1000 ლტ-მდე მოცულობის ძრავიანი მოტოციკლეტების კატეგორიაში და განავითარა სიჩქარე 208 მილი/საათში. საოცარია ის, რომ ეს რეკორდი დღემდე არავის მოუხსნია.
ბეტს არ უშვებდნენ რბოლებში ბევრი მიზეზის გამო: მან დააგვიანა რეგისტრაციის გავლა, მას არ ჰქონდა პარაშუტი მუხრუჭისთვის, ის იყო 70 წელს გადაცილებული. ვინაიდან არ იყო დაცული უსაფრთხოები ზომები, რბოლების ორგანიზატორებს არ სურდათ გარისკვა. ეს ყველაფერი გასაგებია, რომ უამრავი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ მან მაინც მოახერხა მონაწილეობის მიღება რბოლებში. მაგრამ მაინც, რატომ ვერ მოხსნა ვერავინ მისი რეკორდი 45 წლის განმავლობაში?
მე ვფიქრობ, რომ აქ საკვანძო საკითხი იყო მოტოციკლეტის წონისადმი მეტისმეტი ყურადღება. ვინაიდან ორგანიზატორები მოითხოვდნენ უსაფრთოების ზომებს, ეს ნიშნავდა, რომ მოტოციკლეტს უნდა ჰქონოდა პარაშუტი. გარდა ამისა, მრბოლელს უნდა ჩაეცვა ეკიპირება, რომელიც დაიცავდა მას ტრამვებისგან. ყოველივე ეს რამდენიმე კილოგრამით ზრდიდა წონას. ბერტისთვის დაშვებული იქნა უპრეცედენტო გამონაკლისები. მას ეცვა ჩვეულებრივი ქურთუკი. მას არ ეყენა პარაშუტი. ავზის თავსახურად გამოყენებული ჰქონდა ღვინის თავსახური, იმისათვის რომ ლითონის თავსახური მძიმედ მოეჩვენა. საბურავების პროტექტორები გადაჭრილი ჰქონდა სამზარეულოს დანით, ვინაიდან მაღალ სიჩქარეზე პროტექტორები შეაფერხებდნენ მოტოციკლეტის მოძრაობას. მან უარი თქვა მოტოციკლეტის მდგრადობისთვის აუცილებელი სიმძიმის ცენტრის წამნაცვლებელი საპირწონის დაყენებაზე, რადგანაც 150 მილი/სთ სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობისას მოტოციკლეტი სახიფათოდ არამდგრადი ხდებოდა. მან არ დაიცვა მარცხენა ფეხი, რომელიც მოტოციკლეტის გახურებულ ნაწილს ედებოდა. ბეტს რეკორდის დამყარება დაუჯდა მარცხენა ფეხის დამწვრობის ფასად.
ფაქტიურად ბერტმა უგულებელყო რბოლის ორგანიზატორების მიერ დაწესებული (განსაკუთრებით უსაფრთხოების) წესების უმეტესობა. ეს ნიშნავს, რომ მან მოიპოვა უპირატესობა წონაში. მართალია მის მიერ სრულყოფილი ძრავა რომ არა, ვერავითარი რეკორდი ვერ იქნებოდა, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ საბოლოო ბრწყინვალება რეკორდს შესძინა სწორედ მაქსიმალურად მცირე წონამ.
თქვენ ოდისმე გინახავთ სერიოზულ ტურნირზე მორბენალი, მოცურავე, ტანმოვარჯიშე, ფიგურული სრიალის შემსრულებელი ან ნებისმიერი ისეთი სპორტის სახეობის სპორტსმენი, რომელშიც აუცილებელია სისწრაფე, რომელსაც ჰქონოდა ზედმეტი წონა? მე არ მინახავს ასეთი რამ.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.