ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიeBay-ს ისტორია

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

eBay-ს ისტორია
 | რეიტინგი 3 

 

დღეისათვის eBay წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მსხვილ IТ-კომპანიას. ეს არის ისეთივე აუქციონი, როგორიც Amazon და შეიქმნა ჯერ კიდევ დოტკომების კრახამდე, წარმატებით გადაიტანა კრიზისები და წარმატებით აგრძელებს განვითარებას. eBay არა მხოლოდ უმსხვილესი ონლაინური აუქციონია, არამედ პოპულალური საგადამხდელო სისტემაც PayPal და VoIP-ტელეფონების სერვისიც, რადგანაც მან თავის დროზე ეს ორივე იყიდა.

პროგრამისტობიდან მეწარმემდე. eBay-ს პირველი ვერსია გამოჩნდა 1995 წელს რომელიც შექმნა ახალგაზრდა პროგრამისტმა პიერ ომიდიარმა კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეში. მაშინ პროექტი კეთდებოდა როგორც ჰობი და ჰქონდა საკმაოდ უბრალო სახელწოდება  AuctionWeb. ლეგენდის მიხედვით, საიტი საერთოდ შეიქმნა პიერის მეგობარი გოგონასათვის, რომელსაც განზრახული ჰქონდა მისი საშუალებით საწუწნი კანფეტების შეფუთვების მიმოცვლა, რადგანაც ასეთი კოლოფების შექმნა მისი გატაცება იყო. ლამაზი ისტორიაა, მაგრამ სავსებით არ შეესაბამება სინამდვილეს და ის მოიგონა კომპანიის ერთრთმა პიარ-მენეჯერმა. და eBay-ში ამას აღიარებენ.

აუქციონზე პირველი ნასყიდობა განხორციელდა მისი მუშაობის პირველსავე დღეებში. ცნობები  ამის შესახებ ერთმანეთისაგან რამდენამდე განსხვავებულია. ზოგი მონაცემით, პიერ ომიდიარის მეზობელმა ჯეკმა მისგან იყიდა გაფუჭებული ლაზერული პრინტერი, ხოლო სხვა ცნობებით ეს იყო არა პრინტერი, არამედ ლაზერის მაჩვენებელი. სინამდვილეში კი სრულებით არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა იყო ეს. მთავარია, რომ პროექტი ამუშავდა. იმ დროისათვის ახალგაზრდა პროგრამისტს ვერც კი წარმოედგინა, თუ რად გადაიქცეოდა მისი პირმშო. მაგრამ საქმე წინ წავიდა, AuctionWeb-ს უერთდებოდა სულ უფრო მეტი და ხალხი, რომელთაც სურდათ პროდუქციის ყიდვა ან გაყიდვა. ანალოგებთან შედარებით ომიდიარის პროექტის უპირატესობა მდგომარეობდა გარიგებების საკომისიოების არარსებობაში (ეს მაშინ, როდესაც სხვა აუქციონები ყოველი გარიგებიდან 35%-ს იღებდნენ). პიერი ჯერ კიდევ არ ფიქრობდა პროექტზე, როგორც სრულფასოვან ბიზნესზე.

პროექტის პოპულარობის ზრდამ აიძულა პიერი თვალებში შეეხედა სიმართლისათვის, რომ მან მართლა რაღაც ღირებული შექმნა. მაშინ კი პიერმა დაიწყო აქტიური მოქმედება. უპირველეს ყოვლისა, მან გამოაცხადა თავისი პროექტის სამი ძირითადი პრინციპი:

„ძირითადად ყველა ადამიანი წესიერია"

„ყველას შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა"

„გახსნილ საზოგადოებაში ადამიანები ავლენენ თავის საუკეთესო თვისებებს".

ბევრ რამეში eBay-ს მუშაობის სქემა ამ პრინციპებს ეფუძნება. დაარსებიდან ორი წლის შემდეგ ის ხდება აშშ-ში ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-აუქციონი. ამ დროისათვის სერიოზულად გაიზარდა  ბიზნესის წარმართვის ხარჯებიც და ომიდიარს მოუწია თითოეული გარიგებაზე საკომისიო ანარიცხების შემოღება, რომელიც შეადგენდა საქონლის ღირებულების მხოლოდ 6 პროცენტს.

გარდა ამისა, 1997 წელს პიერმა გადაწყვიტა კომპანიისათვის სახელის გადარქმევაც. მას სურდა დაერქმია მისთვის Echo Bay Technology Group საკუთარი კონსალტინგური ფირმის პატივსაცემად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დომენი EchoBay იმ დროისათვის უკვე დაკავებული ჰქონდა კომპანია Echo Bay Mines და მას მოუწია ალტერნატივების ძიება. ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა eBay, რომელიც მიიღეს კიდეც.

ბიზნესი იზრდებოდა. პიერი მიხვდა, რომ კომპანიის შემდგომ ზრდას სჭირდებოდა კარგი მმართველი - ადამიანი, რომელიც კარგად ერკვეოდა ბიზნეს-პროცესებში. ის მიმართავდა მრვალ ხელმძღვანელს და მათ შორის დღეისთვის კომპანიაში სტივენ ჯობსს. მაშინ სტივი ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული Apple და განიხილავდა სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. ითვლება, რომ ჯობსი მაშინ კი დაინტერესდა eBay-თ, მაგრამ საქმე გარიგებამდე მაინც არ მივიდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შედგა სტივის ტრიუმფალური დაბრუნება მშობლიურ კომპანიაში. სწორდ მაშინ გაიგო პიერმა სათამაშოების მწარმობელი კომპანაი Hasbro-ში მარგარეტ უიტმანის შესახებ. იმ დროისათვის მან თავი დაიმკვიდრა როგორც ძალიან კარგმა მენეჯერმა და რომელიც მშვენივრად ერკვეოდა მარკეტინგში. მთელი რიგი მოლაპარაკებებისა და eBay -ს თანამშრომლებთან შეხვედდრების შემდეგ უიტმანმა გადაწყვიტა მიჩვეული ადგილის დატოვება და იმ ვენჩურული პროექტით დაკავება, რომელსაც იმ დროისათვის ჯერ კიდევ წარმოადგენფა eBay.

მარგარეტის მოსვლა მოხდა ზუსტად ყველაზე საჭირო დროს. იმ დროისათვის უკვე ყველა მიხვდა ონლაინ-აუქციონების მნიშვნელობას, მათ შორის ისეთი გიგანტებიც კი, როგორებიცაა
 Yahoo! და News.com. ამ კომპანიებმაც დაიწყეს საკუთარი ანალოგების შემოთავაზება. ამასთან, Yahoo! ყველაზე შორს წავიდა და წარმოადგინა აუქციონი რაიმე საკომისიოს გარეშე. საჭირო იყო პასუხის გაცემა. eBay მთელს მსოფლიოში იწყებს სხვადასხვა ლოკალური აუქციონების შესყიდვას. გარდა ამისა, ომპანია დებს კონტრაქტს AOL-თან, რომლის მიხედვითაც eBay-ს მოედანი ხდება ხსენებული პროვაიდერის ექსკლუზიური პარტნიორი. და ბოლოს, საკომისოების გადახდა საშუალებას აძლევდა eBay-ს შეემოწმებინა  მყიდველები და გამყიდველები საკრედიტო ბიუროებში. ამან უფრო გააძლიერა ნოდბა სერვისის მიმართ, რადგან უამრავი ადამიანი მთელს მსოფლიოში შიშით და ეჭვით უყურებენ აუქციონებზე საქონლის ყიდვა-გაყიდვას.

მოუხედვად ამისა, უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ რომ მარგარეტ უიტმენმა ვერ გამოიჩინა თავი
 eBay-ში და იქიდან განთავისუფლებულ იქნა. მათი პოზიციები თანხვდება იმაში, რომ უიტმანი უბრალოდ აღმოჩნდა საჭირო დროს საჭირო ადგილას. და მართლაც, eBay-ს არ შეეძლო არ გაზრდილიყო. და სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ასეც არის. იმ კონცეფციის შესახებ, რომელიც გახდა ამ აუქციონის წარმატების საწინდარი, ქვემოთ კიდევ ვილაპარაკებთ.

ახლა კი განვიხილოთ უიტმანის არც თუ ისე გამოჩენილი ნაბიჯი კომპანიის მმართველის პოსტზე. 2005 წელს მან შეისყიდა სახელგანთქმული Skype - VoIP-ტელეფონიის ბაზრის ლიდერი. აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ყველაზე პროფილური ნაბიჯი eBay-სათვის. იდეა მდგომარეობდა Skype-სა და eBay-ს ინტეგრირებაში, რომლითაც აუქციონის მონაწილეებს ამ პროგრამის დახმარებით ერთმანეთთან  ეურთიერთობის საშუალება მიეეცემოდათ.გამოუვიდა თუ არა ეს კომპანიას? ძნელი სათქმელია< მაგრამ ბოლო ხმებით eBay-ს სურს  Skype-ს გაყიდვა, რომელიც მას 2,6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, საიდანაც თანხის ნაწილი გადახდილი იქნა ნაღდი ფულით, ნაწილი ფასიანი ქაღალდებით.

წარმატებული ბიზნეს-მოდელი. დღეისათვის eBay-ზე ვაჭრობენ არა მხოლოდ უბრალო ადამიანები არასაჭირო ნივთების თავიდან მოსაშორბლად, არამედ ნადვილი მეწარმეებიც, რომლებიც სპეციალუარ იძენენ საქონელს  eBay-ზე და შემდეგ ყიდიან მას საიტის საშუალებით. ამისათვის მათ სამი საშუალება გააჩნიათ. პირველი ის, რომ უბრალო აუქციონი, როდესაც საქონელი გარკევული დროით გამოიფინება eBay-ზე ლოტის სახით და მიდის ისეთ ადამიანთან, რომელიც მასში ყველაზე დიდ ფასს გადაიხდის. მეორე ვარიანტია საქონლის ფიქსირებულ ფასად გაყიდვა. ასეთ შემთხვევაში საქონლის გვერდზე მკვეთრად ჩანს ღილაკი „«Buy it Now" (იყიდე ახლა). რომელზე დაჭრითაც თქვენ მაშინვე შეძლებთ საქონლის ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე ყიდვას. მხოლოს საჭირო იქნება გამყიდველისათვის მოთხოვნილი საფასურის გადახდა.

მესამე ვარიანტი ეს არის ე. წ.  Ad Format, როდესაც იქმნება თქვენი საქონლის სრულფასოვანი განყოფილებები და მათ eBay Shop-ები ეწოდებათ. ასეთ ემთხვევაში eBay-დან საქონელი შეიძლება იყიდებოდეს განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. ბუნებრივია, რომ შესაძლებელია პირველი და მეორე ვარიანტების გამოყენება როგორც ცალცალკე, ისე ერთდროულად.

ითვლება, რომ eBay ძალზე იშვიათად იტყუება. ამის მიზეზია აუქციონზე გამოყენებული ვაჭრობის ის საკმაოდ სწორი მოდელი. ასე, ნებისმიერ მყოდველს შეუძლია გამყიდველის გასწვრივ საკუთარი გამოხმაურების დატოვება. თუ თქვენ საქონელს არ გამოგზავნიან, თქვენ ამის შესახებ შეგიძლიათ დაწეროთ იმ პიროვნებაზე, რომელსაც გულდასმით სწავლობს მრავალი ადამიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებამდე.

თვითონ eBay მუშაობს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორისაა ისეთი სწრაფად განვითარებადი ბაზრებიც, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი. აუქციონზე დაიშვება პრაქტიკულად ყველა სახის საქონელი, რომლებიც ესადაგებიან იმ ქვეყნის კანომდებლობას, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს ვაჭრობა და ამასთან არ შედიან eBay-ს შავ სიაში (მაგალითად, აშშ-ში შავ სიაში შედის ცეცხლსასროლი იარაღი).

eBay-ს წარმატების კიდევ ერთი ფაქტორი იმაში ნდგომარეობს, რომ აღნიშნული აუქციონი ვითარდება მულტიპლიკაციური მოდელის სახით. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი გამყიდველი ეყოლება eBay-ს, მით უფრო მეტი იქნება მყიდველიც. და ბოლოს, საიტზე არსებობს დამატებითი სერვისების დიდი რაოდენობა, რომლებიც მომხმარებლებს უადვილებენ eBay -ზე მუშაობას. მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ თემატური თანასაზოგადოებები, ბლოგები და სერვისებს მთელი რიგი, რომელთა შესახებ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ:


- სერვისი eBay Pulse, რომელიც eBay-ს საიტზე ყველაზე პოპულარული საძიებო განაცხადების  ნახვის საშუალებას იძლევა. აქ შეიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საიტზე იმ ტენდენციების  შესახებ, რომლებიც აჩვენებენ მონაცემებს ყველაზე პოპულარული კატეგორიებისა და პროდუქტების შესახებ.;

- eBay Express - საკმაოდ საინტერესო გარსია აუქციონისათვის, რომელიც მისგან სრულფასოვან ინტერნეტ-მაღაზიას ქმნის. მოხერხებულია და საკმაოდ საინტერესო;

ზოგადად, საკმარისადაა აუქციონზე ვაჭრობის მხარდამჭერი  საშუალებები. და ადამიანებიც სარგებლობენ ამით (პიერ ომიდიარი). თუ ვილაპარაკებთ საკითხის ფინანსურ მხარეზე, eBay-ს შემოსავალმა 2008 წელს  8,46 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2008 წლის პირველ კვარტალში eBay-ზე მუშაობდა 15,5 თასი ადამიანი, დღეს მათი რიცხვი რამდენამდე ნაკლებია, რადგან არც ისე დიდი ხნის გამოცხადდა კრიზისით გამოწვეული მასობრივი დათხოვნების შესახებ. დღეისათვის eBay-ს მმართველობის ხელმძღვანელია ჯონ დონაჰიუ, ხოლო პიერ ომიდიარს უკავია დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.

უცნაური ამბავია. დიახ, eBay-ზე ნამდვილად არ მოგცემენ საკუთარი სულის გაყიდვის საშუალებას (ცოტა ხნის წინ ერთ ადამიანს აუკრძალეს ამის გაკეთება), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიოში იდიდესი ონლაინ-აუქციონის ასორტიმენტში არ არის ეგზოტიკური საქონელი. აქ ისინი უამრავია. მაგალითად, eBay-ზე გაიყიდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე წყალქვეშა ნავი. გამყიდველად მოგვევლინა ახალი ინგლისის პატარა ქალაქი, რომელსაც ძალზე სჭირდებოდა ფული.

2005 წელს კი მოხდა სულაც კუროზული და სამხიარულო ამბავი. ვინმე კეროლაინ სმიტმა იუტას შტთიდან აუქციონზე ჰამოიტანა საკუთარი შუბლი! დიახ, სწორედაც ასე იყო. მყიდველს უნდა გადაეხადა 10 ათასი დოლარი იმისათვის, რომ კეროლაინის შუბლზე გაეკეთებინა ტატუ მისი რეკლამით. რა როგორ ფიქრობთ? ეს ადგილი გამოისყიდა ონლაინ-კაზინო
 Golden Palace-მა

ვაჭრობა eBay-ზე სავსეა არა მხოლოდ კურიოზებით, არამედ უნიკალური ლოტებითაც. ასე, მაგალითად, ამ აუქციონზე გაიყიდა 1993 წლის გამოშვების ავტომანქანა McLaren F1 1,7 მილიონ დოლარად. საქმე იმაშია, რომ ეს მანქანა ყვითელი ფერისაა და მსოფლიოში ასეთი ფერის მხოლოდ  ერთადერთია ნიმუშია.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge