ეფექტიან სამეწარმეო საქმიანობას, როგორც წესი, თან ახლავს ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების ათვისება, რეზერვების ძიება, წარმოების ინტენსიობის გაზრდა. თუმცა, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვა იწვევს ტექნოგენური კატასტროფების საფრთხეს, რომლებიც მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ბუნებას, ადამიანებს, წარმოებას. მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკია ტექნიკურ რისკზე.
ფინანსური რისკი შეიცავს: რისკს, რომელიც დაკავშირებულია ბაზარზე საქონლის (მომსახურების) რეალიზაციასთან; რისკს, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის (მომსახურების) მიღებასთან; რისკს, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მსყიდველობით უნარიანობასთან; ფორს-მაჟორული მდგომარეობების რისკს...
კომერციული რისკი - ეს არის რისკი, რომელიც წარმოიქმნება მეწარმის მიერ წარმოებული ან შეძენილი საქონლისა და მომსახურებების რეალიზაციის პროცესში. კომერციული რისკის ძირითადი მიზეზებია...
სამეწარმეო რისკი დაკავშირებულია პროდუქციის, საქონლისა და მომსახურებების წარმოებასთან და ნებისმიერი სახის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან, რომლის პროცესში მეწარმეები აწყდებიან ნედლეულის არაადექვატური გამოყენების პრობლემებს, თვითღირებულების ზრდას სამუშაო დროის დანაკარგების ზრდასთან ერთად, წარმოების ახალი მეთოდების გამოყენებას...
პოლიტიკური რისკები - ეს არის დანაკარგების წარმოშობის ან მოგების რაოდენობის შემცირების საშუალება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის შედეგს. ამრიგად, პოლიტიკური რისკი დაკავშირებულია მთავრობის კურსის შესაძლო ცვლილებებთან, მისი საქმიანობის პრიორიტეტების მიმართულებების შეცვლებთან. აღნიშნული სახეობის რისკის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩამოუყალიბებელი კანონმდებლობის მქონე ქვეყნებში...
დაზღვევის სავალდებულო ფორმას შემდეგი პრინციპები განასხვავებენ: სავალდებულო დაზღვევა დგინდება კანონით, რომლის თანახმადაც დამზღვეველი ვალდებულია დააზღვიოს შესაბამისი ობიექტები, ხოლო დაზღვეულებმა შეიტანონ კუთვნილი სადაზღვევო გადასახადები. ჩვეულებრივ, კანონი ითვალისწინებს...
დაზღვევის დარგებად დაყოფას საფუძვლად უდევს პრინციპული განსხვავებები სადაზღვევო ობიექტებს შორის. ამ კრიტერიუმის შესაბამისად, სადაზღვევო ურთიერთობების სრული ერთიანობა შეიძლება დაიყოს ოთხ დარგად: ქონებრივ დაზღვევად, მოქალაქეთა ცხოვრების დონის დაზღვევად, პასუხისმგებლობის დაზღვევად და სამეწარმეო რისკების დაზღვევად. ქონებრივ დაზღვევაში ობიექტად გამოდიან მატერიალური ფასეულობანი; მოქალაქეთა ცხოვრების დონის დაზღვევაში - მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა...
დაზღვევა ხდება სპეციალიზებული სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც შეიძლება იყოს სახელმწიფო და არასახელმწიფო. მათი საქმიანობის სფერო შეიძლება მოიცავდეს საშინაო (შეზღუდულ), საგარეო ან შერეულ სადაზღვევო ბაზარს. ამით დაზღვევა განვითარებული სადაზღვევო ბაზრის პირობებში ხორციელდება როგორც მოცემული ქყეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.
ტრადიციულად განასხვავებენ დაზღვევის სამ მიმართულებას: საკუთრების დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევას, ინდივიდუალურ დაზღვევას. სადაზღვევო კომპანიები აქტიურად იჭრებოდნენ ყველა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, მაგალითად: რენტის დაზღვევა; კრედიტების დაზღვევა; ინვესტიციების დაზღვევა; ჯგუფური და ოჯახური დაზღვევა; ბინების დაზღვევა...