ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტში

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნესი ინტერნეტში

ბიზნესი ინტერნეტში

ინტერნეტის გლობალური ქსელის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარებამ გამოიწვია ცვლილებები ბიზნესის მართვაში და ელექტრონული ბაზრის გაჩენა. ცნობილია, რომ ელექტრონული ბიზნესი სამეწარმეო საქმიანობაა, რომელშიც მოგების მიღების მიზნით გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიების  შესაძლებლობები.

 საინფორმაციო პროდუქტების შექმნა (წიგნების, ინსტრუქციების, პროგრამული უზრუნველყოფის და ა. შ.) და მათი პირდაპირი გაყიდვა ინტერნეტის ქსელებში ვირტუალური მაღაზიების საშუალებით წარმოადგენს ელექტრონული ან საინფორმაციო ბიზნესის ფართოდ გავრცელებულ სახეობას. ინფორმაცია ხომ 21-ე საუკუნის ყველაზე შემოსავლიანი პროდუქტია.

კომპიუტერულ ქსელებში ბაზრის ან ბაზრის სუბიექტების ურთიერთქმედების მთავარ სექტორებს

წარმოადგენენ:

B2B - ბიზნესი ბიზნესისათვის (Business-to-Business);

B2C - ბიზნესი მომხმარებლისათვის (Business-to-Consumer).

B2B - ეს არის კომპიუტერული ქსელების საშუალებით კომპანიების ურთიერთქმედების ბიზნეს-მოდელი.

B2C ბიზნეს-მოდელის საფუძველს საცალო ვაჭრობა წარმოადგენს, ანუ ინტერნეტის ქსელში კომპანიებისა და მომხმრებლებლების ურთიერთობები.

 ელექტრონული კომერცია მოიცავს ინტერნეტის ქსელებში ბიზნეს-საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ვაჭრობა (საცალო ან საბითუმო) ვირტუალური მაღაზიებს, Web-ვიტრინების ან სავაჭრო ცენტრების საშუალებით; მომსახურების გაწევას, ელექტრონულ რეკლამას და ა. შ.

 ელექტრონული კომერციის საწარმოებლად აუცილებელია ინტერნეტში საკუთარი Web-საიტის გახსნა და „ამუშავება". ვაჭრობის პროცესის ავტომატიზირებისათვის აუცილებელია საიტზე სპეციალიზებული პროგრამის (სკრიპტის), ე. წ. „ვირტუალური მაღაზიის" დაყენება, მასში შესაფერისი საქონლის გამოფენა, რეკლამისა და MLM მარკეტინგის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება ამ საქონლის წინ წაწევის მიზნით.

ზოგიერთი კომპანია და კერძო მეწარმე ახორციელებენ საქონლის პირდაპირ გაყიდვებს (როგორც მატერიალურის, ისე საინფორმაციოსი) ვირტუალური საწყობებიდან ან მაღაზიებიდან. საკუთარი საქონლის წინ წაწევისათვის ისინი იყენებენ Direct marketing-ს (პირდაპირ მარკეტინგს). ელექტრონული კომერცია (e-commerce) და საქონლის ონლაინში გაყიდვა სამომხმარებლო ბაზრის მომავალია.

ელექტრონულ ბიზნესს განეკუთვნება ბიზნესი ვალუტის, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო და ძვირფასი ლითონების ბაზრებზე:

1. ტრეიდერად (ვაჭრობა) მუშაობა მსოფლიო სავალუტო (ფინანსურ) ბაზრებზე FOREX (Foreign Exchange Market). მსოფლიო სავალუტო ბაზარი არის საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით  ურთიერთდაკავშირებული რეგიონული სავალუტო ბაზრების სისტემა. მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე წარმოადგენს უცხოური ვალუტის სხვადასხვა სახის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ერთობლიობას. სავაჭრო ოპერაციების საიდუმლო იმაშია, რომ იყიდონ იაფად და ძვირად გაყიდონ.

2. OnLine აუქციონები (ინტერნეტ-აუქციონი).

Ebay-ს საერთაშორისო აუქციონზე მუშაობა როგორც მყიდველის, ისე გამყიდველის რანგში. აუქციონი Ebay - ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ სარფიანად შეიძინოთ თქვენთვის საჭირო საქონელი საკუთარი ბიზნესის საწარმოებლად.


ვაჭრობა " АУ-АУ " ინტერნეტ აუქციონზე. ეს არის საქონლის ყიდვა-გაყიდვის აუქციონი.

 3. ბიზნესი ინვესტიციებზე. ეს არის ფულის დაბანდება პროცენტებით. ინტერნეტში უამრავი საინვესტიციო ფონდია განლაგებული, რომლებიც შემოგთავაზებენ ფულად სესხებს გადადგენილი პროცენტითა და გარკვეული ვადით.

ელექრონული ბანკი მოიცავს: ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების დადებას, ყიდვა-გაყიდვის ელექტრონულ მართვას, პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული საქონლის წარმოებას, შეკვეთების მიღებასა და დამუშავებას, საქონლის გაყიდვებსა და ადგილზე მიტანას, ფინანსურ ანალიზს, გადახდებს, კადრების მოძიებას, კლიენტებისა და პარტნიორული ურთიერთობების მხარდაჭერას და სხვ.

 

 

 

ინტერნეტში ელექტრონული ან ქსელური ბიზნესის ძირითადი სახეობები

 

 ინტერნეტის გლობალური ქსელეების საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარებამ შეცვალა ბიზნესის წარმოების საშუალებები და შექმნა ელექტრონული ბაზარი. დაიწყო ინტერნეტის, როგორც ვირტუალური არხის, გამოყენება კომპანიების ბიზნეს-პარტნიორებთან და კლიენტებთან ურთიერთობებისათვის, რამაც უზრუნველყო ინტერაქტიური მარკეტინგისა და პირდაპირი ონლაინური გაყიდვების წარმართვა.

მაგალითად, საქონლის პირდაპირი გაყიდვა მომხმარებელზე შუამავლების გარეშე წარმოადგენს ბიზნესის წარმოების ახალ მოდელს. ამგვარად, ქსელურ ეკონომიკაში  ტრადიციული ბიზნეს-პროცესები (გაყიდვა, მარკეტინგი, მომარაგება და სხ.) ახალ ფორმებს იძენენ.

ინტერნეტის ქსელში გავრცელებული ელექტრონული ბიზნესის საფუძვლების გაცნობა მოამზადებს სტუდენტებსა და ქსელის სხვა მომხმარებლებს E-ბიზნესის დამოუკიდებლად საწარმოებლად. ელექტრონული ბიზნესის ძირითად სახეობებს განეკუთვნება:

სავაჭრო მოედნები (ინტერნეტ-ბირჟები, აუქციონები, საქონლისა და მომსახურების  კატალოგები და სხვ.); ყიდვა-გაყიდვების ელექტრონული მართვა;

პორტალები (კორპორატიული, საინფორმაციო, კომერციული, პერსონალური);

 

საზოგადოებრივი გლობალური ქსელების ორგანიზება, შენახვა და მომსახურება, რაც ხორციელდება ქსელის ოპერატორების მიერ;

ფინანსური მომსახურებები (ონლაინური გადახდის სისტემები, გადასაცვლელი პუნქტები, ინტერნეტ-ბანკინგი, ინლაინ-ტრეიდინგი);

საინვესტიციო ფონდები (კონსოლიდირებული საინვესტიციო, ბუფერული ან წილობრივი საინვესტიციო ფონდები);

ინტერნეტ-მაღაზიები;

კონტენტ-პროექტები (საიტები უფასო და მოთხოვნილი ინფორმაციებით სტუმრების მოსაზიდად სარეკლამო ბიზნესის წარმოების მიზნით);

საინფორმაციო შუამავლები (კატალოგები, რეიტინგები, საძიებო სისტემები);

საინფორმაციო ბიზნესი ინტერნეტში ( პერიოდული ინტერნეტ-გამომცემლობები, სიახლეების საიტები და ა. შ.);

ინტერნეტ-მარკეტინგი (საძიებო სისტემებში საიტის წინ წაწევა);

სარეკლამო ბიზნესი;

კავშირგაბმულობისა და ურთიერთობების მომსახურებები;

Web-მასტერინგი (საიტების შექმნა, Web-პროგრამირება,  Web-დიაზინი, საიტების „ამუშავება");

MLM ანუ ქსელური მარკეტინგი (მაღაზიისგარეთა საცალო ვაჭრობის ფორმა);

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული საქონლის შემუშავება;

სერვის-პროვაიდერების მომსახურებები (ქსელური მომსახურების, ჰოსტინგებისა და დომენების მომწოდებლები);

მომსახურებების გაწევა (დისტანციური სწავლება, ქსელური ბიბლიოთეკები, ელექტრონული ჯანდაცვა);

ინტერნეტ-კონსალტინგი და ა. შ.

ქსელური სათამაშო ბიზნესი (ვირტუალური კაზინო, ბუკმეკერული კანტორები, ტოტალიზატორები, ლატარიები);

შრომის ბირჟები (შრომითი მოწყობის სააგენტოები);

პარტნიორული პროგრამები (აფილატ-პროგრამები და სხვ.);

ინტერნეტ-ფრანჩაიზინგი;

ინტერნეტ-ლიზინგი;

ყველას, ვისავ აქვს კომპიუტერზე მუშაობის სწავლისა და ინტერნეტში ელექტრონული ბიზნესის წარმოებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების  ათვისების სურვილი, რეკომენდაციას  ვუწევთ გაეცნოს ელექტრონული ბიზნესის შემდეგ მოდელებს:

Стэп-брэйфинг 
Inmarket

ელექტრონული ბიზნესის ეს სახეობა ეფუძნება ქსელურ მარკეტინგს (MLM), მაგრამ, ამ დროს ხორციელდება არა ტრადიციული საქონლისა და მომსახურებების, არამედ ცოდნის წინ წაწევა. საწყისი ბიზნეს-ინვესტიციები  - მინიმალური პროექტებით.

 

 

თანამედროვე ბიზნესის მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, ელექტრონული კომერცია შეუცვლელი კომპონენტი გახდა. მცირე მასშტაბის სტარტაპებიდან დიდ კორპორაციებამდე, ყველა სახის ბიზნესი იყენებს ონლაინ პლატფორმების ძალას, რათა მოიზიდონ ფართო აუდიტორია 

 
 

ინტერპოლი შეუერთდა სტალკერულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან  ბრძოლის კოალიციას (Coalition Against Stalkerware), რომლის თანადამფუძნებელია „კასპერსკის ლაბორატორია".  როგორც კომპანია იუწყება, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია 

 
 

2020 წელს საქართველოში მომხმარებელთა 2,25%-მა განიცადა   მავნე მობილური პროგრამების შეტევები, ასეთი შეტევების რიცხვმა სომხეთში შეადგინა 2,80%, ხოლო  აზერბაიჯანში - 5,19%.  

 
 

2020 წელს სა2020 წელს საქართველოში კომპიუტერის მომხმარებელთა 1,06% თავს დაესხა საბანკო ტროიანელები, ეს მაჩვენებელი სომხეთში იყო  1,45%, ხოლო აზერბაიჯანში 1,51%.

 

 
 

ონლაინ სწავლება ხდება მომგებიანი ბიზნესი.  ონლაინ სწავლების წილი მსოფლიოში და ...

 
 

2020 წელს  საქართველოში მომხმარებელთა 10,49%  თავს დაესხნენ ინტერნეტის საშუალებით (ვებ-შეტევები), მაშინ როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი ადგენდა  14,83%.

 
 

თბილისი, 16 თებერვალი.  2020 წლის მეორე ნახევარში პირველ ნახევართან შედარებით მსოფლიოში  60% - ით გაიზარდა იმ  მომხმარებელთა რიცხვი

 
 

ონლაინ მაღაზიის შექმნა სულ უფრო პოპულარული სერვისი ხდება. უახლესი მონაცემების თანახმად, ინტერნეტ აუდიტორია სწრაფად იზრდება და დიდ ქალაქებში

 
 
მე-20 საუკუნეში ელექტრო ენერგიის გამოგონებამ - მესამე, მესამე ათასწლეულის დასაწყისში კი უკვე ინტერნეტის შექმნამ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას დაუდო საწყისები. ჭკვიანი ყავის...
 
 

.GE დომენის ტრანსფერის (გადატანის) სრული ინსტრუქცია თვალნათლივ და ნაბიჯ-ნაბიჯ ...

 
 
 
 

უკან

 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge