ინვესტიციები არის მოგების მიზნით კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება
ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. საინვესტიციო კრედიტები ერთმანეთისაგან განსხვავდება ინვესტორის (კრედიტორის) რისკის დონით, რადგანაც აუცილებელია, პროექტის მომგებიანობის მიუხედავად, კრედიტებისა და პროცენტების დადგენილ ვადებში უკან დაბრუნება. ინვესტიციები უკან ბრუნდება და თან მოაქვთ მოგება მხოლოდ მომგებიანი პროექტებიდან. თუ პროექტი წამგებიანია, მაშინ შესაძლებელია ინვესტიციების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვა. საინვესტიციო საქმიანობა - ეს არის ინვესტიციების ჩადება და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება მოგების მიღების და/ან უფრო სასარგებლო ეფექტის მიღწევის მიზნით. არსებობს ინვესტიციების სხვადასხვა კლასიფიკაციები
ინვესტირების ობიექტების მიხედვით განასხვავებენ: რეალურ ინვესტიციებს (რეალური კაპიტალის სხვადასხვა ფორმით პირდაპირი ყიდვა): მატერიალური აქტივების ფორმით (ძირითადი ფონდების, მიწის); მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ანაზღაურებას; ძირითადი ფონდების კაპიტალური რემონტს; დაბანდებებს არაამატერიალურ აქტივებში: პატენტებში, ლიცენზიებში, სარგებლობისა და საავტორო უფლებებში, სავაჭრო ნიშნებში, ნოუ-ჰაუში, ადამიანური კაპიტალში (აღზრდა, განათლება, მეცნიერება) და ა. შ. ფინანსური ინვესტიციებს (კაპიტალის არაპირდაპირი ყიდვა ფინანსური აქტივების საშუალებით); ფასიანი ქაღალდებს, მათ შორის წილობრივი საინვესტიციო ფონდებიდან; მიღებული კრედიტებს; ლიზინგს (ლიზინგის გამცემისათვის); სპეკულატიურ ინვესტიციებს (აქტივების ყიდვა მხოლოდ ფასის შესაძლო ცვლილების გამო); ვალუტებს; ძვირფასი ლითონებს (დეპერსონიზებული მეტალური ანგარიშების სახით); ფასიან ქაღალდებს (აქციებს, ობლიგაციებს, ერთობლივი ინვესტირების ინსტიტუტების სერთიფიკატებს და ა. შ.);
ინვესტირების ძირითადი მიზნების მიხედვით: პირდაპირს ინვესტიციებს; პორტფელურ ინვესტიციებს; რეალურ ინვესტიციებს; არასაფინანსო ინვესტიციებს; ინტელექტუალურ ინვესტიციებს (დაკავშირებულს სპეციალისტების სწავლებასთან, კურსების ჩატარებასთან და სხვა მრავალთან). დაბანდების ვადების მიხედვით მოკლევადიანს (1 წლამდე) საშუალოვადიანს (1-3 წელი) გრძელვადიანს (3-5 წელზე მეტი)
კერძოს სახელმწიფოს უცხოურს შერეულს
ყველაფერთან ერთად, ინვესტიციები ხასიათდება ორი ურთიერთდაკავშირებული პარამეტრით:რისკით და მომგებიანობით. როგორც წესი, რაც უფრო მაღალია ინვესტიციის რისკი, მით უფრო მეტიი უნდა იყოს მოსალოდნელი მოგებაც. რისკებსა და მოგებას შორის შეფარდების აღწერისათვის ხშირად იყენებენ САРМ-ის მოდელს (აქტივების შემოსავლიანობის შეფასების მეთოდს). საინვესტიციო რისკის ოდენობა უჩვენებს ინვესტიციისა და მისგან შემოსავლის დაკარგვის ალბათობას. საერთო ინტეგრალური რისკის ოდენობა შედგება რისკის 7 სახეობისაგან: საკანონმდებლო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ფინანსური, კრიმინალური. ეკოლოგიური, |
ბიზნესის ფულით უზრუნველყოფის ამოცანა არც ისე რთულია, როგორც ამას უმრავლესობა ფიქრობს. განსაკუთრებით კი თუ არის იდეა, რომელსაც შეუძლია გაგამდიდროთ თქვენ და თქვენი კრედიტორებიც. ფაქტიურად, ხშირად ფული უფრო მეტია, ვიდრე კარგი საქმიანი იდეები. ძალზე მნიშვნელოვანი წესი ასეთია: